მარია ადელაიდა სავოიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 59: ხაზი 59:


== სქოლიო ==
== სქოლიო ==

{{საფრანგეთის მადამ დოფინები}}
{{საფრანგეთის მადამ დოფინები}}
[[კატეგორია:დაბადებული 6 დეკემბერი]]
[[კატეგორია:დაბადებული 6 დეკემბერი]]

12:38, 8 ივნისი 2018-ის ვერსია

მარია ადელაიდა სავოიელი
საფრანგეთის დოფინი
მმართ. დასაწყისი: 14 აპრილი 1711
მმართ. დასასრული: 12 თებერვალი 1712
წინამორბედი: მარია ანა ვიქტორია ბავარიელი
მემკვიდრე: მარია ტერეზა რაფაელა ესპანელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 6 დეკემბერი 1685
დაბ. ადგილი: ტურინი, სავოიის საჰერცოგო
გარდ. თარიღი: 12 თებერვალი 1712 (26 წლის)
გარდ. ადგილი: ვერსალი, საფრანგეთის სამეფო
მეუღლე: ლუი, საფრანგეთის დოფინი
შვილები: ლუი, საფრანგეთის დოფინი
ლუი XV, საფრანგეთის მეფე
დინასტია: სავოია
მამა: ვიტორიო ამადეო II, სავოიის ჰერცოგი
დედა: მარია ანა დ'ორლეანი
რელიგია: კათოლიციზმი

მარია ადელაიდა სავოიელი (იტალ. Maria Adelaida di Savoia; ფრანგ. Marie Adélaïde de Savoie) (დ. 6 დეკემბერი 1685, ტურინი, სავოია - გ. 12 თებერვალი 1712, ვერსალი, საფრანგეთი) — სავოიის ჰერცოგ ვიტორიო ამადეო II-ისა და მისი ცოლის, მარია ანა დ'ორლეანის ასული. საფრანგეთის დოფინი 1711-1712 წლებში. საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის დედა. გარდაიცვალა წითურათი. [1]

ადრეული ცხოვრება

მარია ადელაიდა დაიბადა 1685 წლის 6 დეკემბერს ტურინის სამეფო სასახლეში. მამამისი იყო სავოიის ჰერცოგი ვიტორიო ამადეო II[2], ხოლო დედა, ჰერცოგინია მარია ანა დ'ორლეანი. დედამისი საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ს ძმიშვილად, ხოლო ინგლისის მეფეებს ჯეიმზ II-სა და ჩარლზ II-ს დისშვილად ერგებოდა. დედის ხაზით მისი ბებია-ბაბუა იყვნენ ორლეანის ჰერცოგი ფილიპ I და მისი პირველი ცოლი, ჰენრიეტა ინგლისელი. როდესაც ის გააჩინა, დედამისი მხოლოდ 16 წლის იყო [3]და იგი ოჯახში პირველი შვილი იყო. მარია ადელაიდას ნათლიები იყვნენ ბებიამისი მარია იოანა სავოიელი და ბიძამისი, პრინცი კარიგნანი.[4] მარია ადელაიდა განსაკუთრებით ახლოს იყო ბებიასთან, რომელსაც ხშირად დედასაც კი ეძახდა. ანალოგიურად იყო მისი უმცროსი დაც. [5]ამიტომ ბავშვობის ძირითადი ნაწილი მან და მისმა დამ ბებიასთან გაატარეს.[4]

ქორწინება

მარია ადელაიდასა და ლუი დე ბურბონის ქორწინება

1696 წლის 29 აგვისტოს საფრანგეთსა და სავოიას შორის დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება, რომლის განმტკიცების მიზნითაც მარია ადელაიდა უნდა დაქორწინებულიყო ლუი XIV-ის შვილიშვილზე, ბურგუნდიის ჰერცოგ ლუი დე ბურბონზე. ამის სანაცვლოდ ცხრაწლიან ომი უნდა დასრულებულიყო. [6]

მანამ სანამ საფრანგეთში გაათხოვებდნენ, მარია ადელაიდა დანიშნული იყო საღვთო რომის იმპერატორ ლეოპოლდ I-ის ვაჟზე, ერცჰერცოგ იოზეფზე, თუმცა ლეოპოლდმა მათი პარატა ასაკის გამო ქორწინება ჩაშალა. [7]მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ მარია ადელაიდა საფრანგეთში უნდა გამგზავრებულიყო, მან დაიწყო ფრანგული ენისა და ეტიკეტის ათვისება. [8]

1697 წლის 4 ნოემბერს მარია ადელაიდა საფრანგეთში ჩავიდა სადაც გაიცნო ლუი XIV და მომავალი საქმრო. მეფეს პატარა სარძლო მოეწონა. [9]მისი მცირეწლოვანებიდან გამომდინარე საფრანგეთის სამეფო კარმა ჯერ მისთვის განათლების მიცემა გადაწყვიტა და ვერსალში საუკეთესო პედაგოგები ჩაიყვანეს სპეციალურად მისთვის. [10]1697 წლის 6 დეკემბერს, მეთორმეტე დაბადების დღეზე, ვერსალში, მარია ადელაიდა და ლუი დე ბურბონი დაქორწინდნენ. ამ ქორწინებით ოფიციალურად დასრულდა ცხრაწლიანი ომი. ამის შემდეგ მარია ადელაიდა დაუახლოვდა სამეფო ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით მამამთილს, საფრანგეთის დოფინ ლუი დე ბურბონს. [11]

ბურგუნდიის ჰერცოგინია

მარია ადელაიდა საფრანგეთში

ბურგუნდიის ახალმა ჰერცოგინიამ კარგი ურთიერთობა დაამყარა მეფესთან და მის საყვარელთან, მადამ დე მაინტენონთან. [12]საფრანგეთის სამეფო კარზე ცხოვრების მიუხედავად, მან მიმოწერა შეინარჩუნა მშობლებთან და ბებიასთან.

მარია ადელაიდამ მეფეზე დიდი გავლენა მოახდინა და ასე ჩამოიშორა პოლიტიკური მტრები. თუმცა მარია ადელაიდას ყველაზე დიდი მტერი იყო თავად მეფის საყვარელი მადამ დე მონტესპანი, რომელსაც ვერაფრით იშორებდა. მას სურდა რომ დაექორწინებინა ლუიზა ელიზაბეთ დე ბურბონი და ბერის ჰერცოგი, შარლ დე ბურბონი, თუმცა შარლმა მარია ლუიზა ელიზაბეთ დ'ორლეანი შეირთო.[13] აგრეთვე მარია ადელაიდამ დააწინაურა ვანდომის ჰერცოგი ლუი ჟოზეფი, რომელიც უბადლო მებრძოლი იყო. [14]

ბურგუნდიის ჰერცოგინიამ 1704 წელს თავისი პირველი შვილი გააჩინა, თუმცა ბიჭუნა ძალიან სუსტი იყო და 1705 წელს გარდაიცვალა. [15]1707 წელს მარიამ მეორე ვაჟი გააჩინა, ხოლო 1710 წელს მესამე ვაჟი. თუმცა წითურის ეპიდემიას მისი უფროსი ვაჟი ემსხვერპლა, უმცროსი კი გადარჩა და საფრანგეთის მეფე ლუი XV გახდა

საფრანგეთის დოფინი

მარია ადელაიდა სავოიელი თავის ვაჟთან ლუი XV-თან ერთად

1711 წლის აპრილის დასაწყისში გარდაიცვალა საფრანგეთის დოფინი, მარია ადელაიდას მამამთილი ლუი დე ბურბონი.[16] აქედან მოყოლებული დოფინი მარია ადელაიდა და მისი ქმარი გახდნენ. იგი საფრანგეთში გავრცელებულ ეპიდემიას ემსხვერპლა.

ეპიდემიისგან თავდასაცავად სამეფო ოჯახი ვერსალიდან ფონტენბლოში გადასახლდა. 1712 წლის თებერვალში მარია ადელაიდა ფონტენბლოში წითურით დაავადდა. [17]იქიდან გამომდინარე, რომ ეს დაავადება მაშინ განუკურნებელი იყო, 26 წლის მარია ადელაიდა სავოიელი წითურისგან გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ ლუი XIV-მ განაცხადა, რომ იგი ყველაზე მეტად უყვარდა თავისი დედის, ანა ავსტრიელის შემდეგ. ინფექციის თავიდან ასაცილებლად სამეფო ოჯახი მარლიში გადავიდა. მარია ადელაიდას გარდაცვალებიდან 6 დღეში, ასევე წითურით გარდაიცვალა მისი ქმარით, ამიტომაც დოფინი მათი 2 წლის ვაჟი გახდა. მისი ვაჟი შემდეგში საფრანგეთის მეფე ლუი XV გახდა, რომელმაც თავის ერთ-ერთ ქალიშვილს მარია ადელაიდა დაარქვა დედის პატივსაცემად. [18]

შვილები

  • ლუი (დ. 25 ივნისი 1704 - გ. 13 აპრილი 1705), ბრეტანის ჰერცოგი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  • ლუი (დ. 8 იანვარი 1707 - გ. 8 მარტი 1712), ბრეტანის ჰერცოგი და საფრანგეთის დოფინი, გარდაიცვალა წითურათი, მცირეწლოვანი;
  • ლუი XV (დ. 15 თებერვალი 1710 - 10 მაისი 1774), საფრანგეთის მეფე, პირველად დანიშნული იყო მარიანა ვიქტორია ესპანელზე, შემდეგ კი ცოლად შეირთო პოლონეთისა და ლიტვის პრინცესა მარია ლეშჩინსკა.

ლიტერატურა

  • Fraser, Antonia (2006). Love and Louis XIV; The Women in the Life of the Sun King. London: Anchor Books.
  • Mitford, Nancy (1966). The Sun King. London: Penguin Publishing.
  • Symcox, Geoffrey (1983). Victor Amadeus II: absolutism in the Savoyard State, 1675-1730. University of California Press.
  • Williams, H. Noel (1909). A Rose of Savoy, Marie Adelaide of Savoy, duchesse de Bourgogne, Mother of Louis XV. New York: Charles Scribner's Sons.

სქოლიო

  1. Fraser 2006, p. 244.
  2. Symcox 1983, p. 79.
  3. Williams 1909, p. 34.
  4. 4.0 4.1 Williams 1909, p. 35.
  5. Williams 1909, p. 37.
  6. Symcox 1983, p. 116.
  7. Williams 1909, p. 59.
  8. Williams 1909, p. 55.
  9. Mitford 1966, p. 192.
  10. Fraser 2006, p. 248.
  11. Fraser 2006, p. 295.
  12. Mitford 1966, p. 210.
  13. Fraser 2006, p. 238.
  14. Mitford 1966, p. 219.
  15. Mitford 1966, p. 209.
  16. Mitford 1966, p. 226.
  17. Williams 1909, p. 452.
  18. Mitford 1966, p. 231.