გიგა ჯაფარიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
{{ვიკიფიცირება}}
{{ვიკიფიცირება}}
'''გიგა შალვას ძე ჯაფარიძე''' (დ. [[29 მაისი]], [[1924]], [[ონი]]), ქართველი მსახიობი, რეჟისორი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1980). ჯაფარიძის ინიციატივით პირველად საქართველოში გაიხსნა სახალხო თეატრი [[ამბროლაური|ამბროლაურში]] (1959).
'''გიგა შალვას ძე ჯაფარიძე''' (დ. [[29 მაისი]], [[1924]], [[ონი]] — გ. ნოემბერი, [[2003]]) — ქართველი მსახიობი, რეჟისორი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1980). ჯაფარიძის ინიციატივით პირველად საქართველოში გაიხსნა სახალხო თეატრი [[ამბროლაური|ამბროლაურში]] (1959).


==ბიოგრაფია==
==ბიოგრაფია==
დაიბადა შალვა და ქეთევან ჯაფარიძეების სახელოვან ოჯახში. თხუთმეტი წლის გიგა სასწავლებლად თბილისში გაემგზავრა და თბილისის საამშენებლო-არქიტექტურულ ტექნიკუმში ჩაირიცხა. სამწუხაროდ, უსახსრობის გამო გიგამ ვერ შეძლო დაესრულებია სწავლა და იგი უკან, ონში დაბრუნდა. სარაიონო კულტურის სახლში მან ჩამოაყალიბა აგიტ-მხატვრული ბრიგადა. გიგა თანამოაზრეებთან ერთად დადიოდა სოფელ-სოფელ და გლეხობას თეატრის მადლს სცხებდა. გიგამ საშუალო სკოლა წარჩინებით დაასრულა და სწავლა კვლავ თბილისში კინო-სტუდიასთან არსებულ კინო-სამსახიობო ფაკულტეტზე განაგრძო (მოსკოვის კინო-მსახიობთა ინსტიტუტის ფილიალი ).
დაიბადა შალვა და ქეთევან ჯაფარიძეების ოჯახში. თხუთმეტი წლის გიგა სასწავლებლად თბილისში გაემგზავრა და თბილისის საამშენებლო-არქიტექტურულ ტექნიკუმში ჩაირიცხა. სამწუხაროდ, უსახსრობის გამო გიგამ ვერ შეძლო დაესრულებია სწავლა და იგი უკან, ონში დაბრუნდა. სარაიონო კულტურის სახლში მან ჩამოაყალიბა აგიტ-მხატვრული ბრიგადა. გიგა თანამოაზრეებთან ერთად დადიოდა სოფელ-სოფელ და გლეხობას თეატრის მადლს სცხებდა. გიგამ საშუალო სკოლა წარჩინებით დაასრულა და სწავლა კვლავ თბილისში კინო-სტუდიასთან არსებულ კინო-სამსახიობო ფაკულტეტზე განაგრძო (მოსკოვის კინო-მსახიობთა ინსტიტუტის ფილიალი ).


გიგამ სერიოზული თეატრალური მოღვაწეობა [[ამბროლაურის თეატრი]]ს სცენაზე დაიწყო. სწორედ, მისი რეჟისორობის პერიოდში ამბროლაურის თეატრს „სახალხოს“ წოდება მიენიჭა. რამდენიმე წლის შემდეგ გიგა მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა.
გიგამ სერიოზული თეატრალური მოღვაწეობა [[ამბროლაურის თეატრი]]ს სცენაზე დაიწყო. სწორედ, მისი რეჟისორობის პერიოდში ამბროლაურის თეატრს „სახალხოს“ წოდება მიენიჭა. რამდენიმე წლის შემდეგ გიგა მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა.
ხაზი 40: ხაზი 40:
{{DEFAULTSORT:ჯაფარიძე, გიგა}}
{{DEFAULTSORT:ჯაფარიძე, გიგა}}
[[კატეგორია:ქართველი მსახიობები]]
[[კატეგორია:ქართველი მსახიობები]]
[[კატეგორია:დაბადებული 29 მაისი]]
[[კატეგორია:დაბადებული 1924]]
[[კატეგორია:დაბადებული 1924]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 2003]]
[[კატეგორია:ქართველი რეჟისორები]]
[[კატეგორია:ქართველი რეჟისორები]]
[[კატეგორია:ონის მუნიციპალიტეტში დაბადებულები]]
[[კატეგორია:ონის მუნიციპალიტეტში დაბადებულები]]

08:43, 1 ივნისი 2018-ის ვერსია

გიგა შალვას ძე ჯაფარიძე (დ. 29 მაისი, 1924, ონი — გ. ნოემბერი, 2003) — ქართველი მსახიობი, რეჟისორი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1980). ჯაფარიძის ინიციატივით პირველად საქართველოში გაიხსნა სახალხო თეატრი ამბროლაურში (1959).

ბიოგრაფია

დაიბადა შალვა და ქეთევან ჯაფარიძეების ოჯახში. თხუთმეტი წლის გიგა სასწავლებლად თბილისში გაემგზავრა და თბილისის საამშენებლო-არქიტექტურულ ტექნიკუმში ჩაირიცხა. სამწუხაროდ, უსახსრობის გამო გიგამ ვერ შეძლო დაესრულებია სწავლა და იგი უკან, ონში დაბრუნდა. სარაიონო კულტურის სახლში მან ჩამოაყალიბა აგიტ-მხატვრული ბრიგადა. გიგა თანამოაზრეებთან ერთად დადიოდა სოფელ-სოფელ და გლეხობას თეატრის მადლს სცხებდა. გიგამ საშუალო სკოლა წარჩინებით დაასრულა და სწავლა კვლავ თბილისში კინო-სტუდიასთან არსებულ კინო-სამსახიობო ფაკულტეტზე განაგრძო (მოსკოვის კინო-მსახიობთა ინსტიტუტის ფილიალი ).

გიგამ სერიოზული თეატრალური მოღვაწეობა ამბროლაურის თეატრის სცენაზე დაიწყო. სწორედ, მისი რეჟისორობის პერიოდში ამბროლაურის თეატრს „სახალხოს“ წოდება მიენიჭა. რამდენიმე წლის შემდეგ გიგა მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა. გიგას ირგვლივ გაერთიანდა ონის საზოგადოების, ახალგაზრდობის საუკეთესო ნაწილი, რომელთა ერთგულებითაც გიგა დღესასწაულებს ქმნიდა ონის სახალხო თეატრის სცენაზე. მას არ ჰყოლია მხატვარი, კომპოზიტორი, ან სცენის მუშა.საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} ! იგი ყველა მისიას თავის თავზე იღებდა და შედეგიც განუმეორებელი იყო.

შემოქმედება

სახალხო ონის სცენაზე გიგამ 200-მდე სპექტაკლი განახორციელდა. მათგან განუმეორებელი და დაუვიწყარია: დ. კასრაძის “სამშობლო”, აკ.გეწაძის “სისხლის ცრემლები”, ფიგეირედოს “მელა და ყურძენი”, შექსპირის “ოიდიპოს მეფე” და “მეფე ლირი”, “ჰამლეტი”, რ. ჯაფარიძის “ჯარიკაცის ქვრივი”, დარასელის “კიკვიძე”,საკუთარ სცენარზე შექმნილი სპექტაკლები: ”ვაჟა ფშაველა”, “ღატაკი მილიონერი”,, “ძმები” და სხვა მრავალი. ამათგან საეტაპო აღმოჩნდა : “სამშობლო”, “აფროდიტეს კუნძული”, “ღატაკიმილიონერი”, “ამქვეყნიური სამოთხე”, “უდანაშაულო დამნაშავე””, “გიორნი მესამე””, “მოკვეთილი” და სხვა. ამ სპექტაკლებმა თეატრის კრიტიკოსთა განსაკუთრებული შეფასებები დაიმსახურა. მათზე იწერებოდა რეცენზიები პრესაში, საუბრობდნენ რადიოთი.

სპექტაკლებმა მთელი საქართველო მოიარა და მის საზღვრებსაც გასცდა. მოღვაწეობის ბოლო წლებში ონის და ამბროლაურის თეატრებთან ერთად მან წარმატებით მოიარა ლიტვის და ლატვიის თეატრალური ფესტივალები.

თვით გიგა ამ სპექტაკებში დაუვიწყარ სცენურ სახეებს ქმნიდა: ბარათაშვილი, ჰამლეტი, ლირი, რუსთაველი, ბახვა, ვაჟა, ეზოპე, ოიდიპოსი, კიკვიძე, ლევან ხიმშიაშვილი და კიდევ სხვა მრავალი.

ამ სპექტაკლებში გიგა პარტნიორებად ცნობილ ქართველ მსახიობებსაც იწვევდა: მედეა ჯაფარიძე “ანა კარენინასა “ და “ურიელ აკოსტაში”; ვასილ გოძიაშვილი “მაია წყნეთელში”, დოდო ჭიჭინაძე “მეფე ერეკლეში” და სხვა მრავალი.

მას სხვა თეატრებიც იწვევდნენ, როგორც რეჟისორს. საქართველოს ტელევიზია დღესაც ხშირად აჩვენებს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე გიგას ხორცშესხმულ სპექტაკლს “მუნჯები ალაპარაკდნენ”.

გიგა არამარტო სპექტაკლებს, არამედ დიდი სახალხო დღესასწაულების დამდგმელი რეჟისორიც იყო. დაუვიწყარ მოგონებად რჩება უჩა ჯაფარიძის და ირაკლი აბაშიძის სტუმრობა ქალაქ ონში, რუსთაველის საიუბილეო წლისთავისადმი მიძღვნილი სანახაობა ონის სანახებში, თბილისში ვაკის პარკში 9 მაისისადმი მიძღვნილი გრანდიოზული სანახაობა, მასწავლებელთა ყრილობისათვის ჩატარებული დღესასწაული და სხვა მრავალი. ყველა ეს სანახაობა გიგას ჩვეული დახვეწილობით და ორიგინალური გადაწყვეტებით გამოირჩეოდა, სწორედ ამიტომაც იწვევდნენ დედაქალაქში.

მისი კიდევ ერთი დიდ მადლია ის, რომ დღეს რაჭული საკრავი სტვირი ცოცხალია. გიგამ დროულად იგრძნო სტვირის გადაშენების საშიშროება . იგი ესტუმრა ლუკია მესტვირეს და ისწავლა მისაგან სტვირზე დაკვრა. გიგა ამის შემდგომ ხშირად გამოდიოდა სახალხო დღესასწაულებზე სტვირით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გიგა ჯაფარიძე იყო პირველი თოვლის ბაბუა ახალ წელს საქართველოში, რომელიც საქართველოს ტელევიზიით გამოჩნდა.

შემდგომში სტვირი გიგამ თავის უმცროს ძმას-შალვას ასწავლა, რომელმაც კიდევ უფრო პოპულარული გახადა სტვირი და მრავალი მოწაფეც აღზარდა. საზღვარგარეთ - გერმანიაში ასწავლიდა სტვირის ხელოვნებას გიგას ვაჟი-მერაბიც. სტვირი დღესაც ცოცხლობს და ეს ბატონი გიგას დიდი დამსახურებაა.

იგი არის მრავალი ლექსისა და სიმღერის ავტორი. თვით გიგა საოცარო მგზნებარებით კითხულობდა საკუთარ ლექსებს. დაუვიწყარია მისი “ჰიმნი დედაქალაქს”, “სამშობლო” და სხა რამდენი. სიცოცხლის ბოლო წლებში გამოიცა მისი ლექსების კრებული- “ხარჯიხვთა კვეთების დღე”, რომელშიც გიგას საუკეთესო ლექსები შევიდა.

საქართველოს ტელეფილმების სტუდიამ ლერი სიხარულიძის რეჟისორობით გადაიღო ფილმი ბატონ გიგაზე - “სახალხო არტისტი”.

ამ წლებში ბატონ გელა ჭიჭინაძის თანადგომით ბატონმა გიგამ თანამოაზრეებთან ერთად შექმნა თეატრალური სახელოსნო, რომელსაც “თეატრინი “ უწოდა.

ჯილდოები

გიგა ჯაფარიძე მფლობელია მრავალი ჯილდოსი, მედლისა თუ ორდენის, მათ შორი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ბატონი გიგა “ღირსების ორდენსა” და “ივანე ჯავახიშვილის” დიდ ოქროს მედალს ანიჭებდა.

გარდაცვალება

მისი აღსასრულიც ისეთივე საოცარი აღმოჩნდა , როგორც მთელი მისი ცხოვრება. დიდების მწვერვალზე მყოფი, ამბროლაურის სახალხო თეატრის სპექტაკლ “იქმენინ საქართველოს” პრემიერის შემდეგ გარდაიცვალა...გარდაიცვალა და თან წაიღო მადლი მშობელი ხალხისა.