ტვიში (ღვინო): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
დაემატა კატეგორია:ქართული ღვინო გაჯეტ HotCat-ით
ხაზი 15: ხაზი 15:


[[კატეგორია:ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები საქართველოში]]
[[კატეგორია:ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები საქართველოში]]
[[კატეგორია:ქართული ღვინო]]

18:50, 27 მაისი 2018-ის ვერსია

ტვიშიადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი ნახევრადტკბილი ღვინო. იგი მზადდება ცოლიკოურის ჯიშის ყურძნისაგან, ტკბილის არასრული დადუღებით.

ღვინო „ტვიში“ ხასიათდება ღია ჩალისფერიდან ჩალისფერამდე შეფერვით, ნაზი ჰარმონიული გემოთი, ხილის ტონებით, ჯიშური არომატით და სასიამოვნო სიტკბოთი.

ღვინო „ტვიშის“ მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 10,-11,5%-ს, შაქრების მასური კონცენტრაცია — არა უმეტეს 30-50 გ/დმ³, ტიტრული მჟავიანობა – 5,5-7,0 გ/დმ³, აქროლადი მჟავიანობა — არა უმეტეს 1,0 გ/დმ³, დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია — არა ნაკლებ 16 გ/დმ³.

„ტვიშის“ სპეციფიკური ზონის ფართობი შეადგენს დაახლოებით 15 კმ².

მევენახეობის სპეციფიკური ზონა „ტვიში“ მდებარეობს ლეჩხუმში, ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპირო ზოლში; ჩრდილო განედის 42031׀ და აღმოსავლეთ გრძედის 42054׀კოორდინატებზე, ზღვის დონიდან 435 მ სიმაღლეზე. სპეციფიკური ზონა მოიცავს რაჭის ქედის უკიდურესი დასავლეთი დაბოლოებისა და ხვამლის მასივის აღმოსავლეთ დაქანებებს. იგი მოიცავს სოფლებს ტვიშსა და ალპანას.

რესურსები ინტერნეტში