23-ე ბრიგადა (აფხაზეთი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
'''23-ე მექანიზებული ბრიგადა''' — [[საქართველოს შეიარაღებული ძალები]]-ს მეორე საარმიო კორპუსის ძირითადი სამხედრო ძალა, რომელიც ყველაზე ორგანიზებულ და ძლიერ თავდაცვით ზღუდეს ქმნიდა სოხუმის დასაცავად [[აფხაზეთის ომი (1992-1993)|აფხაზეთის ომის]] დასაწყისიდან დასასრულამდე.
'''23-ე მექანიზებული ბრიგადა''' — [[საქართველოს შეიარაღებული ძალები]]ს მეორე საარმიო კორპუსის ძირითადი სამხედრო ძალა, რომელიც ყველაზე ორგანიზებულ და ძლიერ თავდაცვით ზღუდეს ქმნიდა [[სოხუმი]]ს დასაცავად [[აფხაზეთის ომი (1992-1993)|აფხაზეთის ომის]] დასაწყისიდან დასასრულამდე.


== შექმნა ==
== შექმნა ==
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებისთანავე, [[1992]] წელს, გენო ადამიამ დაიწყო მოხალისეთა შეგროვება ქალაქის მოსალოდნელი აგრესიისაგან დაცვის მიზნით. ძირითადად სოხუმიდან და მისი რაიონის სოფლებიდან. პირველ ეტაპზე ჩამოყალიბდა ბრიგადის წამყვანი ძალა სოხუმის პირველი ბატალიონი, რომელიც [[აჩადარა|აჩადარას]] ხიდთან განლაგდა. ბრიგადის ბატალიონები უკვე ნოემმბრის ბოლოსთვის გუმისთის მთელს ფრონტზე განლაგდნენ. მათი უმრავლესობა შეივსო ადგილობრივი მოხალისეებისაგან [[სოხუმი|სოხუმიდან]], [[ლინდავა|ლინდავიდან]], კელასურიდან, ჩამბიდან, ოქტომბრიდან, კამანიდან და სოხუმის რაიონის სხვა სოფლებიდან. მოგვიანებით ბრიგადას შეუერთდა რუთავის ბატალიონი. 1993 წლის იანვრისთვის ბრიგადა სოხუმის დაცვის უმნიშვნელოვანეს ძალას წარმოადგენდა.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებისთანავე, [[1992]] წელს, [[გენო ადამია]]მ დაიწყო მოხალისეთა შეგროვება ქალაქის მოსალოდნელი აგრესიისაგან დაცვის მიზნით. ძირითადად სოხუმიდან და მისი რაიონის სოფლებიდან. პირველ ეტაპზე ჩამოყალიბდა ბრიგადის წამყვანი ძალა სოხუმის პირველი ბატალიონი, რომელიც [[აჩადარა|აჩადარას]] ხიდთან განლაგდა. ბრიგადის ბატალიონები უკვე ნოემმბრის ბოლოსთვის [[გუმისთა (სოხუმის მუნიციპალიტეტი)|გუმისთის]] მთელს ფრონტზე განლაგდნენ. მათი უმრავლესობა შეივსო ადგილობრივი მოხალისეებისაგან [[სოხუმი|სოხუმიდან]], [[ლინდავა|ლინდავიდან]], კელასურიდან, ჩამბიდან, ოქტომბრიდან, კამანიდან და სოხუმის რაიონის სხვა სოფლებიდან. მოგვიანებით ბრიგადას შეუერთდა რუთავის ბატალიონი. 1993 წლის იანვრისთვის ბრიგადა სოხუმის დაცვის უმნიშვნელოვანეს ძალას წარმოადგენდა.


== შემადგენლობა ==
== შემადგენლობა ==
ხაზი 29: ხაზი 29:


== ლიტერატურა ==
== ლიტერატურა ==

* ენციკლოპედია [[საქართველო (ენციკლოპედია)|„საქართველო“]]: ტ.I, გვ.48 თბ., 1997
* ენციკლოპედია [[საქართველო (ენციკლოპედია)|„საქართველო“]]: ტ.I, გვ.48 თბ., 1997
* ''ვახტანგ ყოლბაია, დავით ლაცუზბაია, რაფიელ გელანტია, თეიმურაზ ჭახრაკია''. აფხაზეთის ლაბირინთი. თბილისი, 1999.
* ვახტანგ ყოლბაია, დავით ლაცუზბაია, რაფიელ გელანტია, თეიმურაზ ჭახრაკია. „აფხაზეთის ლაბირინთი“. თბილისი, 1999.


== წყაროები ==
== წყაროები ==

* [[საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი|საზოგადოებრივი არხის]] 2006 წელს გადაღებულ დოკუმენტური ფილმი „როგორ დაეცა სოხუმი“. ავტორი მიხეილ ბასილაძე. რეჟისორი: ლევან ახობაძე. თარიღი: 2006.
* [[საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი|საზოგადოებრივი არხის]] 2006 წელს გადაღებულ დოკუმენტური ფილმი „როგორ დაეცა სოხუმი“. ავტორი მიხეილ ბასილაძე. რეჟისორი: ლევან ახობაძე. თარიღი: 2006.
* [[რუსთავი 2|რუსთავი 2-ის]] 2013 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმი „სოხუმის უკანასკნელი დღე“. ავტორი [[თომა ჩაგელიშვილი]]
* [[რუსთავი 2|რუსთავი 2-ის]] 2013 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმი „სოხუმის უკანასკნელი დღე“. ავტორი [[თომა ჩაგელიშვილი]]
ხაზი 40: ხაზი 38:


== რესურსები ინტერნეტში ==
== რესურსები ინტერნეტში ==

* გენო ადამია — [[ბიოგრაფიული ლექსიკონი]]
* ერთი ბრძოლის ისტორია
* ერთი ბრძოლის ისტორია
* დაუვიწყარი ბრძლის დავიწყებული გმირები
* [https://www.radiotavisupleba.ge/a/24519688.html დაუვიწყარი ბრძლის დავიწყებული გმირები] — რადიო თავისუფლება


[[კატეგორია:აფხაზეთის კონფლიქტი]]
[[კატეგორია:აფხაზეთის კონფლიქტი]]

10:11, 17 მაისი 2018-ის ვერსია

23-ე მექანიზებული ბრიგადასაქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე საარმიო კორპუსის ძირითადი სამხედრო ძალა, რომელიც ყველაზე ორგანიზებულ და ძლიერ თავდაცვით ზღუდეს ქმნიდა სოხუმის დასაცავად აფხაზეთის ომის დასაწყისიდან დასასრულამდე.

შექმნა

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებისთანავე, 1992 წელს, გენო ადამიამ დაიწყო მოხალისეთა შეგროვება ქალაქის მოსალოდნელი აგრესიისაგან დაცვის მიზნით. ძირითადად სოხუმიდან და მისი რაიონის სოფლებიდან. პირველ ეტაპზე ჩამოყალიბდა ბრიგადის წამყვანი ძალა სოხუმის პირველი ბატალიონი, რომელიც აჩადარას ხიდთან განლაგდა. ბრიგადის ბატალიონები უკვე ნოემმბრის ბოლოსთვის გუმისთის მთელს ფრონტზე განლაგდნენ. მათი უმრავლესობა შეივსო ადგილობრივი მოხალისეებისაგან სოხუმიდან, ლინდავიდან, კელასურიდან, ჩამბიდან, ოქტომბრიდან, კამანიდან და სოხუმის რაიონის სხვა სოფლებიდან. მოგვიანებით ბრიგადას შეუერთდა რუთავის ბატალიონი. 1993 წლის იანვრისთვის ბრიგადა სოხუმის დაცვის უმნიშვნელოვანეს ძალას წარმოადგენდა.

შემადგენლობა

ბატლაიონის ძირითადი ნაწილი ადგილობრივი მოხალისეებისაგან შედგებოდა. სოხუმის რაიონის სოფლებიდან. მასში სულ შედიოდა ოთხი სრული და სამი არასრული ბატლაიონი.

  • I ბატალიონი — წარმოადგენდა ბრიგადის ყველაზე ძლიერ ბატალიონს, რომელიც ფრონტის ჩრდ. ნაწილში იყო განლაგებული. მას ევალებოდა აჩადარას ხიდის და სოხუმში შემავალი ახალი მაგისტრალის დაცვა. ბატალიონს მეთაურობდა დავით ღვინჯილია. პირველ ასეულს კი რევაზ კოპალიანი. ბატალიონმა სოხუმის დაცვით ყველა ბრძლაში მიიღო მონაწილეობა და ღირსეულად შეასრულა საკუთარი მოვალეობა.
  • II ბატალიონი — ძირითადად დაკომპლექტებული იყო სოხუმელი და რუსთაველი მოხალისეებისაგან. იგი სოხუმის დაცვითი ხაზის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენდა.
  • III ბატალიონი — ძირითადად დაკომპლექტებული იყო ადგილობრივი სვანური მოსახლეობისაგან. წარმოადგენდა დაცვითი ხაზისცენტრალურ ნაწილს.
  • IVბატალიონი — დაკომპლექტებული იყო ძირითადად აღმ. საქართველოს მოხალისეებისაგან. წარმოადგენდა ბრიგადის რეზევრს და იდგა უშუალოდ ქალაქში.
  • VI ბატალიონი — პირველი ბატლაიონის მსგავსად წარმოადგენდა ფრონტის ერთ ერთი ყველაზე ცხელი წერტილის სარკინიგზო ხიდის დამცველ ბატლაიონს. ფრონტის უკიდეურეს სამხრეთი ფრონტის დამცველს. მეექვსე ბატალიონმა ერთ ერთი უმძიმესი დარტყმა მიიღო ომის მანლზე სოხუმის დაცვის ბრძოლზებში და ღირსეულად სეასრულა საკუთარი მოვალეობა. ბატალიონს მეთაურობდა ვიცე პოლკოვნიკი თემურ ზარანდია.
  • კამანის ბატალიონი — წარმოადგენდა ბატალიონის უკიდურეს ჩრდ. ით არებულ ბატლაიონს რომელიც იცავდა სოფელ კამანს და სოხუმის ჩრდ. ით არსებულ სტრატეგიული სიმაღლეების ნაწილს. ბატალიონი განადგურდა სეპარატისტებთან ბრძოლაში. მისი მეთაური იყო ზაზა პაკელიანი.

ბრიგადას სარეზერვო დახმარებას უწევდა სოხუმის სამხედრო პოლიცია.

ბრიგადის შემადგენლობის რაოდენობა მერყეობდა 1900 ჯარისკაცამდე.

ბრძოლები

ბრიგადამ მონაწილეობა მიღო აფხაზეთის ომის ყველაზე სისხლისმღვრელ გუმისთის ბრძოლაში სადაც ფაქტობრივად ერთადერთ თავდაცვით ორგანიზებულ ზღუდეს წარმოადგენდა. გმირული წინაამღდეგობის და შესაშური ორგანიზებულობის წყალობით ბრიგადამ შეძლო ბევრად მრავალრიცხოვანი მტრის არამარტო შეჩერება არამედ მისი სრული დეორგანიზება. ყველაზე დიდი დარტყმა პირველმა და მეექვსე ბატალიონებმა მიიღეს. თვითმხილველები როგორც მოწინაამღდეგის ასევე ჩვენი მხრიდან აღნიშნავდნენ რომ მსგავსი ჯოჯოხეთი ბრძლაში არც კი წარმოედგინათ.

ბრიგადის ნაწილებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს კინდღის ბრძოლებში, სოხუმის სიმაღლეების შტურმში, ოპერაცია "სოხუმის ფარში" სადაც დამრტყმელ ძალას პირველი ბატალიონი წარმოადგენდა. ასევე დესანტის გასანადგურებელ ოპერაციებში.

სოჭის შეთანხმების შემდეგ სოხუმიდან არტილერია და მძიმე მექნიკა მთიანად ფოთში გაიტანეს. სოხუმში მხოლოდ გამოცდილი ბატლაიონები დატოვეს და გადააკეთეს ე.წ. "შინაგან ჯარად". 23-ე ბრიგადიდან ასეთები იყვნენ პირველი, მეექვსე და მესამე ბატალიონები. ჯარიკაცები ძირითადად ავტომატური შაშხანების ამარა დარჩნენ მზარდი მტრის წინაამღდეგ. სეპარატისტების მიერ ზავის დარღვევის მომენტში ბრიგადა და ფრონტი ფაქტობრივად დეორგანიზებული იყო ქართული მხარის მეამიტური მოქმედებების გამო. ამიტომაც სოხუმზე შეტევისას ბრიგადის ბატალიონების უმრავლესობამ მოულოდნელი დარტყმები მიიღო გუმისთის ფრონტზე. თუმცა მათ ქალაქის დაცემამდე 27 სექტემბრამდე არ დათმეს პოზიციები. პირველი ბატალიონი კი რომელიც აჩადარასთან ტექნიკის გარეშე იდგა და მტრის მასიურ შეტევას რესურსების გარეშე ოთხ დღეს უძლებდა უკან დაიხია და სოფელ ლინდავაში გამაგრდა. ბატალიონი აგრძელებდა ბრძოლას სეპარატისტების წინაამღდეგ. 24 სექტემბერს ამავე სოფელში მოხდა დიდი შეტაკება რომელსაც მისი მიწასთან გასწორება მოყვა. პირველმა ბატალიონმა უკან დაიხია და სოფელ კელასურში გამაგრდა სადაც ქალაქში შემავალ ბატალიონებს 27 სექტემბერამდე ებრძოდა. ბრიგადის მეთაურმა გენო ადმაიამ 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის შემდეგაც უარი თქვა დანებებაზე და დამხმარე ძალებით ქალაქში შეღწევა სცადა და სწორედ კელასურთან მომხდარ შეტაკებაში დაიღუპა. მეექვსე და მესამე ბატლაიონები კი დიდი დანაკარგით მაგრამ გმირული ბრძოლით დაბრუნდნენ სოხუმის ქუჩების ბრძლებიდან. ამის შემდეგ ბრიგადამ სვანეთის გავლით ჩააღწია ქუთაისამდე. ოფიციალურად მან 1994 წლამდე იარსება.

დღევანდელობა

დღეს 23-ე ბრიგადის ბევრი ვეტერანია ცოცხალი. ნაწილი სისხლიან შეტაკებებში დაიღუპა, ნაწილმა ომის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ხოლო არსებული ვეტერანები თითქმის საერთოდ არ განიცდიან ყურადღებას სახელმწიფოს მხრიდან. მათი დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველი და იძლებით გადაადგილებული პირია.

ლიტერატურა

  • ენციკლოპედია „საქართველო“: ტ.I, გვ.48 თბ., 1997
  • ვახტანგ ყოლბაია, დავით ლაცუზბაია, რაფიელ გელანტია, თეიმურაზ ჭახრაკია. „აფხაზეთის ლაბირინთი“. თბილისი, 1999.

წყაროები

რესურსები ინტერნეტში