23-ე ბრიგადა (აფხაზეთი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''23-ე მექანიზებული ბრიგადა''' — საქართველოს შეიარაღებული ძალ...
 
No edit summary
ხაზი 43: ხაზი 43:
* გენო ადამია — [[ბიოგრაფიული ლექსიკონი]]
* გენო ადამია — [[ბიოგრაფიული ლექსიკონი]]
* ერთი ბრძოლის ისტორია
* ერთი ბრძოლის ისტორია
* დაუვიწყარი ბრძლის დავიწყებული გმირები

[[კატეგორია:აფხაზეთის კონფლიქტი]]
[[კატეგორია:საქართველოს უახლესი ისტორია]]

17:57, 16 მაისი 2018-ის ვერსია

23-ე მექანიზებული ბრიგადასაქართველოს შეიარაღებული ძალები-ს მეორე საარმიო კორპუსის ძირითადი სამხედრო ძალა, რომელიც ყველაზე ორგანიზებულ და ძიერ თავდაცვით ზღუდეს ქმნიდა სოხუმის დასაცავად აფხაზეთის ომის დასაწყისიდან დასასრულამდე.

შექმნა

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებისთანავე, 1992 წელს, გენო ადამიამ დაიწყო მოხალისეთა შეგროვება ქალაქის მოსალოდნელი აგრესიისაგან დაცვის მიზნით. ძირითადად სოხუმიდან და მისი რაიონის სოფლებიდან. პირველ ეტაპზე ჩამოყალბდა ბრიგადის წამყვანი ძალა სოხუმის პირველი ბატლაიონი, რომელიც აჩადარასთან განლაგდა. ბრიგადის ბატალიონები უკვე ნოემმბრის ბოლოსთვის გუმისთის მთელს ფრონტზე განლაგდნენ. ბატალიონების უმრავლესობა შეივსო ადგილობრივი მოხალისეებისაგან რომელთა უმრავლესობა იყვნენ სოხუმიდან, ლინდავიდან, კელასურიდან, ჩამბიდან, ოქტომბრიდან, კამანიდან და სოხუმის რაიონის სხვა სოფლებიდან. მოგვიანებით ბრიგადას შეუერთდა რუთავის ბატალიონი. 1993 წლის იანვრისთვის ბრიგადა სოხუმის დაცვის უმნიშვნელოვანეს ძალას წარმოადგენდა.

შემადგენლობა

ბატლაიონის ძირითადი ნაწილი ადგილობრივი მოხალისეებისაგან შედგებოდა. ძირითადად სოხუმის რაიონის სოფლებიდან. მასში სულ შედიოდა ოთხი სრული და ოთხი არასრული ბატლაიონი.

  • I ბატალიონი — წარმოადგენდა ბრიგადის ყველაზე ძიერ ბატალიონს, რომელიც ფრონტის ჩრდ. ნაწილში იყო განლაგებული. მას ევალებოდა აჩადარას ხიდის და სოხუმში შემავალი ახალი მაგისტრალის დაცვა. ბატალიონს მეთაურობდა დავით ღვინჯილია. პირველ ასეულს კი რევაზ კოპალიანი. ბატალიონმა სოხუმის დაცვით ყველა ბრძლაში მიიღო მონაწილეობა. ბატალიონმა ღირსეულად შეასრულა საკუთარი მოვალეობა.
  • II ბატალიონი — ძირითადად დაკომპლექტებული იყო სოხუმელი და რუსთაველი მოხალისეებისაგან. იგი სოხუმის დაცვითი ხაზის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენდა.
  • III ბატალიონი — ძირითადად დაკომპლექტებული იყო ადგილობრივი სვანური მოსახლეობისაგან. წარმოადგენდა დაცვითი ხაზისცენტრალურ ნაწილს.
  • IVბატალიონი — დაკომპლექტებული იყო ძირითადად აღმ. საქართველოს მოხალისეებისაგან. წარმოადგენდა ბრიგადის რეზევრს და იდგა უშუალოდ ქალაქში.
  • VI ბატალიონი — პირველი ბატლაიონის მსგავსად წარმოადგენდა ფრონტის ერთ ერთი ყველაზე ცხელი წერტილის სარკინიგზო ხიდის დამცველ ბატლაიონს. ფრონტის უკიდეურეს სამხრეთი ფრონტის დამცველს. მეექვსე ბატალიონმა ერთ ერთი უმძიმესი დარტყმა მიიღო ომის მანლზე სოხუმის დაცვის ბრძოლზებში და ღირსეულად სეასრულა საკუთარი მოვალეობა. ბატალიონს მეთაურობდა ვიცე პოლკოვნიკი თემურ ზარანდია.
  • კამანის ბატალიონი — წარმოადგენდა ბატალიონის უკიდურეს ჩრდ. ით არებულ ბატლაიონს რომელიც იცავდა სოფელ კამანს და სოხუმის ჩრდ. ით არსებულ სტრატეგიული სიმაღლეების ნაწილს. ბატალიონი განადგურდა სეპარატისტებთან ბრძოლაში. მისი მეთაური იყო ზაზა პაკელიანი.

ბატალიონს სარეზერვო დახმარებას უწევდა სოხუმის სამხედრო პოლიცია.

მისი შემადგენლობის რაოდენობა მერყეობდა 1900 ჯარისკაცამდე.

ბრძოლები

ბრიგადამ მონაწილეობა მიღო აფხაზეთის ომის ყველაზე სისხლისმღვრელ გუმისთის ბრძოლაში სადაც ფაქტობრივად ერთადერთ თავდაცვით ორგანიზებულ ზღუდეს წარმოადგენდა. გმირული წინაამღდეგობის და შესაშური ორგანიზებულობის წყალობით ბრიგადამ შეძლო ბევრად მრავალრიცხოვანი მტრის არამარტო შეჩერება არამედ მისი სრული დეორგანიზება. ყველაზე დიდი დარტყმა ირველმა და მეექვსე ბატალიონებმა მიიღეს. თვითმხილველები როგორც მოწინაამღდეგის ასევე ჩვენი მხრიდან აღNიშნავდნენ რომ მსგავსი ჯოჯოხეთი ბევრ ბრძლაში არც კი წარმოედგინათ.

ბრიგადის ნაწილებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს კინდღის ბრძოლებში, სოხუმის სიაღლეების შტურმში, ოპერაცია "სოხუმის ფარში" სადაც დამრტყმელ ძალას პირველი ბატალიონი წარმოადგენდა. ასევე დესანტის გასანადგურებელ ოპერაციებში.

დაგომისის შეთანხმების შემდეგ სოხუმში მხოლოდ გამოცდილი ბატლაიონები დატოვეს და გადააკეთეს ე.წ. "შინაგან ჯარად". 23-ე ბრიგადიდან ასეთები იყვნენ პირველი, მეექვსე და მესამე ბატალიონები. სეპარატისტების მიერ ზავის დარღვევის მომენტში ბრიგადა და ფრონტი ფაქტობრივად დეორგანიზებული იყო ქართული მხარის მეამიტური მოქმედებების გამო. ამიტომაც სოხუმზე შეტევისას ბრიგადის ბატალიონების უმრავლესობამ მოულოდნელი დარტყმები მიიღო გუმისთის ფრონტზე. თმცა მათ ქალაქის დაცემამდე 27 სექტემბრამდე არ დათმეს პოზიციები. პირველი ბატალიონი კი რომელიც აჩადარასთან ტექნიკის გარეშე იდგა სოფელ ლინდავაში გამაგრდა და იქედან აგრძელებდა ბრძოლას სეპარატისტების წინაამღდეგ. 24 სექტემბერს ამავე სოფელში მოხდა დიდი შეტაკება რომელსაც მისი მიწასთან გასწორება მოყვა. პირველმა ბატალიონმა უკან დაიხია და სოფელ კელასურში გამაგრდა სადაც ქალაქში შემავალ ბატალიონებს 27 სექტემბერამდე ებრძოდა. ბრიგადის მეთაურმა გენო ადმაიამ 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის შემდეგაც უარი თქვა დანებებაზე და დამხმარე ძალებით ქალაქში შეღწევა სცადა და სწორედ კელასურთა მომხდარ შეტაკებაში დაიღუპა. სწორედ ამის შემდეგ ბრიგადამ სვანეთის გავლით ჩააღწია ქუთაისამდე. ოფიციალურად მან 1994 წლამდე იარსება.

დღევანდელობა

დღეს 23-ე ბრიგადის ბევრი ვეტერანია ცოცხალი. ნაწილი სისხლიან შეტაკებებში დაიღუპა, ნაწილმა ომის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ხოლო არსებული ვეტერანები თითქმის საერთოდ არ განიცდიან ყურადღებას სახელმწიფოს მხრიდან. მათი დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველი და იძლებით გადაადგილებული პირია.

ლიტერატურა

  • ენციკლოპედია „საქართველო“: ტ.I, გვ.48 თბ., 1997
  • ვახტანგ ყოლბაია, დავით ლაცუზბაია, რაფიელ გელანტია, თეიმურაზ ჭახრაკია. აფხაზეთის ლაბირინთი. თბილისი, 1999.

წყაროები

რესურსები ინტერნეტში