ვარსკვლავური გზა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 289: ხაზი 289:
fontsize:S
fontsize:S
textcolor:blue
textcolor:blue
pos:(04,112)
pos:(04,123)
text:XXIV
text:XXIV



23:27, 10 მაისი 2018-ის ვერსია

ვარსკვლავური გზა
შემქმნელი ჯინ როდენბერი
კინო და ტელევიზია
ფილმ(ებ)ი

ორიგინალური სერიის ფილმები

შემდეგი თაობის სერია

ახალი სერიის ფილმები

ტელესერიალები

ორიგინალური სერიალი (1966–69)

ორიგინალური სერიალის გაგრძელებები

ორიგინალური სერიალის წინამორბედი

ანიმაციური სერიალები ანიმაციური სერიალი (1973–74)

ვარსკვლავური გზა (ინგლ. Star Trek) — ამერიკული მედია-ფრენჩაიზი. იგი ეფუძნება ჯინ როდენბერის მიერ შექმნილ ორიგინალურ სერიალს, რომელიც პირველად ეთერში 1966 წელს გავიდა. 1979 წლიდან გამოჩნდა სრულმეტრაჟიანი ფილმებიც. დღეისთვის გადაღებულია 7 ტელესერიალი (მათ შორის ერთი — ანიმაციური) და 15 სრულმეტრაჟიანი ფილმი.

სერიალმა უდიდესი გავლენა მოახდინა უამრავი თანამედროვე ტექნოლოგიის დიზაინზე, როგორიც არის ჯიბის კომპიუტერი, მობილური ტელეფონი და დაფა-კომპიუტერები.

ვარსკვლავური გზა აღწერს მომავალს, რომელიც ერთი შეხედვით უტოპიურია. ამ მომავალში დედამიწა გაწევრიანებულია პლანეტების გაერთიანებულ ფედერაციაში. ამავდროულად, გალაკტიკის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ შეუსწავლელია.

ფრენჩაიზს ჰყავს მრავალი მოყვარული, რომლებიც საკუთარ თავს უწოდებენ „ტრეკერებს“ (ინგლ. trekker).

სატელევიზიო სერიალები

ვარსკვლავური გზა მოიცავს ექვს სატელევიზიო სერიალს:ორიგინალური სერიალი, ანიმაციური სერიალი, შემდეგი თაობა, ღრმა კოსმოსი 9, ვოიაჯერი და ენტერპრაიზი. ჯამში გადაღებულია 30 სეზონი და 726 სერია.

ორიგინალური სერიალი (1966—1969)

ვარსკვლავური გზა: ორიგინალური სერიალი (ინგლ. Star Trek: The Original Series) - პირველი სერიალი, რიმელმაც სათავე დაუდო „ვარსკვლავურ გზას“. შექმნილია ჯინ როდენბერის მიერ, პირველად ეთერში გავიდა 1966 წლის 8 სექტემბერს. სერიალი შედგება სამი სეზონისგან.

სერიალში მოქმედება მიმდინარეობს XXIII საუკუნეში (2264—2269 წლები) და მოგვითხრობს პლანეტების გაერთიანებული ფედერაციის კოსმოსურ ხომალდ USS Enterprise(NCC-1701)_ის ხუთწლიანი სამეცნიერო-კვლევითი მისიის შესახებ, კაპიტან ჯეიმზ კირკის მეთაურობით.

„ვარსკვლავური გზის“ სხვა სერიალებისგან განსხვავებით სერიალს არ ჰქონია საკუთარი დასახელება და შევიდა ისტორიაში როგორც ორიგინალური სერიალი (ინგლ. The Original Series, ST: TOS).

2006 წლის სექტემბერში „ორიგინალური სერიალი“ განახლებულ იქნა თანამედროვე კომპიუტერული სპეცეფექტებით[1].

ანიმაციური სერიალი (1973—1974)

ვარსკვლავური გზა: ანიმაციური სერიალი (ინგლ. Star Trek: The Animated Series) — ორიგინალური სერიალის მიხედვით შექმნილი ანიმაციური სერიალი, შედგება 2 სეზონისგან (22 სერია). ახმოვანებენ „ორიგინალური სერიალის“ მსახიობები. სცენარზე მუშაობდნენ იმ დროის ცნობილი ფანტასტიკოსები.

თავდაპირველად სერიალი გამოდიოდა სახელწოდებით:„ჯინ როდენბერის ვარსკვლავური გზის ანიმაციური თავგადასავლები“ (ინგლ. The Animated Adventures of Gene Roddenberry’s Star Trek), მაგრამ მოგვიანებით სახელი შეიცვალა და ისტორიაში შევიდა როგორც „ვარსკვლავური გზა: ანიმაციური სერიალი“ (ინგლ. Star Trek: The Animated Series, ST: TAS).

ფაზა II

ვარსკვლავური გზა: ფაზა 2 (ინგლ. Star Trek: Phase II) ჩაფიქრებული იყო კომპანია Paramount Television Network_ის მიერ. 1978 წელს მომზადდა საპილოტე ეპიზოდი და 12 სერიის სცენარი[2]. სცენარის თანახმად „ფაზა 2“ უნდა ყოფილიყო „ორიგინალური სერიალის“ გაგრძელება და უნდა მოეთხრო „ენტერპრაიზის“(ინგლ. USS Enterprise) კიდევ ერთი ხუთწლიანი მისიის შესახებ. ეკიპაჟი უნდა დარჩენილიყო უცვლელად, მხოლოდ სპოკის ნაცვლად (მსახიობმა ლეონარდ ნიმოიმ უარი თქვა მონაწილეობაზე) უნდა ყოფილიყო ვულკანელი კსონი (ინგლ. Xon)[2].

მაღალი რისკებისა და ვარსკვლავური ომების მზარდი პოპულარობის გამო ახალი სერიალის გადაღება შეჩერდა. მოგვიანებით ერთ-ერთი სერიის სცენარი გამოყენებული იქნა სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის „ვარსკვლავური გზა“ (ინგლ. Star Trek: The Motion Picture)[3], რამდენიმე სერია გამოიყენეს სერიალში „ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა“ (ინგლ. Star Trek: The Next Generation).

შემდეგი თაობა (1987—1994)

ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა (ინგლ. Star Trek: The Next Generation) შექმნილია ჯინ როდენბერის მიერ 1987 წელს. 1991 წლიდან, როდენბერის გარდაცვალების შემდეგ სერიალი გააგრძელა რიკ ბერმანმა. სერიალი შედგება 7 სეზონისგან (178 სერია).
მოქმედება ვითარდება XXIV საუკუნეში (2364—2370 წლები) — ორიგინალური სერიალიდან 100 წლის შემდეგ. სერიალი მოგვითხრობს კოსმოსურ ხომალდ „ენტერპრაიზ NCC-1701-D“_ს (ინგლ. USS Enterprise NCC-1701-D) მოგზაურობაზე, კაპიტან ჟან-ლუკ პიკარის მეთაურობით.

შემდეგი თაობა გახდა „ვარსკვლავური გზის“ ისტორიაში ყველაზე პოპულარული სერიალი. ნომინირებული იყო პრემიაზე ემი როგორც „საუკეთესო მხატვრული სერიალი“.

ღრმა კოსმოსი 9 (1993—1999)

ვარსკვლავური გზა: ღრმა კოსმოსი 9 (ინგლ. Star Trek: Deep Space Nine). შექმნილია 1993 წელს რიკ ბერმანის და მაიკლ პილერის მიერ. სერიალი შედგება 7 სეზონისგან (176 სერია). „ღრმა კოსმოსი 9“ გახდა პირველი სერიალი რომელიც შეიქმნა ჯინ როდენბერის მონაწილეობის გარეშე.

სერიალის მოქმედება ვითარდება 2369—2375 წლებში, კოსმოსურ სადგურზე „ღრმა კოსმოსი 9“ რომელიც განლაგებულია კოსმოსური ანომალიის - სივრცითი დერეფნის ახლოს რომლითაც შესაძლებელია გალაქტიკის სხვა კვადრანტში მოხვედრა. ამ ფაქტის გამო სადგურს გააჩნია უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა.

სერიალში მონაწილეობს რამდენიმე პერსონაჟი „შემდეგი თაობიდან“.

ვოიაჯერი (1995—2001)

ვარსკვლავური გზა: ვოიაჯერი (ინგლ. Star Trek: Voyager) გამოვიდა ეკრანებზე 1995 წლის 16 იანვარს. ავტორები — რიკ ბერმანი, მაიკლ პილერი და ჯერი ტეილორი. სერიალი შედგება შვიდი სეზონისგან (172 სერია). მოქმედება მიმდინარეობს 2371—2377 წლებში.

ფედერაციის კოსმოსური ხომალდი „ვოიაჯერი“ (ინგლ. USS Voyager) 70 ათასი სინათლის წლის მანძილზე დედამიწიდან. სახლში დასაბრუნებლად „ვოიაჯერს“ დასჭირდება 70-75 წელი (მაქსიმალურ სიჩქარეზე). სერიალი მოგვითხრობს თავგადასავლებს რომლებიც გადახდება „ვოიაჯერის“ ეკიპაჟს სახლში დაბრუნებისას.

ენტერპრაიზი (2001—2005)

ვარსკვლავური გზა: ენტერპრაიზი (ინგლ. Star Trek: Enterprise) გამოვიდა ეკრანებზე 2001 წელს, შეიცავს ოთხ სეზონს (94 სერია). ავტორები - რიკ ბერმანი და ბრენ ბრაგა.

მოქმედება ვითარდება 2151 წელს, ორიგინალურ სერიალში აღწერილ მოვლენებამდე 100 წლით ადრე.

სერიალო მოგვითხრობს დედამიწელთა კოსმოსური ხომალდის „Enterprise NX-01“ მოგზაურობაზე. კაცობრიობა მხოლოდ ახლა იწყებს კოსმოსის შესწავლას. „ენტერპრაიზი“ კაპიტან ჯონათან არჩერის მეთაურობით ასრულებს დედამიწელთა პირველ სამეცნიერო-კვლევით მისიას შორეულ კოსმოსში.

დისქავერი (2017-)

ვარსკვლავური გზა: დისქავერის (ინგლ. Star Trek: Discovery) პრემიერა შედგა 2017 წლის 24 სექტემბერს[4], მოქმედება ვითარდება ორიგინალურ სერიალში აღწერილ მოვლენებამდე 10 წლით ადრე[5] და აღწერს კოსმოსურ ხომალდ „დისქავერის“ (USS Discovery NCC-1031) თავგადასავლებს კაპიტან გაბრიელ ლორკის და კაპიტან-ლეიტენანტ მაიკლ ბერნემის მეთაურობით. პირველ სეზონში კლინგონი ტ’კუვმა ცდილობს კლინგონთა 24 სახლის გაერთიანება, რის შედეგადაც იწყება ომი კლინგონებსა და ფედერაციას შორის.

მხატვრული ფილმები

ნომერი სათაური გამოსვლის თარიღი
1 ვარსკვლავური გზა 7 დეკემბერი, 1979
2 ხანის რისხვა 4 ივნისი, 1982
3 სპოკის ძიება 1 ივნისი, 1984
4 გზა შინისაკენ 26 ნოემბერი, 1986
5 უკანასკნელი ზღვარი 9 ივნისი, 1989
6 აღმოუჩენელი ქვეყანა 6 დეკემბერი, 1991
7 თაობები 18 ნოემბერი, 1994
8 პირველი კონტაქტი 22 ნოემბერი, 1996
9 აჯანყება 11 დეკემბერი, 1998
10 შურისგება 13 დეკემბერი, 2002
11 ვარსკვლავური გზა 8 მაისი, 2009
12 ვარსკვლავური გზა: ბნელში 23 აპრილი, 2013[6]
13 ვარსკვლავური გზა: უსასრულობა 25 ივლისი, 2016[7]

გამოშვების ისტორია

ვარსკვლავური გზა: შურისგებავარსკვლავური გზა: აჯანყებავარსკვლავური გზა: პირველი კონტაქტივარსკვლავური გზა: თაობებივარსკვლავური გზა: ვოიაჯერივარსკვლავური გზა: ღრმა კოსმოსი 9ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობავარსკვლავური გზა: დისქავერივარსკვლავური გზა: უსასრულობავარსკვლავური გზა: ბნელშივარსკვლავური გზა (2009)ვარსკვლავური გზა: თაობებივარსკვლავური გზა VI: აღმოუჩენელი ქვეყანავარსკვლავური გზა V: უკანასკნელი ზღვარივარსკვლავური გზა IV: გზა შინისაკენვარსკვლავური გზა III: სპოკის ძიებავარსკვლავური გზა II: ხანის რისხვავარსკვლავური გზა: ფილმივარსკვლავური გზა: ანიმაციური სერიალივარსკვლავური გზა: ორიგინალური სერიალივარსკვლავური გზა: ენტერპრაიზი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო