დილჰან ერიურთი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
{{ინფოდაფა მეცნიერი}}
{{ინფოდაფა მეცნიერი}}
'''დილჰან ერიურთი'''({{lang-tr|Dilhan Eryurt}}; დ. [[29 ნოემბერი]], [[1926]], [[იზმირი]], [[თურქეთი]] — გ. [[13 სექტემბერი]], [[2012]], [[ანკარა]], [[თურქეთი]]) — [[თურქები|თურქი]] [[ასტროფიზიკა|ასტროფიზიკოსი]], სრული პროფესორი. მეცნიერი, რომელმაც ხელი შეუწყო ასტრონომიის კვლევასა და ევოლუციას.
'''დილჰან ერიურთი''' ({{lang-tr|Dilhan Eryurt}}; დ. [[29 ნოემბერი]], [[1926]], [[იზმირი]], [[თურქეთი]] — გ. [[13 სექტემბერი]], [[2012]], [[ანკარა]], [[თურქეთი]]) — [[თურქები|თურქი]] [[ასტროფიზიკა|ასტროფიზიკოსი]], სრული პროფესორი. მეცნიერი, რომელმაც ხელი შეუწყო ასტრონომიის კვლევასა და ევოლუციას.


1961-1973 წლებში, ერიურთი, რომელიც [[ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი|ახლო აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში]] (აატუ) პირველი თურქი მეცნიერი იყო, NASA-ში თანამდებობა მიიღო და ახლო აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში ასტროფიზიკის განყოფილება დაარსა, ხოლო 1988-1993 წლებში აატუ-ს მეცნიერებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დეკანი იყო.
1961-1973 წლებში, ერიურთი, რომელიც [[ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი|ახლო აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში]] (აატუ) პირველი თურქი მეცნიერი იყო, NASA-ში თანამდებობა მიიღო და ახლო აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში ასტროფიზიკის განყოფილება დაარსა, ხოლო 1988-1993 წლებში აატუ-ს მეცნიერებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დეკანი იყო.

23:53, 5 მაისი 2018-ის ვერსია

დილჰან ერიურთი
თურქ. Dilhan Ezer Eryurt[1]
დაბ. თარიღი 29 ნოემბერი, 1926(1926-11-29)
დაბ. ადგილი იზმირი
გარდ. თარიღი 13 სექტემბერი, 2012(2012-09-13) (85 წლის)
გარდ. ადგილი ანკარა
დასაფლავებულია Cebeci Asri Cemetery
მოქალაქეობა  თურქეთი
საქმიანობა ასტროფიზიკოსი და პროფესორი
მუშაობის ადგილი ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი და კალიფორნიის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი სტამბოლის უნივერსიტეტი და ანკარის უნივერსიტეტი[2]
მამა Abidin Ege

დილჰან ერიურთი (თურქ. Dilhan Eryurt; დ. 29 ნოემბერი, 1926, იზმირი, თურქეთი — გ. 13 სექტემბერი, 2012, ანკარა, თურქეთი) — თურქი ასტროფიზიკოსი, სრული პროფესორი. მეცნიერი, რომელმაც ხელი შეუწყო ასტრონომიის კვლევასა და ევოლუციას.

1961-1973 წლებში, ერიურთი, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში (აატუ) პირველი თურქი მეცნიერი იყო, NASA-ში თანამდებობა მიიღო და ახლო აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში ასტროფიზიკის განყოფილება დაარსა, ხოლო 1988-1993 წლებში აატუ-ს მეცნიერებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დეკანი იყო.

ბიოგრაფია

ერიურთი დაიბადა 1926 წლის 29 ნოემბერს, იზმირში.[3] მამამისი აბიდინ ეგე, 1944 წელს თურქეთის პარლამენტის წევრი იყო დენიზლის პროვინციიდან.

მამამისის იზმირში ცამოსვლიდან ცოტა ხანში, ოჯახი სტამბოლში გადავიდა, რამდენიმე წლის შემდეგ კი ანკარაში. ანკარაში დაწყებითი განათლების დასრულების შემდეგ, სწავლა განაგრძო ანკარის გოგონათა საშუალო სკოლაში. უმაღლეს სკოლაში სწავლის პერიოდში, მას განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდა მათემატიკისადმი. ამ მიზეზით, უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა სტამბოლის უნივერსიტეტში, მათემატიკისა და ასტრონომიის ფაკულტეტზე განაგრძო. უნივერსიტეტში სწავლის დროს, დაინტერესდა ასტრონომიით.

1946 წელს სტამბოლის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ორი წლის მანძილზე საპატიო ასისტენტად მუშაობდა თევფიკ ოკტაი ქაბაქჩიოღლუსთან, რომელიც ანკარის უნივერსიტეტში ასტრონომიის განყოფილება გახსნა. შემდგომში სწავლა განაგრძო მიჩიგანის უნივერსიტეტში, ხოლო 1953 წელს დოქტორანტურის საფეხური დაამთავრა ანკარის უნივერსიტეტის ასტროფიზიკის ფაკულტეტზე და შემდეგ ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გახდა.

1959 წელს, ის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სტიპენდიით, ორი წლით სასწავლებლად კანადაში გაემგზავრა. მას შემდეგ, გადავიდა აშშ-ში და მუშაობდა ამერიკის სოროპტიმისტური ფედერაციაში, ინდიანას უნივერსიტეტში, ვარსკვლავური მოდელების იდენტიფიკაციაზე. მუშაობდა მარშალ ვრუბელთან ერთად. ამ გამოცდილების შემდეგ, იგი მუშაობდა ნასას გოდარდის კოსმოსური ფრენის ცენტრში. მუშაობდა გ.უ. ასალტაირთან ერთად, მზის სისტემის ისტორიაზე. ამ პერიოდში, ის ერთადერთი ქალი ასტრონომი იყო, რომელიც ამ დაწესებულებაში მუშაობდა.

1968 წელს, ერიურთი თურქეთში დაბრუნდა და მოაწყო პირველი ეროვნული ასტრონომიის კონგრესი, თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევითი საბჭოს მხარდაჭერით.

გარდაიცვალა ანკარაში, 2012 წლის 13 სექტემბერს, გულის შეტევით.[4]

სქოლიო