კამანის ხოცვა-ჟლეტა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎მოვლენები: clean up, replaced: ფართომაშტაბ → ფართომასშტაბ using AWB
No edit summary
ხაზი 11: ხაზი 11:
|მხარე1= {{დროშა|აფხაზეთის რესპუბლიკა}}<br />[[ფაილი:Конфедера́ция го́рских наро́дов Кавка́за (КГНК).png|20პქ]] [[კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია]]
|მხარე1= {{დროშა|აფხაზეთის რესპუბლიკა}}<br />[[ფაილი:Конфедера́ция го́рских наро́дов Кавка́за (КГНК).png|20პქ]] [[კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია]]
|მხარე2= {{დროშა|საქართველო|1990}}
|მხარე2= {{დროშა|საქართველო|1990}}
|მეთაური1=
|მეთაური1=უცნობია
|მეთაური2=
|მეთაური2=ზაზა პაკელიანი
|ძალა1= უცნობია
|ძალა1= 500+
|ძალა2= 23-ე ბრიგადის ნაწილები: ადგილობრივი მოხალისეები "კამანის ბატალიონი" 30; ბატალიონი "ბაგრატიონის" ოცეული.
|ძალა2= [[საქართველოს ეროვნული გვარდია]], თავდაცვის რაზმები
|დანაკარგები1=
|დანაკარგები1=უცნობია
|დანაკარგები2=
|დანაკარგები2=30+ ჯარისკაცი, მშვიდობიანი მოსახლეობის სრული გენოციდი
|შენიშვნა=
|შენიშვნა=
}}
}}
ხაზი 34: ხაზი 34:
== რესურსები ინტერნეტში ==
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://georgiandaily.com/repository/Ethnic%20Cleansing%20Backgrounder%20June%209%20-2008%20(RUS).pdf ეთნიკური წმენდა აფხაზეთში]
* [http://georgiandaily.com/repository/Ethnic%20Cleansing%20Backgrounder%20June%209%20-2008%20(RUS).pdf ეთნიკური წმენდა აფხაზეთში]
* [https://www.youtube.com/watch?v=fO4YsXQmZHY დოკუმენტური ფილმი ბატალიონის შესახებ]

==სქოლიო==
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
{{სქოლიო}}

02:34, 20 აპრილი 2018-ის ვერსია

კამანის ბრძოლა
აფხაზეთის ომი (1992-1993) ნაწილი

სოფელის კამანის ხედი, 2006 წელი
თარიღი 9 ივლისი 1993
მდებარეობა კამანი, სოხუმის მუნიციპალიტეტი, აფხაზეთი
შედეგი ქართული ჯარის დამარცხება, აფხაზეთის მხარემ მოაწყოს მოსახლეობის მასიური მკვლელობა
მხარეები
აფხაზეთის რესპუბლიკის დროშა აფხაზეთის რესპუბლიკა
კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია
საქართველოს დროშა საქართველო
მეთაურები
უცნობია ზაზა პაკელიანი
ძალები
500+ 23-ე ბრიგადის ნაწილები: ადგილობრივი მოხალისეები "კამანის ბატალიონი" 30; ბატალიონი "ბაგრატიონის" ოცეული.
დანაკარგები
უცნობია 30+ ჯარისკაცი, მშვიდობიანი მოსახლეობის სრული გენოციდი

კამანის ხოცვა-ჟლეტა — აფხაზეთის ომის პერიოდი, რომლის ფარგლებშიც 1993 წლის 9 ივლისს აფხაზი სეპარატისტებისა და მათი თანამოაზრეების მიერ განხროციელებული იყო სოფელი კამანის სვანთა მოსახლეობის მასიური ხოცვა-ჟლეტა.

კამანი

კამანი — მცირე სოფელი, განლაგებული სოხუმის ჩრდილოეთით. სოფელი ძირითადად სვანებით იყო დასახლებული (ქართველების სუბეთნიკური ჯგუფი). აქ მდებარეობდა მართლმადიდებლური ეკლესია (წმინდა გიორგის სახელობის) და ქალთა მონასტერი, სადაც მონაზვნები ცხოვრობდნენ. 1993 წლის ივლისში აფხაზეთის რაზმებმა და მათმა თანამოაზრეებმა, ქართველთა წინააღმდეგ მოულოდნელი შეტევით, გაანადგურეს მთელი ჯარი[1]. 5 ივლისს მათ დაიწყეს სოფელ ახალშენზე, გუმასა და სოხუმის მუნიციპალიტეტის შრომაზე შტურმი, ხოლო 9 ივლისს დარტყმა კამანზე განახორციელეს.

მოვლენები

ქართული ძალები, რომლებიც იცავდნენ სოფელი კამანის შესასვლელებს, განადგურებული იყო 1993 წლის 9 ივლისის დილას. ამის შემდეგ დილის 10 საათზე სოფელზე განხორციელებული იყო მთავარი დარტყმა. რამდენიმე საათში კამანი აფხაზეთის რაზმებისა და მათი თანამოაზრეების ძალების ქვეშ მოექცა. ამის შემდეგ მალევე აფხაზებმა და მათმა თანამოაზრეებმა მოსახლეობის მასიური ხოცვა-ჟლეტა მოაწყეს. ორი დღის განმავლობაში ქალები, ბავშვები და მოხუცები იყვნენ ნაწვალები, გაუპატიურებულები და განადგურებულები[2]. კამანის ტაძარი და ქალთა მონასტერი სისხლისღვრის ადგილი გახდა[2]. მონაზვნები იყვნენ გაუპატიურებულები და ამის შემდეგ მოკლულნი ქრისტიანული მრევლის, მამა იური ანუას და ქალთა მონასტრის ზედამხედველის მამა ანდრეას წინაშე. მონაზვების წამების ყურების შემდეგ ქართველი სამღვდელოება დაიჭირეს და ეკლესიის გარეთ დაჩოქილები დაკითხეს.

კამანის მონასტერი
ვიკიციტატა
„მათ კითხეს მამა ანდრეას აფხაზეთის მიწის მფლობელობის შესახებ. მან უარი თქვა პასუხის გაცემაზე. მათ კიდევ ერთხელ იკითხეს და როგორც იქნა ის დანებდა და თქვა: "აფხაზეთი ისევე, როგორც მსოფლიოს დანარჩენი ნაწილის ეკუთვნის ღმერთს". ამის შემდეგ მათ იგი დახვრიტეს. მანამდე ისინი ცდილობდნენ ახალგაზრდა აფხაზი მღვდლისათვის მოეკვლევინებინათ იგი. ის არ დათანხმდა და მოკლული იყო ქართველი მღვდლის გვერდით. მათ მიატოვეს გვამები ეკლესიის მახლობლად და წავიდნენ[3].“

აფხაზებისა და მათი მოკავშირეების მიერ ამ სტრატიგიული ოლქის აღების შემდეგ დაიწყო ფართომასშტაბიანი შეტევა სოხუმზე, რომელიც ამ დროისათვის უკვე ალყაშემორტყმული იყო.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Dov Lynch, The Conflict in Abkhazia: Dilemmas in Russian 'Peacekeeping' Policy, 1998 ISBN 1862030278
  2. 2.0 2.1 Conflict in the Caucasus: Georgia, Abkhazia, and the Russian Shadow by S. A. Chervonnaia and Svetlana Mikhailovna Chervonnaia, p 51
  3. UN report on Human Rights violation during the Georgian-Abkhaz conflict, Video interview with the survivor of the Massacre, recorded by UNAMIG in Tbilisi, 1995