შავქლიავა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''შავქლიავა''' — ქლიავის ქართული ჯიში. ხე ძლიერ იზრდება, აქვს გ...
(განსხვავება არ არის)

10:57, 17 აპრილი 2018-ის ვერსია

შავქლიავა — ქლიავის ქართული ჯიში. ხე ძლიერ იზრდება, აქვს განიერი ვარჯი, მსხვილი კვერცხისებრი ნაყოფი, რომლის საშუალო მასაა 32,8 გ. მოლურჯო-შავი კანი, რომელიც დაფარულია მოცისფრო სანთლისებრი ფიფქით, საშუალო ზომის, ელიფსური, წვრილი კურკა. რბილობი მომწვანო-მოყვითალოა, წვნიანი, ტკბილი, საკმაოდ მკვრივი. ნაყოფის შაქრიანობა — 8,2%, მჟავიანობა — 0,91%. კრეფენ აგვისტოს II ნახევარში. იყენებენ ხილად, კომპოტად, ჩირად, მწიფდება ერთდროულად, ტრანსპორტირებულია, იძლევა საუკეთესო ხარისხის პროდუქციას. დარაიონებულია საქართველოს ყველა ზონაში.