მართა ჯეფერსონ რენდოლფი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''მართა ჯეფერსონ რენდოლფი''' (27 სექტემბერი, 177210 ოქტომბერი...
(განსხვავება არ არის)

15:40, 10 აპრილი 2018-ის ვერსია

მართა ჯეფერსონ რენდოლფი (27 სექტემბერი, 177210 ოქტომბერი, 1836) — ამერიკის შეერთებული შტატების მესამეპრეზიდენტის, თომას ჯეფერსონისა და მისი ცოლის, მართა უოლეს სქელთონ ჯეფერსონის ქალიშვლი.ის მონტიჩელოში (ვირჯინია),შარლოტსვილის მახლობლად დაიბადა.

მართა შტატისა და სახელმწიფოს პოლიტიკურ მოხელეზე, 1819-1822 წლებში ვირჯინიის გუბერნატორზე, თომას მან რენდოლფ უმცროსზე დაქორწინდა. მათ 13 შვილი შეეძინათ. დაქვრივების შემდეგ, მამამისი პრეზიდენტი იყო და ზოგჯერ მასთან ერთად თეთრ სახლში ცხოვრობდა, დიასახლისისა და არაფორმალურად, პირველი ლედის როლს ირგებდა. მოხუცებულობის ჟამს, მართა მამასთან ძალიან ახლოს იყო. ჯეფერსონის შვილთაგან მართა ერთადერთი იყო, რომელმაც 25 წელზე დიდხანს იცოცხლა.

ადრეული წლები

მართა ჯეფერსონი 1772 წლის 27 სექტემბერს, ვირჯინიაში მამის სამკვიდროში, მონტიჩელოშიდაიბადა. მშობლებს 10 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ექვსი შვილი შეეძინათ: მართა (1772–1836), ჯეინი (1774-1775), ვაჟი,რომელმაც მხოლოდ რამდენიმე კვირა იცოცხლა (1777), მერი უოლესი (1778-1804), ლიუსი ელიზაბეთი (1780-1781) და კიდევ ერთი ლუსი ელიზაბეთი (1782-1785). რამდენიმე წელზე დიდხანს მხოლოდ მართამ და მერიმ იცოცხლეს.[1]

მართა მაღალი და გამხდარი იყო, კუთხოვანი სახის მოყვანილობისა და წითელთმიანი. როგორც ამბობდნენ, მამას ჰგავდა და შემდეგში მართლაც დაემსგავსა მას.[2]

ოჯახი

მართას ბებია-ბაბუა, მამის მხრიდან პლანტატორი და მკვლევარი პიტერ ჯეფერსონი და ჯეინ რენდოლფი იყვნენ.[3][4] დედამისი ჯონ უოლესისა (1715-1773) და მისი პირველი ცოლის, მართა ეპსის (1712-1748) ერთადერთი ქალიშვილი იყო. უოლესი ადვოკატი, მონებით მოვაჭრე, ბრისტოლის სავაჭრო კომპანიის - Farrell & Jones - ბიზნეს აგენტი და შეძლებული პლანტატორი იყო, რომელიც ინგლისში, ლანკაშირში დაიბადა. 19 წლის ასაკში მან ოჯახი ინგლისში დატოვა და მარტო 1734 წელს ვირჯინიაში გაემგზავრა. უოლესი 1773 წელს გარდაიცვალა და მართას მშობლებმა 135 მონა, 11,00 აკრი (4,500 ჰექტარი) მიწა და სამკვიდროს ვალები მემკვიდრეობით მიიღეს. ჯეფერსონს წლები დასჭირდა ვალების გასასტუმრებლად.[5]

დედის გარდაცვალება

მართას დედა 1782 წლის 6 სექტემბერს, ჯეფერსონის მეექვსე ბაშვის დაბადებიდან 4 თვის შემდეგ, 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. შემდეგში მართა ამ პერიოდის შესახებ წერდა, რომ „იმ მელანქოლიურ პერიოდში, ის მამის მუდმივი თანხმლები გახლდათ“.[6] დედას ჯეფერსონისთვის უთხოვია, მისი გარდაცვალების შემთხვევაში, სხვა ქალი არ შერთო ცოლად და თომასი ასეც მოიქცა. მართამ ქმარს ეს შვილების დაცვისთვის სთხოვა, რადგანაც თვითონ დედინაცვლებთან უთანხმოებები ჰქონდა.[7]

12 წლიდან 17 წლამდე, დედის გარდაცვალების შემდეგ, ის და მამამისი,როდესაც ჯეფერსონი საფრანგეთში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ასრულებდა, პარიზში ცხოვრობდნენ. მას შემდეგ, რაც ჯეფერსონმა იმის გარანტია მიიღო, რომ პროტესტანტი მოსწავლეები რელიგიური დარიგებებისგან თავისუფლდებოდნენ, მამამ ნენსი პენტემონის სააბატოში, ექსკლუზიურ სამონასტრო სკოლაში მიიყვანა. მას შემდეგ კი, როცა მართამ კათოლიკობის მიღების სურვილი გამოთქვა, ჯეფერსონმა ის და მისი უმცროსი და - პოლი- მაშინვე სკოლიდან გამოიყვანა.[8]

ქორწინება და ოჯახი

თომას მან რენდოლფ უმცროსი

1790 წელს, 18 წლის ასაკში, მართა თომას მან რენდოლფ უმცროსზე დაქორწინდა. რენდოლფი პლანტატორი და მისი მესამე ბიძაშვილი იყო.[9] ქორწინებიდან მცირე ხნის შემდეგ ჯეფერსონმა შვილს საქორწინო საჩუქრის სახით 8 მონა გაუგზავნა, მათ შორის, მოლი ჰემიჯი, ჰემიჯის უფროსი ქალიშვილი.[10]

წყვილს 13 შვილი შეეძინა. მშობლებისაგან განსხვავებით, მართას შვილებიდან 11-მა სრულწლოვანებას მიაღწია:

  • ენ ქერი რენდოლფი(1791–1826), რომელმაც ჩარლზ ლევის ბანქჰიდზე იქრწინა (1788-1833).[11]
  • თომას ჯეფერსონ რენდოლფი (1792–1875), რომელმაც ჯეინ ჰოლინს ნიკოლასზე იქორწინა (1798-1871).[12]
  • ილენ უოლეს რენდოლფი (1794–1795).
  • ილენ უოლეს რენდოლფი (1796–1876), სახელი გარდაცვლილი დის საპატივცემულოდ უწოდეს. იქორწინა ჯოზეფ კულიჯზე (1798-1879)
  • კორნეია ჯეფერსონ რენდოლფი (1799–1871).
  • ვირჯინია ჯეფერსონ რენდოლფი (1801–1882), რომელმაც ნიკოლას ფილიპ ტრისტზე იქორწინა (1800–1874).[13]
  • მერი ჯეფერსონ რენდოლფი (1803–1876).
  • ჯეიმს მედისონ რენდოლფი (1806–1834), პირველი ბავშვი, რომელიც თეთრ სახლში დაიბადა.
  • ბენჯამინ ფრანკლინ რენდოლფი (1808–1871), რომელმაც სალი ჩემპი კარტერზე იქორწინა.[14]
  • მერიუაიზერ ლევის რენდოლფი (1810–1837), რომელმაც ელიზაბეთ მარტინზე იქორწინა. მისი გარდაცვალების შემდეგ ელიზაბეთმა ენდრიუ ჯექსონის ძმისშვილზე, ენდრიუ ჯექსონ დონელლსონზე იქორწინა.
  • უსახელო ბავშვი (1811 - 1811),
  • სეპტიმია ენ რენდოლფი (1814–1887), რომელმაც დევიდ სკოტ მეიკლეჰემზე იქორწინა (გ. 1849).[15]
  • ჯორჯ უაიზ რენდოლფი (1818–1867), რომელიც მცირე ხნით, 1862 წელს კოფედერატების ომის მდივანი იყო. იქორწინა მერი ელიზაბეთ ადამს პოპიზე.[16]

პოპულარულ კულტურაში

მართა ჯეფერსონ რენდოლფი სტეფანი დრეისა და ლაურა კამოიეს ისტორიული რომანის - America's First Daughter - მთავარი პერსონაჟია. რომანი ძირითადად, ჯეფერსონის წერილებზე დაყრდნობითაა შექმნილი.[17]

1995 წლის ფილმში, ჯეფერსონი პარიზში, მართას როლს გვინეთ პელტროუ ასრულებს.

მართა ჯეფერსონ რენდოლფი
წინამორბედი:
აბიგაილ ადამსი
   აშშ-ის პირველი ლედი   
1801–1809
შემდეგი:
დოლი მედისონი

ლიტერატურა

  • (1933) „Jefferson, Thomas“, რედ. Malone, Dumas: Dictionary of American Biography. Charles Scribner's Sons, გვ. 17–35. 
  • Brodie, Fawn (1974). Thomas Jefferson: An Intimate History. W. W. Norton & Company. ISBN 978-0-393-31752-7. 
  • Tucker, George (1837). The Life of Thomas Jefferson, Third President of the United States; 2 vol.. Carey, Lea & Blanchard. 
  • Tucker, Robert W. (1990). Empire of Liberty: The Statecraft of Thomas Jefferson. Cogliano Press. ISBN 978-0-19-802276-3. 
  • Cynthia A. Kerner, Martha Jefferson Randolph, Daughter of Monticello: Her Life and Times. Chapel Hill, NC: University of North Carolina Press, 2012.
  • Billy L. Wayson, Martha Jefferson Randolph: Republican Daughter & Plantation Mistress. Palmyra, VA: Shortwood Press, 2013.
  • Billy L. Wayson, " 'Considerably different for her sex': A Plan of Reading for Martha Jefferson," The Libraries, Leadership, and Legacy of John Adams and Thomas Jefferson, Robert C. Baron and Conrad Edick Wright, eds. (Fulcrum Publishing and Massachusetts Historical Society, 2010)

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. White House Archives
  2. Wayson, Billy L., Martha Jefferson Randolph: Republican Daughter and Plantation Mistress (2013)
  3. Malone, 1948, pp. 5–6.
  4. Brodie, 1974, pp. 33–34.
  5. Tucker, George (1837) The Life of Thomas Jefferson, Third President of the United States; 2 vol.. Carey, Lea & Blanchard. 
  6. Robert P. Watson and Richard Yon, "The Unknown Presidential Wife: Martha Wayles Skelton Jefferson", Jefferson Legacy Foundation, 2003.
  7. Hyland Jr., William G. Martha Jefferson: An Intimate Life with Thomas Jefferson. Lanham, MD: Rowman and Littlefield, 2015; pg. 1
  8. Wead, Doug (2004) All the Presidents' Children: Triumph and Tragedy in the Lives of America's First Families. Simon and Schuster, გვ. 127–129. 
  9. "Martha Jefferson Randolph". Monticello.org.
  10. Gordon-Reed, Hemingses of Monticello, p. 424
  11. "Charles Lewis Bankhead," in The Thomas Jefferson Encyclopedia. Th. Jefferson's Monticello (website), accessed 16 November 2013
  12. "Jane Hollins Nicholas Randolph," in The Thomas Jefferson Encyclopedia. Th. Jefferson's Monticello (website), accessed 16 November 2013
  13. "Nicholas Philip Trist," in The Thomas Jefferson Encyclopedia. Th. Jefferson's Monticello (website), accessed 16 November 2013
  14. "Benjamin Franklin Randolph," in The Thomas Jefferson Encyclopedia. Th. Jefferson's Monticello (website), accessed 16 November 2013
  15. "Septimia Ann Randolph Meikleham," in The Thomas Jefferson Encyclopedia. Th. Jefferson's Monticello (website), accessed 16 November 2013
  16. "George Wythe Randolph," in The Thomas Jefferson Encyclopedia. Th. Jefferson's Monticello (website), accessed 16 November 2013
  17. Dray, Stephanie; Kamoie, Laura (2016) America's First Daughter. HarperCollins. ISBN 978-0-06-234726-8.