ქართული ოცნება (კოალიცია): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
საიტი
No edit summary
ხაზი 20: ხაზი 20:
კოალიცია ქართული ოცნება ჩამოყალიბდა [[2011]] წელს. კოალიცია შეიქმნა პრეზიდენტ [[მიხეილ სააკაშვილი]]სა და [[ერთიანი ნაციონალური მოძრაობა|ნაციონალური მოძრაობის]] პოლიტიკის წინააღმდეგ. [[ბიძინა ივანიშვილი]]ს პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით.

კოალიცია „ქართული ოცნება“ ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ დააფუძნა. ესენი იყვნენ ბიძინა ივანიშვილის პარტია „[[ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო]]“, ირაკლი ალასანიას „[[ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები]]“, დავით უსუფაშვილის „[[საქართველოს რესპუბლიკური პარტია]]“ და კახა შარტავას „[[ეროვნული ფორუმი]]“. მოგვიანებთ კოალიაციას შეუერთდნენ [[საქართველოს კონსერვატიული პარტია|კონსერვატორები]] (ზვიად ძიძიგური) და [[მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს|მრეწველები]] (ზურაბ ტყემალაძე).
კოალიცია „ქართული ოცნება“ ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ დააფუძნა. ესენი იყვნენ ბიძინა ივანიშვილის პარტია „[[ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო]]“, ირაკლი ალასანიას „[[ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები]]“, დავით უსუფაშვილის „[[საქართველოს რესპუბლიკური პარტია]]“ და კახა შარტავას „[[ეროვნული ფორუმი]]“. მოგვიანებით კოალიაციას შეუერთდნენ [[საქართველოს კონსერვატიული პარტია|კონსერვატორები]] (ზვიად ძიძიგური) და [[მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს|მრეწველები]] (ზურაბ ტყემალაძე).

კოალიცია ერთ სუბიექტად მონაწილეობდა [[საქართველოს საპარლამენტო არჩევნები (2012)|2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში]], სადაც დაამარცხა მმართველი [[ერთიანი ნაციონალური მოძრაობა]]. კოალიციამ მიიღო ხმათა 55% პროპორციული სიით და 41 მანდატი მაჟორიტარულ ოლქებში. სულ 77 მანდატით კოალიციამ მოიპოვა უმრავლესობა [[საქართველოს პარლამენტი|საქართველოს პარლამენტში]] და დააკომპლექტა [[საქართველოს მთავრობა]]. 2013 წლის [[საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები (2013)|საპრეზიდენტო არჩევნებში]] კოალიციამ წარადგინა განათლების მინისტრი [[გიორგი მარგველაშვილი]]. მარგველაშვილმა ხმათა 62%-ით გაიმარჯვა.

18:29, 25 მარტი 2018-ის ვერსია

ქართული ოცნება
ქართული ოცნება
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ხელმძღვანელობა
თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი
გენერალური მდივანი კახა კალაძე
ისტორია
დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი
დაფუძნდა ოქტომბერი, 2011
ფერები         
41.ge

ქართული ოცნება — პოლიტიკურ პარტიათა კოალიცია საქართველოში 2011-2016 წლებში, საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალა 2012-2016 წლებში.

ისტორია

კოალიცია ქართული ოცნება ჩამოყალიბდა 2011 წელს. კოალიცია შეიქმნა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკის წინააღმდეგ. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით.

კოალიცია „ქართული ოცნება“ ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ დააფუძნა. ესენი იყვნენ ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“, ირაკლი ალასანიას „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“, დავით უსუფაშვილის „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ და კახა შარტავას „ეროვნული ფორუმი“. მოგვიანებით კოალიაციას შეუერთდნენ კონსერვატორები (ზვიად ძიძიგური) და მრეწველები (ზურაბ ტყემალაძე).

კოალიცია ერთ სუბიექტად მონაწილეობდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, სადაც დაამარცხა მმართველი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. კოალიციამ მიიღო ხმათა 55% პროპორციული სიით და 41 მანდატი მაჟორიტარულ ოლქებში. სულ 77 მანდატით კოალიციამ მოიპოვა უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში და დააკომპლექტა საქართველოს მთავრობა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კოალიციამ წარადგინა განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი. მარგველაშვილმა ხმათა 62%-ით გაიმარჯვა.

2014 წლის 5 ნოემბერს კოალიცია დატოვეს „თავისუფალმა დემოკრატებმა“[1].2016 წელს კოალიცია დატოვა რესპუბლიკურმა პარტიამ. პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა და გახდა ქვეყნის მმართველი პარტია.

შემადგენლობა

კოალიცია აერთიანებდა ექვს პარტიას:

შედეგები არჩევნებში

ქართული ოცნების შედეგები (ლურჯად) 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე
წელი არჩევნები მიღებული პროცენტი შედეგი
2012 საპარლამენტო 54,97% მოიპოვა უმრავლესობა
2013 საპრეზიდენტო 62,17% გიორგი მარგველაშვილი გახდა პრეზიდენტი
2014 ადგილობრივი 50,8% საუკეთესო შედეგი

რესურსები ინტერნეტშიი

სქოლიო