დუმაცხოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 57: ხაზი 57:
|}
|}


==ტოპონიმი==
==ისტორია==
ტოპონიმი ,,დუმაცხოვი“ საინტერესოა თავისი შინაარსით და ჩვენამდე მოღწეული ფორმით. “დუმა“ - [[ცხვარი|ცხვრის]] ქონიანი დიდი კუდის სახელწოდებაა, “ცხო“ თავისთავად შესაძლებელია წარმომსდგარი იყოს ცხვრის ძველი ქართული სახელწოდებიდან ,,ცხოვარიდან“, მაშასადამე საქმე გვაქვს ტოპონიმთან, რომელიც ცხვრის (ცხოვარის) დუმასთანაა დაკავშირებული. ტოპონიმის სხვა განმარტება არც მოიძიება და არც რაიმე ვერსია არსებობს, თუმცა სავსებით შესაძლებელია სხვა ვარაუდებიც გამოითქვას. სოფლის სახელწოდება წერილობით წყაროებში, ქართულ პერიოდულ პრესაში (XIX საუკუნეში) “ოვ“ სუფიქსის გარეშე გვხვდება. “დუმაცხო“ - ასე აქვს დატანილი [[ვახუშტი ბატონიშვილი|ვახუშტი ბატონიშვილს]] რუკაზე, ასეა მოხსენიებული ჩვენამდე მოღწეულ წერილობით წყაროებში. ამავე მნიშვნელობისთ განმარტავს ისტორიკოსი თამაზ ლაცაბიძეც და აღნიშნავს, რომ “ოვ“ სუფიქსი გვიანდელი, რუსული დანამატი უნდა იყოს და XIX საუკუნიდან უნდა მომდინარეობდეს. მისი თავდაპირველი სახელწოდებაა “დუმაცხო“. ამავე სახელწოდების სოფელი გვხვდება [[დუშეთის მუნიციპალიტეტი|დუშეთის მუნიციპალიტეტში]], [[გუდამაყარი|გუდამაყრის თემში]], რომელიც [[მთიულეთის ქედი|მთიულეთის ქედის]] აღმოსავლეთ კალთაზე, [[გუდამაყარი|გუდამაყრის ხეობაში]] მდებარეობს. გუდამაყარი [[ქართლი]]ს მთიანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეა, ამიტომ გამორიცხული არაა, რომ სოფლის ტოპონიმისა და მოსახლეობის გადანაცვლებაც კი შიდა მიგრაციული პროცესების შედეგია. ადგილობრივთა ცნობით, ემპირიული ცოდნის საფუძველზე ვიგებთ, რომ [[შიდა ქართლი|შიდა ქართლში]], სწორედ [[დუშეთი]]დან გადმოსახლებულან და საკუთარი სალოცავიც გადმოუტანიათ, თუმცა ამ ფაქტის შესაბამისი საისტორიო წყაროებით დამტკიცება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. “დუმა“ ფუძიდან წარმომსდგარი ტოპონიმები გვხვდება [[კახეთი|კახეთსა]] და [[იმერეთი|იმერეთში]]. დუმასუბანი და დუმასური [[კახეთი|კახეთში]], ხოლო დუმთა [[იმერეთი|იმერეთში]], თუმცა მათი რაიმე სახით დაკავშირება [[შიდა ქართლი]]ს დუმაცხოსთან არც წყაროების საფუძველზე შეგვიძლია და არც მცხოვრებთა გადმოცემით.


==ისტორია==
ქართულ საისტორიო მწერლობაში დუმაცხოვი გვხვდება დუმაცხოს ფორმით. ამ ფორმით მოიხსენიებს [[XV საუკუნე|XV საუკუნისი]]ს დასაწყისში [[ქუცნა ამირეჯიბი]] თავის ცნობილ სიგელში. ასე აქვს დატანილი [[ვახუშტი ბატონიშვილი|ვახუშტი ბატონიშვილს]] რუკაზე. ასე მოიხსენიებს [[იოანე ბატონიშვილი]]ც. [[1715]] წლის [[რუისის სამწყსოს დავთარი|რუისის სამწყსოს დავთარშიც]] ამავე ფორმითაა დაფიქსირებული. ამრიგად დღევანდელი დუმაცხოვის ძველი სახელწოდება დუმაცხოა. ,,ოვ" სუფიქსი გვიანდელია და [[XIX საუკუნე|XIX საუკუნიდან]] უნდა მომდინარეობდეს. [[დუშეთის მუნიციპალიტეტი|დუშეთის მუნიციპალიტეტში]] გვაქვს ანალოგიური სახელწოდების სოფელი [[დუმაცხო]]. დუმაცხოვი, როგორც ჩანს ამირეჯიბების მამულია და პირველად სწორედ ქუცნა ამირეჯიბის სიგელში მოიხსენიება. ქუცნა ულუმბის განახლებულ [[ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესია|ღვთისმშობლის ეკლესიას]] დუმაცხოვიდან ორ კომლ გლეხს სწირავს: ,,ორი კუმლი დუმაცხოს". შემდგომში აქ [[ხერხეულიძეები]] გვხვდებიან. სოფელ დუმაცხოვში 28 ივლისს [[კვირიკე და ივლიტა|წმინდა კვირიკესა და ივლიტას]] წამების დღეს, აღინიშნება რელიგიური დღესასწაული კვირიკობა.
ქართულ საისტორიო მწერლობაში დუმაცხოვი გვხვდება დუმაცხოს ფორმით. ამ ფორმით მოიხსენიებს [[XV საუკუნე|XV საუკუნისი]]ს დასაწყისში [[ქუცნა ამირეჯიბი]] თავის ცნობილ სიგელში. ასე აქვს დატანილი [[ვახუშტი ბატონიშვილი|ვახუშტი ბატონიშვილს]] რუკაზე. ასე მოიხსენიებს [[იოანე ბატონიშვილი]]ც. [[1715]] წლის [[რუისის სამწყსოს დავთარი|რუისის სამწყსოს დავთარშიც]] ამავე ფორმითაა დაფიქსირებული. ამრიგად დღევანდელი დუმაცხოვის ძველი სახელწოდება დუმაცხოა. ,,ოვ" სუფიქსი გვიანდელია და [[XIX საუკუნე|XIX საუკუნიდან]] უნდა მომდინარეობდეს. [[დუშეთის მუნიციპალიტეტი|დუშეთის მუნიციპალიტეტში]] გვაქვს ანალოგიური სახელწოდების სოფელი [[დუმაცხო]]. დუმაცხოვი, როგორც ჩანს ამირეჯიბების მამულია და პირველად სწორედ ქუცნა ამირეჯიბის სიგელში მოიხსენიება. ქუცნა ულუმბის განახლებულ [[ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესია|ღვთისმშობლის ეკლესიას]] დუმაცხოვიდან ორ კომლ გლეხს სწირავს: ,,ორი კუმლი დუმაცხოს". შემდგომში აქ [[ხერხეულიძეები]] გვხვდებიან. სოფელ დუმაცხოვში 28 ივლისს [[კვირიკე და ივლიტა|წმინდა კვირიკესა და ივლიტას]] წამების დღეს, აღინიშნება რელიგიური დღესასწაული კვირიკობა.



13:13, 12 მარტი 2018-ის ვერსია

სოფელი
დუმაცხოვი

დუმაცხოვი
გიორგი ჩუბინიძის ფოტო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი
თემი ალი
კოორდინატები 42°04′49″ ჩ. გ. 43°40′19″ ა. გ. / 42.08028° ჩ. გ. 43.67194° ა. გ. / 42.08028; 43.67194
ცენტრის სიმაღლე 780
მოსახლეობა 111[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები
სასაათო სარტყელი UTC+04:00
დუმაცხოვი — საქართველო
დუმაცხოვი
დუმაცხოვი — შიდა ქართლი
დუმაცხოვი
დუმაცხოვი — ხაშურის მუნიციპალიტეტი
დუმაცხოვი

დუმაცხოვისოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში (ალის თემი), შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე ჭერათხევის (სურამულას მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 780 მეტრი, ხაშურიდან 24 კილომეტრი. 2006 წლის 1 იანვრის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 80 კომლი, სულ 183 ადამიანი. სოფლის სასაფლაოზე დგას კვირიკეს ეკლესია. აქ სახლობენ გვარები: ბერუაშვილი, გოგალაძე, დვალაშვილი, მაისურაძე, მჭედლიძე, პაპუაშვილი, ფატარიძე, შუბითიძე, ხაჩიძე, ხერხეულიძე, ხიდაშელი.

დემოგრაფია

2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 176 ადამიანი[2]. 2014 წელს კი ფიქსირდება კლება სოფელში ცხოვრობს 111 კაცი საიდანაც 58 მამაკაცია, ხოლო 53 ქალი[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 176[3][4]
2014 111[1]

ტოპონიმი

ტოპონიმი ,,დუმაცხოვი“ საინტერესოა თავისი შინაარსით და ჩვენამდე მოღწეული ფორმით. “დუმა“ - ცხვრის ქონიანი დიდი კუდის სახელწოდებაა, “ცხო“ თავისთავად შესაძლებელია წარმომსდგარი იყოს ცხვრის ძველი ქართული სახელწოდებიდან ,,ცხოვარიდან“, მაშასადამე საქმე გვაქვს ტოპონიმთან, რომელიც ცხვრის (ცხოვარის) დუმასთანაა დაკავშირებული. ტოპონიმის სხვა განმარტება არც მოიძიება და არც რაიმე ვერსია არსებობს, თუმცა სავსებით შესაძლებელია სხვა ვარაუდებიც გამოითქვას. სოფლის სახელწოდება წერილობით წყაროებში, ქართულ პერიოდულ პრესაში (XIX საუკუნეში) “ოვ“ სუფიქსის გარეშე გვხვდება. “დუმაცხო“ - ასე აქვს დატანილი ვახუშტი ბატონიშვილს რუკაზე, ასეა მოხსენიებული ჩვენამდე მოღწეულ წერილობით წყაროებში. ამავე მნიშვნელობისთ განმარტავს ისტორიკოსი თამაზ ლაცაბიძეც და აღნიშნავს, რომ “ოვ“ სუფიქსი გვიანდელი, რუსული დანამატი უნდა იყოს და XIX საუკუნიდან უნდა მომდინარეობდეს. მისი თავდაპირველი სახელწოდებაა “დუმაცხო“. ამავე სახელწოდების სოფელი გვხვდება დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის თემში, რომელიც მთიულეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, გუდამაყრის ხეობაში მდებარეობს. გუდამაყარი ქართლის მთიანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეა, ამიტომ გამორიცხული არაა, რომ სოფლის ტოპონიმისა და მოსახლეობის გადანაცვლებაც კი შიდა მიგრაციული პროცესების შედეგია. ადგილობრივთა ცნობით, ემპირიული ცოდნის საფუძველზე ვიგებთ, რომ შიდა ქართლში, სწორედ დუშეთიდან გადმოსახლებულან და საკუთარი სალოცავიც გადმოუტანიათ, თუმცა ამ ფაქტის შესაბამისი საისტორიო წყაროებით დამტკიცება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. “დუმა“ ფუძიდან წარმომსდგარი ტოპონიმები გვხვდება კახეთსა და იმერეთში. დუმასუბანი და დუმასური კახეთში, ხოლო დუმთა იმერეთში, თუმცა მათი რაიმე სახით დაკავშირება შიდა ქართლის დუმაცხოსთან არც წყაროების საფუძველზე შეგვიძლია და არც მცხოვრებთა გადმოცემით.

ისტორია

ქართულ საისტორიო მწერლობაში დუმაცხოვი გვხვდება დუმაცხოს ფორმით. ამ ფორმით მოიხსენიებს XV საუკუნისის დასაწყისში ქუცნა ამირეჯიბი თავის ცნობილ სიგელში. ასე აქვს დატანილი ვახუშტი ბატონიშვილს რუკაზე. ასე მოიხსენიებს იოანე ბატონიშვილიც. 1715 წლის რუისის სამწყსოს დავთარშიც ამავე ფორმითაა დაფიქსირებული. ამრიგად დღევანდელი დუმაცხოვის ძველი სახელწოდება დუმაცხოა. ,,ოვ" სუფიქსი გვიანდელია და XIX საუკუნიდან უნდა მომდინარეობდეს. დუშეთის მუნიციპალიტეტში გვაქვს ანალოგიური სახელწოდების სოფელი დუმაცხო. დუმაცხოვი, როგორც ჩანს ამირეჯიბების მამულია და პირველად სწორედ ქუცნა ამირეჯიბის სიგელში მოიხსენიება. ქუცნა ულუმბის განახლებულ ღვთისმშობლის ეკლესიას დუმაცხოვიდან ორ კომლ გლეხს სწირავს: ,,ორი კუმლი დუმაცხოს". შემდგომში აქ ხერხეულიძეები გვხვდებიან. სოფელ დუმაცხოვში 28 ივლისს წმინდა კვირიკესა და ივლიტას წამების დღეს, აღინიშნება რელიგიური დღესასწაული კვირიკობა.

ლიტერატურა

  • გიორგი ჩუბინიძე. ჭერათხევის ხეობის სოფელ დუმაცხოვის ისტორია და ეთნოლოგია. ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია - მასალები. თბილისი, 2016, გვ. 38-40.
  • სერგი მაკალათია. ფრონეს ხეობა. თბილისი, 1963, გვ. 78.
  • თამაზ ლაცაბიძე. ხაშურის რაიონის ისტორია ტოპონიმებში. 2000 წ.

სქოლიო