მინიმალიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
რობოტი დამატება: zh-min-nan:Chì-chió-chú-gī
ბოტის დამატება: fa, ms, uk შეცვლა: de
ხაზი 19: ხაზი 19:
[[ca:Art Minimalista]]
[[ca:Art Minimalista]]
[[da:Minimalisme]]
[[da:Minimalisme]]
[[de:Minimal-Art]]
[[de:Minimalismus (Kunst)]]
[[en:Minimalism]]
[[en:Minimalism]]
[[eo:Minimumismo]]
[[eo:Minimumismo]]
[[es:Minimalismo]]
[[es:Minimalismo]]
[[et:Minimalism]]
[[et:Minimalism]]
[[fa:مینیمالیسم]]
[[fi:Minimalismi]]
[[fi:Minimalismi]]
[[fr:Minimalisme]]
[[fr:Minimalisme]]
ხაზი 31: ხაზი 32:
[[it:Minimalismo]]
[[it:Minimalismo]]
[[ja:ミニマル]]
[[ja:ミニマル]]
[[ms:Minimalisme]]
[[nl:Minimal Art]]
[[nl:Minimal Art]]
[[nn:Minimalisme]]
[[nn:Minimalisme]]
ხაზი 42: ხაზი 44:
[[sv:Minimalism]]
[[sv:Minimalism]]
[[tr:Minimalizm]]
[[tr:Minimalizm]]
[[uk:Мінімалізм]]
[[vi:Phong cách tối giản]]
[[vi:Phong cách tối giản]]
[[zh:極簡主義]]
[[zh:極簡主義]]

10:23, 20 ნოემბერი 2007-ის ვერსია

უსახელო სკულპტურა, დონალდ ჯუდი, 1990

მინიმალიზმი (ასევე მინიმალური ხელოვნება) მიუთითებს ხელოვნებისა და დიზაინის სხვადასხვა ფორმების მიმდინარეობებზე, განსაკუთრებით ვიზუალურ ხელოვნებასა და მუსიკაში, სადაც ნამუშევარს შემოცლილი აქვს სტრუქტურული დეტალები მის ყველაზე უმარტივეს ფუნდამენტალურ საწყისებამდე. მინიმალიზმისთვის დამახასიათებელია განდგომა სუბიექტივიზმის, რეპრეზენტაციისა და ილუზიონიზმისაგან.

უარჰყოფენ რა კლასიკურ და ტრადიციული მხატვრულ მასალებს, თავიანთ ნამუშევრებში მინიმალისტები იყენებენ მარტივი გეომეტრიული ფორმისა და ნეიტრალური ფერების, მცირე მოცულობის საწარმოო და ბუნებრივ ობიექტებს. კონცენტრაცია ხდება მხოლოდ თვით ნამუშევარზე და მის განლაგებაზე სივრცეში, ყოველგვარი ქვეტექსტის ან დამატებითი მნიშვნელობის მინიჭების გარეშე. მხატვრის პირადი ხელწერა განზრახ არ იკვეთება. შესაბამისად, მინიმალისტური ნამუშევრები სამგანზომილებიანი არქიტექტურული სტრუქტურის ფორმას იღებს, უშუალო ზემოქმედებაში გარშემო მყოფ სივრცესთან, შუქთან და მაყურებელთან. ის უარჰყოფს ყოველგვარ მნიშვნელობას და ემოციას და მხოლოდ საკუთარ თავს წარმოადგენს.

მინიმალიზმი, როგორც გამოკვეთილი მიმდინარეობა, უკავშირდება მეორე მსოფლიოს ომის შემდგომი პერიოდის დასავლურ ვიზუალურ ხელოვნებას. მიმდინარეობა შემდგომში გავრცელდა მუსიკაში (მაგ. სტივ რეიხის, ფილიპ გლასის, ედვარდ რიჩარდსონისა და ტერი რაილის შემოქმედება), თეატრსა და კინემატოგრაფიაშიც. საფუძვლად მოდერნიზმის ცალკეული ასპექტები დაედო და მას ხშირად პოსტმოდერნიზმთან და ექსპრესიონიზმის საწინააღმდეგო რეაქციასთან აკავშირებენ ფეწერასა და კომპოზიციაში.

მინიმალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან: კარლ ანდრე, დენ ფლავინი, დონალდ ჯუდი, სოლ ლიუიტი, ტობერტ მორისი, ფრენკ სტელა. მინიმალისტებზე გავლენა იქონიეს მარკ როჰკომ, ბერნეტ ნიუმანმა და მარსელ დუხამპმა.