დიოსკურია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 19: ხაზი 19:
მხოლოდ VI საუკუნის შუა წლებში ბიზანტიელი ისტორიკოსი [[პროკოფი კესარიელი]] ახსენებს პატარა ციხე-სიმაგრეს, მდგარს ლაზიკიდან აზოვის ზღვისაკენ მიმავალ გზაზე. იმ წლებში იმპერატორი იუსტინიანე აწარმოებდა ომს სპარსელებთან. რადგანაც ფიქრობდა რომ ვერ შეინარჩუნებდა [[სებასტოპოლისი|სებასტოპოლისს]] და [[პიტიუნთი|პიტიუნტს]] ([[ბიჭვინთა]]) მან 550 წელს ისინი დაანგრია იქიდან გარნიზონი წაიყვანა. მაგრამ მალე ბიზანტიელებმა აღადგინეს ქალაქი [[სებასტოპოლისი]]. ხოლო შემდეგ მისი კვალი ქრება.
მხოლოდ VI საუკუნის შუა წლებში ბიზანტიელი ისტორიკოსი [[პროკოფი კესარიელი]] ახსენებს პატარა ციხე-სიმაგრეს, მდგარს ლაზიკიდან აზოვის ზღვისაკენ მიმავალ გზაზე. იმ წლებში იმპერატორი იუსტინიანე აწარმოებდა ომს სპარსელებთან. რადგანაც ფიქრობდა რომ ვერ შეინარჩუნებდა [[სებასტოპოლისი|სებასტოპოლისს]] და [[პიტიუნთი|პიტიუნტს]] ([[ბიჭვინთა]]) მან 550 წელს ისინი დაანგრია იქიდან გარნიზონი წაიყვანა. მაგრამ მალე ბიზანტიელებმა აღადგინეს ქალაქი [[სებასტოპოლისი]]. ხოლო შემდეგ მისი კვალი ქრება.


ქალაქმა არსებობა განაგრძო "ცხუმის" სახელწოდებით. იგი იყო სანაოსნო პორტი და სავაჭრო მნიშვნელობის პატარა ქალაქი აბასგთა სამთავროში. კლისურის კედლის ერთ ერთი დანიშნულება მისი აღოსავლეთიდან დაცვა იყო. ცხუმი 737 წელს გადაწვეს [[არაბები|არაბებმა]]. მას შემდეგ რაც [[მარვან II იბნ მუჰამადი|მარვან]] ყრუმ მოახერხა კლისურის კედლის გადალახვა და აფხაზეთში შეჭრა. ამის შემდეგ იწყება უშუალოდ [[სოხუმი|სოხუმის]] ისტორია, რომელიც უკვე შუა საუკუნეების ფეოდალურ დასახლეას წარმოადგენდა. 1120 წელს იხსენიებენ აქ ჩამოსული [[ჯვაროსნები]]. სადაც ჩავიდნენ გემით და უკან იმავე გზით დაბრუნდნენ.
ქალაქმა არსებობა განაგრძო "ცხუმის" სახელწოდებით. იგი იყო სანაოსნო პორტი და სავაჭრო მნიშვნელობის პატარა ქალაქი [[აბაზგია|აბაზგთა]] სამთავროში. [[კელასურის კედელი|კელასურის კედელის]] ერთ ერთი დანიშნულება მისი აღმოსავლეთიდან დაცვა იყო. ცხუმი 737 წელს გადაწვეს [[არაბები|არაბებმა]]. მას შემდეგ რაც [[მარვან II იბნ მუჰამადი|მარვან]] ყრუმ მოახერხა კლისურის კედლის გადალახვა და [[აფხაზეთი|აფხაზეთში]] შეჭრა. ამის შემდეგ იწყება უშუალოდ [[სოხუმი|სოხუმის]] ისტორია, რომელიც უკვე შუა საუკუნეების ფეოდალურ დასახლეას წარმოადგენდა. 1120 წელს იხსენიებენ აქ ჩამოსული [[ჯვაროსნები]]. სადაც ჩავიდნენ გემით და უკან იმავე გზით დაბრუნდნენ.


== დღევანდელობა ==
== დღევანდელობა ==

15:41, 8 მარტი 2018-ის ვერსია

უძველესი დიოსკურიის ნანგრევები

დიოსკურია (ბერძ. Διοσκουριάς) — ანტიკური ქალაქი კოლხეთის შავი ზღვის სანაპიროზე (ახლანდელი ქ. სოხუმის ადგილზე). დააარსეს ბერძნებმა მოახალშენეებმა, მილეტელებმა, ძვ. წ. VI საუკუნეში.

ადგილმდებარეობა

მდებარეობს ახლანდელი სოხუმის ცენტრში, უმეტეს წილად სოხუმის აკვატორიის ფსკერზე, მდინრეების აძაფშს და ბესლეთს შორის. 1953 წელს ერთ-ერთი სანატორიუმის ფიზკულტურის ხელმღვანელმა იური მოვჩანმა ზღვის ფსკერზე ნაპირთან ახლოს ქვის ლოდი შეამჩნია, გაწმენდისა და ნაპირზე გამოტანის შემდეგ ნახეს რომ ქვა მარმარილოს ბარელიეფი იყო. ეს ძველი ქალაქის დიოსკურიის ნანგრევები აღმოჩნდა.

ეტიმოლოგია

სახელი უწოდეს დიოსკურების ლედას ტყუპების, პოლიდევკესა და კასტორის პატივსაცემად, ისინი იაზონთან ერთად არგოთი კოლხეთშიც იყვნენ. ამ ვერსიას იზიარებს პომპონიუს მელა. ზოგი ავტორი (სტრაბონი, პლინიუს უფროსი) გადმოგვცემს, რომ იგი დაარსებულია კასტორისა და პოლუქსის მეეტლეების, ამფიტიუსისა და კერკიუსის (ამფისტრატოსი და რეკასი) მიერ.

ისტორია

2500 წლის წინ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ბერძენმა ვაჭრებმა მილეტიდან დააარსეს კოლონია დიოსკურია. ერთი დამაარსებელი ამფიტიუსი ვაჭარი იყო, მეორე კერკიუსი კი მეომარი, ამიტომაც დიოსკურიის სიმბოლოდ მიიჩნეოდა მახვილი და ამფორა. დიოსკურია პიტიუსთან, გიენოსთან და ფაზისთან ერთად წარმოადგენდა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მთავარი სავაჭრო სისტემის ერთ-ერთ ცენტრს. აქ ჩამოდიოდა უამრავი ვაჭარი სხვა და სხვა ქვეყნიდან. ქალაქი ასევე კარგად იყო დაცული, რასაც ოწმობს სოხუმის აკვატორიაში არსებული ძვ.წ. V-IV სს მასიური ბერძნული სტილის სამხედრო თავდაცვითი ნაგებობები. დამაარსებლებიდან მოყოლებული ქალაქს მართავდა ოლიგაარქია-სამხედროების და დიდვაჭრების საბჭო.ვარაუდობენ, რომ სახელი „დიოსკურია“ წარმოიქმნა ტყუპი ძმების, დიოსკურების, ანუ ზევსის ვაჟების - პოლიდევკესა და კასტორისგან. ისინი იყვნენ ტროელი ელენეს ძმები და იასონთან ერთად არგონავტების ლაშქრობაში მონაწილეობდნენ. დიოსკურების კულტი გავრცელებული იყო როგორც ძველ საბერძნეთში, ასევე რომში. დიოსკურებს განასახიერებს მარჩბივის, იმავე ტყუპების , ჰოროსკოპიც, რომლის სიმბოლოც ორი ადამიანია. დიოსკურების გამოსახულება გვხვდება ფულზეც. სიმონ ჯანაშიას მუზეუმში ინახება 12 მონეტა, რომელიც დიოსკურიაშია მოჭრილი და ასევე აწერია – ΔΙΟΣ/ΚΟΥΡΙΑ/ΔΟΣ. ვარაუდობენ, რომ ფული ძვ. წ. II-I საუკუნეებში მოიჭრა. პონტოს მეფემ მითრიდატე VI-მ შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო თავის სამფლობელოს სწორედ ამ დროს მიუერთა. უკვე მითრიდატეს ქვეშევრდომი დიოსკურიელები მუნიციპალურ სტრუქტურებს ინარჩუნებდნენ და საკუთარ სპილენძის ფულსაც ჭრიდნენ. პონტოს კოლხეთის ადმინისტრაციის სამყოფელი სწორედ დიოსკურია იყო., დიოსკურიაში მითრიდატე VI-ის გარნიზონი იდგა და მონეტების მოჭრას სწორედ მის მიერ დანიშნული მოხელე აკონტროლებდა.ძვ.წ. 65-64 წწში რომაელებისაგან დევნილი მითრიდატე სწორედ დიოსკურიას შეეფარა. I საუკუნის გეოგრაფი სტრაბონი წერდა: "დიოსკურია წარმოადგენს კასპიისა და პონტოს ზღვებს შორის ყელის დასაწყისს და ხალხთა საერთო სავაჭრო ცენტრს, რომლების მას ზევით და ახლოს ცხოვრობენ; აქ იკრიბებიან, 70 ეროვნების ადამიანი. ახალი ერის დასაწყისში მოხდა რაღაც კატასტროფა, რამაც გამოიწვია ძველბერძნული დასახლების განადგურება ან დაკნინება. .ამ პერიოდში შავიზღვისპირეთში შეინიშნება ძლიერი მიწისძვრები რაც ბევრ ქალაქს ზიანს აყენებს. მათ შორის ოლვიას, პანტიკაპეიონს და ტრაპეზუნდს.

რომაელი მეცნიერი პლინიუსი, დაღუპული 79 წელს ვეზუვის ამოფრქვევის დროს, წერდა დიოსკურიაზე: ახლა ეს ქალაქი მიტოვებულია, მაგრამ ის ისე მეტად ცნობილი იყო, რომ თიმოსფენის თქმით, იქ იკრიბებოდა 300 ეროვნების სხვა დასხა ენაზე მოლაპარაკე ადამიანი. და ამის შემდეგ ჩვენი რომაელები თავის საქმეებს აწარმოებდნენ 130 თარჯიმნის დახმარებით". პლევიუსი წერს რომ ამ ადგილზე არსებობდა რომაული ქალაქი სებასტოპოლისი. მაგრამ რომაულ ქალაქს როგორც ბერძნულს რაღაც სტიქიური უბედურება დაატყდა თავს.

სებასტოპოლისის არსებობის პერიოდში აქ იდგა რომაულლი კოჰორტა. რომაული ადმინისტრაციის ცენტრი დიოსკურიადან პიტიუსში გადავიდა, თუმცა იგი დაკნინებული არ ჩანს. ქალაქს ხის მასიური გალავანი ერტყა. გოთების შემოსევისას 134-136 წწ ში ქალაქი გადაწვეს ხოლო რომაული კოჰორტა გაანადგურეს.ამის შემდეგ სებასტოპოლისი ისტორიული წყაროებიდან ქრება.

მხოლოდ VI საუკუნის შუა წლებში ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოფი კესარიელი ახსენებს პატარა ციხე-სიმაგრეს, მდგარს ლაზიკიდან აზოვის ზღვისაკენ მიმავალ გზაზე. იმ წლებში იმპერატორი იუსტინიანე აწარმოებდა ომს სპარსელებთან. რადგანაც ფიქრობდა რომ ვერ შეინარჩუნებდა სებასტოპოლისს და პიტიუნტს (ბიჭვინთა) მან 550 წელს ისინი დაანგრია იქიდან გარნიზონი წაიყვანა. მაგრამ მალე ბიზანტიელებმა აღადგინეს ქალაქი სებასტოპოლისი. ხოლო შემდეგ მისი კვალი ქრება.

ქალაქმა არსებობა განაგრძო "ცხუმის" სახელწოდებით. იგი იყო სანაოსნო პორტი და სავაჭრო მნიშვნელობის პატარა ქალაქი აბაზგთა სამთავროში. კელასურის კედელის ერთ ერთი დანიშნულება მისი აღმოსავლეთიდან დაცვა იყო. ცხუმი 737 წელს გადაწვეს არაბებმა. მას შემდეგ რაც მარვან ყრუმ მოახერხა კლისურის კედლის გადალახვა და აფხაზეთში შეჭრა. ამის შემდეგ იწყება უშუალოდ სოხუმის ისტორია, რომელიც უკვე შუა საუკუნეების ფეოდალურ დასახლეას წარმოადგენდა. 1120 წელს იხსენიებენ აქ ჩამოსული ჯვაროსნები. სადაც ჩავიდნენ გემით და უკან იმავე გზით დაბრუნდნენ.

დღევანდელობა

სოხუმის სანაპიროზე ბევრი სიანტერესო არქეოლოგიური მასალა აღმოჩნდა. ამფორები, მონეტები, საფლავის ქვები, ფორტიფიკაციის სისტემების ნაშთები, საბრძოლო იარაღი. მათი უმრავლესობა დღემდე სოხუმის ისტორიულ მუზეუმში ინახება. თუმცა ქალაქი თითქმის შეუსწავლელია რადგან აქ აღმოჩენები მხოლოდ 80 იან წლებში დაიწყო. აფხაზეთის ომმა კი საბოლოოდ ჩაშალა ყველა ისტორიული ექსპედიციის სურვილი, ძირეულად ეწარმოებინათ არქეოლოგიური სამუშაოები ქალაქის ტერიტორიაზე. ზამთვრის პერიოდში როდესაც ზღვა მთლიანად იწმინდება დღემდე ჩანს პორტის ფსკერზე აზიდული თოთხმეტი ბერძნული კოლონა, რომელიც ქალაქის ისტორიის დიდ საიდუმლოს ინახავს.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ძველი კოლხეთი და გარე სამყარო, თბლისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თემურ თოდუა, 2008 წელი.

რესურსები ინტერნეტში