შაქრიანი დიაბეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 37.232.82.124 ცვლილებების გაუქმება (№3451127)
იარლიყი: გაუქმება
მომხმარებლის 37.232.82.124 ცვლილებების გაუქმება (№3451126)
იარლიყი: გაუქმება
ხაზი 23: ხაზი 23:
დიაბეტის ყველა ფორმის მკურნალობის საფუძველი არის დიეტა და ცხოვრების სტილის შეცვლა. ნახშირწყლების და კალორიების ნაკლებად მიღება, აუცილებელია ვარჯიში და ხშირი მოძრაობა, სასურველია ყოველდღიური 30-60 წთ ფეხით სიარული ან სირბილი, ასევე ცურვა.
დიაბეტის ყველა ფორმის მკურნალობის საფუძველი არის დიეტა და ცხოვრების სტილის შეცვლა. ნახშირწყლების და კალორიების ნაკლებად მიღება, აუცილებელია ვარჯიში და ხშირი მოძრაობა, სასურველია ყოველდღიური 30-60 წთ ფეხით სიარული ან სირბილი, ასევე ცურვა.


მკურნალობისთვის აუცილებლად უნდა დადგინდეს თუ რომელი დიაბეტის ფორმა აქვს ადამიანს. პირველი ტიპის შემთხვევში მკურნალობა ხდება ძირითადად ინსულინის საშუალებით, მეორე ტიპის დროს კი პირველად დიეტა, თუ ვერ მოხერხდა შაქრის შემცველობის დაყვანა ნორმამდე, მაშინ ორალური მედიკამენტები, ან ინსულინი.შაქრიანი დიაბეტი იმდენად გახშირდა, რომ ის უკვე გლობალურ ეპიდემიად იქცა. არსებობს ორი ძირითადი ტიპის დიაბეტი. I ტიპის დიაბეტი ძირითადად ბავშვობაში ვლინდება და ექიმებმა დღემდე არ იციან, როგორ აიცილონ ის თავიდან. ეს სტატია ეხება II ტიპის დიაბეტს, რომელიც დიაბეტით დაავადებულ ადამიანთა დაახლოებით 90%-ს აქვს.
მკურნალობისთვის აუცილებლად უნდა დადგინდეს თუ რომელი დიაბეტის ფორმა აქვს ადამიანს. პირველი ტიპის შემთხვევში მკურნალობა ხდება ძირითადად ინსულინის საშუალებით, მეორე ტიპის დროს კი პირველად დიეტა, თუ ვერ მოხერხდა შაქრის შემცველობის დაყვანა ნორმამდე, მაშინ ორალური მედიკამენტები, ან ინსულინი.


აქამდე II ტიპის დიაბეტი უმეტესად ზრდასრულ ადამიანთა დაავადებად ითვლებოდა, თუმცა ბოლო დროს ის უკვე ბავშვებშიც შეინიშნება. ექსპერტები თვლიან, რომ II ტიპის დიაბეტის რისკის შემცირება შესაძლებელია. მცირე ინფორმაციის მიღება ამ ვერაგი დაავადების შესახებ ძალიან დაგეხმარებათ. *

== რა არის დიაბეტი? ==
დიაბეტი ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა აღენიშნება. ეს დაავადება აფერხებს სისხლძარღვებში შაქრის გადატანის ბუნებრივ პროცესს, რომლის მეშვეობითაც უნდა მოხდეს უჯრედებისთვის ენერგიის მიწოდება. შედეგად, ზიანდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები და ირღვევა სისხლის მიმოქცევის პროცესი, რაც ზოგჯერ იწვევს ფეხის თითის ან ტერფის ამპუტაციას, სიბრმავეს და თირკმელების დაზიანებას. დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა უმეტესობა იღუპება გულის შეტევით ან ინსულტით.

II ტიპის დიაბეტის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი შეიძლება ჭარბი წონა იყოს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მუცლისა და წელის არეში დაგროვილი ცხიმი ზრდის დიაბეტით დაავადების რისკს. უფრო კონკრეტულად კი, პანკრეასსა და ღვიძლში დაგროვებული ცხიმი აფერხებს სისხლში შაქრის დონის რეგულირებას. რისი გაკეთება შეგიძლიათ რისკის შესამცირებლად?

== სამი რჩევა დიაბეტით დაავადების რისკის შესამცირებლად ==
'''1. აკონტროლეთ სისხლში შაქრის დონე თუკი მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებით.''' II ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარებამდე ადამიანთა უმრავლესობაში გამოხატულია ''პრედიაბეტური'' მდგომარეობა. ამ დროს სისხლში შაქრის დონე ნორმაზე მეტია. ჯანმრთელობისთვის ორივე მდგომარეობა სახიფათოა, მაგრამ ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება. მართალია დიაბეტის გაკონტროლება შეიძლება, მაგრამ ის არ იკურნება. მეორეს მხრივ, ზოგიერთმა, ვისაც პრედიაბეტური მდგომარეობა ჰქონდა, შეძლო სისხლში შაქრის დონის ნორმამდე დაყვანა. პრედიაბეტს არ აღენიშნება მკვეთრად გამოხატული სიმპტომები, აქედან გამომდინარე ეს პროცესი შეიძლება შეუმჩნევლად მიმდინარეობდეს. ერთი ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში 316 მილიონ ადამიანს აღენიშნება პრედიაბეტი, თუმცა ბევრი ვერც კი ხვდება ამას. მაგალითად, მხოლოდ შეერთებულ შტატებში პრედიაბეტის მქონე ადამიანთა დაახლოებით 90%-მა არც კი იცის, რომ ამ მდგომარეობაშია.

პრედიაბეტი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. გარდა იმისა, რომ ის II ტიპის დიაბეტის წინაპირობაა, დადგინდა, რომ ის დემენციის (ტვინის ორგანული დაავადების შედეგად განვითარებული ჭკუასუსტობა) გამომწვევი მიზეზიცაა. თუ ჭარბწონიანი ხართ, ფიზიკურად ნაკლებად იტვირთებით ან სისხლით ნათესავს ჰქონია დიაბეტი, შეიძლება თქვენ უკვე პრედიაბეტი გაქვთ. ამის გარკვევაში სისხლის ანალიზის გაკეთება დაგეხმარებათ.
[[კატეგორია:დაავადებები]]
[[კატეგორია:დაავადებები]]
[[კატეგორია:დიაბეტი]]
[[კატეგორია:დიაბეტი]]

15:44, 19 თებერვალი 2018-ის ვერსია

გაეროს მიერ შემოღებული შაქრის დიაბეტის აღმნიშვნელი „ცისფერი რგოლის“ სიმბოლო

შაქრიანი დიაბეტი (ლათ. diabetes mellitus) ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომლის დროსაც სისხლში მომატებულია გლუკოზის კონცენტრაცია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

გამომწვევი მიზეზები

ორგანიზმში ინსულინის ნაკლებობა იწვევს დიაბეტს. ინსულინის დანაკლისი თავის მხრივ შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ პანკრეასი ვერ გამოიმუშავებს ამ ჰორმონის საკმარის რაოდენობას.

სხვა შემთხვევაში ინსულინი გამომუშავდება საკმაო რაოდენობით, მაგრამ ნივთიერებათა ცვლის ზოგადი მოშლილობის გამო იგი ვერ მოქმედებს ეფექტურად. ამიტომაა, რომ არსებობს დიაბეტის სხვადასხვა სახეობა.

დიაბეტის დროს სისხლში გროვდება გლუკოზის ზედმეტი რაოდენობა, შემდეგ კი იწყება მისი გამოყოფა შარდით.

ორგანიზმის ენერგეტიკული მომარაგების ყველაზე მეტი წილი საკვების ნახშირწყლებზე მოდის. ესენია შაქრები და სახამებელი, რომელსაც შეიცავს პურეული, ბურღულეული და ტკბილეული. მიღებული ნახშირწყლები კუჭ-ნაწლავში იშლება და ბოლოს მონოსაქარიდგლუკოზად გარდაიქმნება. სწორედ გლუკოზის სახით ხდება ნახშირწყლების ათვისება კუნთებსა და ორგანოებში, სადაც მიმდინარეობს ენერგეტიკული პროცესები. იმისათვის, რომ კუნთმა და სხვა ქსოვილმა სისხლიდან გლუკოზა შეითვისოს, საჭიროა ინსულინი. ინსულინს გამოიმუშავებს კუჭქვეშა ჯირკვალი ანუ პანკრეასი.

მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზი მთლად ნათელი არ არის. ზოგჯერ იგი აღმოცენდება პანკრეასის ანთების შემდეგ, მაგრამ ასეთი შემთხვევები იშვიათია. ზოგჯერ დიაბეტის გამოაშკარავება დაკავშირებულია ტკბილეულის გადაჭარბებულ ჭამასთან, ზოგჯერ ამა თუ იმ ინფექციურ დაავადებასთან, ფსიქიკურ ტრამვასთან. დიდი მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობას, განსაკუთრებით თუ დიაბეტი ორივე მშობელს აქვს. ზემოხსენებული ფაქტორების ცოდნა საჭიროა, რადგან ამის მიხედვით ტარდება პროფილაქტიკური ღონისძიებები.

ნიშნები, დიაგნოსტირება

დიაბეტის გამოვლინებები მრავალფეროვანია. ზოგი ავადმყოფი წონაში იკლებს (ხშირად ტიპი 1-ის შემთხვევაში), თუმცა მადა გაძლიერებული აქვს და ბევრს ჭამს. დიაბეტით ავადმყოფს წყურვილიც აწუხებს, დიდი რაოდენობით იღებს სითხეს და დიდი რაოდენობით გამოყოფს შარდს. ბევრი ავადმყოფი, პირიქით, გასუქებულია (ტიპი 2), ან ნორმალური წონისაა.

დიაბეტი გამოვლინდება სისხლსა და შარდში გლუკოზის გამოკვლევების საფუძველზე, რასაც აკეთებენ დიაბეტის რაიმე გართულების შემდეგ. არცთუ იშვიათად, გამოკვლევის დროს სისხლში გლუკოზის მომატებული დონე აღმოაჩნდება თითქოსდა ჯანმრთელ ადამიანს.

დასაწყისში დიაბეტით დაავადებულს შეიძლება აწუხებდეს მხოლოდ საერთო სისუსტე და შრომის უნარის დაქვეითება. ხშირად დიაბეტი ფარულად მიმდინარეობს და მხოლოდ რომელიმე გართულების შემდეგ იპყრობს ყურადღებას. ასეთი გართულებებია: ტანის ქავილი და ჩირქოვანი დაავადებები, მხედველობის დაქვეითება, კიდურებში მგრძნობელობის შეცვლა და ტკივილი, სტენოკარდიის შეტევები, გულის კუნთის ინფარქტი, ღვიძლის გადიდება და გამკვრივება, თირკმელების დაზიანება არტერიული სისხლის წნევის მომატებით, ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს დიაბეტური კომა ცნობიერების დაკარგვით.

დიაბეტის ყველა ფორმის მკურნალობის საფუძველი არის დიეტა და ცხოვრების სტილის შეცვლა. ნახშირწყლების და კალორიების ნაკლებად მიღება, აუცილებელია ვარჯიში და ხშირი მოძრაობა, სასურველია ყოველდღიური 30-60 წთ ფეხით სიარული ან სირბილი, ასევე ცურვა.

მკურნალობისთვის აუცილებლად უნდა დადგინდეს თუ რომელი დიაბეტის ფორმა აქვს ადამიანს. პირველი ტიპის შემთხვევში მკურნალობა ხდება ძირითადად ინსულინის საშუალებით, მეორე ტიპის დროს კი პირველად დიეტა, თუ ვერ მოხერხდა შაქრის შემცველობის დაყვანა ნორმამდე, მაშინ ორალური მედიკამენტები, ან ინსულინი.