კლარჯეთის საერისთავო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 74: ხაზი 74:
|-----
|-----
| '''[[გურგენ IV|გურგენ IV დიდი]]'''. ადარნასეს II-ის ძე.|| align="center" | [[918]] – [[14 თებერვალი]], [[941]]
| '''[[გურგენ IV|გურგენ IV დიდი]]'''. ადარნასეს II-ის ძე.|| align="center" | [[918]] – [[14 თებერვალი]], [[941]]
| [[კლარჯეთი|კლარჯეთის]] [[ერისთავთ-ერისთავი|ერისთავთ ერისთავი]] და მაგისტროსი. [[კლარჯეთი|კლარჯეთის]], [[ჯავახეთი|ჯავახეთის]], [[აჭარა|აჭარისა]] და [[ნიგალი|ნიგალის]] მფლობელი, † [[941|941 წლის]] [[14 თებერვალი|14 თებერვალს]], უმემკვიდრეოდ და მისი სამფლობელოები კლარჯეთის არტანუჯელმა ბაგრატიონებმა დაიკავეს.
| [[კლარჯეთი|კლარჯეთის]] [[ერისთავთ-ერისთავი|ერისთავთ ერისთავი]] და მაგისტროსი. [[კლარჯეთი|კლარჯეთის]], [[ჯავახეთი|ჯავახეთის]], [[აჭარა|აჭარისა]] და [[ნიგალი|ნიგალის]] მფლობელი, † [[941|941 წლის]] [[14 თებერვალი|14 თებერვალს]], უმემკვიდრეოდ და მისი სამფლობელოები [[ტაოს სამთავრო|ტაოს]] [[ბაგრატიონები|ბაგრატიონთა]] II შტომ დაიკავა.
|-----
| colspan="4" align="center" bgcolor=#FFCB31 | <center>'''[[ტაო|ტაოს]] [[ბაგრატიონები|ბაგრატიონთა]] II შტო'''</center>
|-----
|-----
| '''[[ბაგრატ I (ქართველთა მეფე)|ბაგრატ II ერისთავი]]''', [[ადარნასე II|ადარნასე II]]-ის ძე || align="center" | [[14 თებერვალი]], [[941]] – [[მარტი]], [[945]]
| '''[[ბაგრატ I (ქართველთა მეფე)|ბაგრატ II ერისთავი]]''', [[ადარნასე II|ადარნასე II]]-ის ძე || align="center" | [[14 თებერვალი]], [[941]] – [[მარტი]], [[945]]
| [[კლარჯეთი|კლარჯეთის]] [[ერისთავი]]. მაგისტროსი [[937|937 წლიდან]]. მამა [[ადარნასე III|ადარნასე III–ისა]] (ასევე, [[937|937 წელს]] [[ბაგრატ II (ქართველთა მეფე)|ბაგრატ III]] გახდა [[ერისთავთ-ერისთავი|ერისთავთ ერისთავი.]])
| [[ტაოს სამთავრო|ტაოს მთავარი]]. მაგისტროსი [[937|937 წლიდან]]. მამა [[ადარნასე III|ადარნასე III–ისა]] (ასევე, [[937|937 წელს]] [[ბაგრატ II (ქართველთა მეფე)|ბაგრატ III]] გახდა [[ერისთავთ-ერისთავი|ერისთავთ ერისთავი.]])
|-----
|-----
| '''[[ადარნასე III|ადარნასე III ერისთავი]]''', [[ბაგრატ I (ქართველთა მეფე)|ბაგრატ მაგისტროსის]] ძე || align="center" | [[მარტი]], [[945]] – [[961]]
| '''[[ადარნასე III|ადარნასე III ერისთავი]]''', [[ბაგრატ I (ქართველთა მეფე)|ბაგრატ მაგისტროსის]] ძე || align="center" | [[მარტი]], [[945]] – [[961]]
| [[კლარჯეთი|კლარჯეთის]] [[ერისთავი]]. მაგისტროსი [[945|945 წლიდან]], [[კურაპალატი]] [[958|958 წლიდან.]] ძალდატანებით ფიჩოსანქმნილი შვილთა მიერ. მამა [[ბაგრატ ერისთავთერისთავი|ბაგრატ IV–ისა]] და [[დავით III|დავით III დიდისა.]]
| [[ტაოს სამთავრო|ტაოს მთავარი]]. მაგისტროსი [[945|945 წლიდან]], [[კურაპალატი]] [[958|958 წლიდან.]] ძალდატანებით ფიჩოსანქმნილი შვილთა მიერ. მამა [[ბაგრატ ერისთავთერისთავი|ბაგრატ IV–ისა]] და [[დავით III|დავით III დიდისა.]]
|-----
|-----
| '''[[ბაგრატ ერისთავთერისთავი|ბაგრატ IV ერისთავთ ერისთავი]]''', [[ადარნასე III|ადარნასე III მაგისტროსის]] ძე || align="center" | [[961]] – [[966]]
| '''[[ბაგრატ ერისთავთერისთავი|ბაგრატ IV ერისთავთ ერისთავი]]''', [[ადარნასე III|ადარნასე III მაგისტროსის]] ძე || align="center" | [[961]] – [[966]]
| [[კლარჯეთი|კლარჯეთის]] [[ერისთავთერისთავი|ერისთავთ ერისთავი]]. [[ოშკი|ოშკის]] ეკლესიის ერთი მაშენებელთაგანი. †[[966|966 წელს.]]
| [[ტაოს სამთავრო|ტაოს მთავარი]]. [[ოშკი|ოშკის]] ეკლესიის ერთი მაშენებელთაგანი. †[[966|966 წელს.]]
|-----
| '''[[ადარნასე IV]]''', [[სუმბატ I|სუმბატ I-ის]] ძე || align="center" | [[961]] – [[983]]
| [[ტაოს სამთავრო|ტაოს მთავარი]]. [[კურაპალატი]]. მამა დავით IV მცირესი. †[[983|983 წელს.]]
|-----
|-----
| '''[[დავით III|დავით III დიდი ერისთავთ ერისთავი]]''', [[ადარნასე III|ადარნასე III-ის]] ძე || align="center" | [[966]] – [[31 მარტი]], [[1001]]
| '''[[დავით III|დავით III დიდი ერისთავთ ერისთავი]]''', [[ადარნასე III|ადარნასე III-ის]] ძე || align="center" | [[966]] – [[31 მარტი]], [[1001]]
| [[კლარჯეთი|კლარჯეთის]] [[ერისთავთერისთავი|ერისთავთ ერისთავი]]. მაგისტროსი [[973|973 წლიდან]], [[კურაპალატი]] [[978|978 წლიდან.]] [[ტაოს სამთავრო|ტაოს მეფე]] ([[ქართლის ცხოვრება|ქართლის ცხოვრების]] მიხედვით [[983]] - [[1001]] [[წელი|წლებში]] [http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/68532]). [[ოშკი|ოშკის]], [[ხახული|ხახულის]], [[პარხალი|პარხლის]] ეკლესიათა მაშენებელი და განმაახლებელი [[ოთხთა ეკლესია|ოთხთა ეკლესიათა.]] (†[[1001]], უძეოდ) [http://dspace.gela.org.ge/bitstream/123456789/607/1/sumbat%20davitis%20dzis%20qronika%20gamocema%20mesame.pdf]
| [[ტაოს სამთავრო|ტაოს მთავარი]]. მაგისტროსი [[973|973 წლიდან]], [[კურაპალატი]] [[978|978 წლიდან.]] [[ტაოს სამთავრო|ტაოს მეფე]] ([[ქართლის ცხოვრება|ქართლის ცხოვრების]] მიხედვით [[983]] - [[1001]] [[წელი|წლებში]] [http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/68532]). [[ოშკი|ოშკის]], [[ხახული|ხახულის]], [[პარხალი|პარხლის]] ეკლესიათა მაშენებელი და განმაახლებელი [[ოთხთა ეკლესია|ოთხთა ეკლესიათა.]] †[[1001]], უძეოდ. [http://dspace.gela.org.ge/bitstream/123456789/607/1/sumbat%20davitis%20dzis%20qronika%20gamocema%20mesame.pdf]
|-----
|-----
| colspan="4" align="center" bgcolor=#FFCB31 | <center>იმიერ–ტაო ([[ოლთისი (ქალაქი)|ოლთისის]] წყლის მარცხენა მხარე) [[1001|1001 წლიდან]] — [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის იმპერიის]] დაქვემდებარებაშია.</center>
| colspan="4" align="center" bgcolor=#FFCB31 | <center>იმიერ–ტაო ([[ოლთისი (ქალაქი)|ოლთისის]] წყლის მარცხენა მხარე) [[1001|1001 წლიდან]] — [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის იმპერიის]] დაქვემდებარებაშია.</center>

20:32, 13 თებერვალი 2018-ის ვერსია

იბერიის სამეფოს რუკა ფარნავაზის დროს, რომლის საერისთავოთაგან ერთ-ერთი კლარჯეთი.

კლარჯეთის საერისთავო — ისტორიული საქართველოს ადმინისტრაციული ერთეული. ფარნავაზ I-ის ეპოქაში ქართლის ანუ იბერიის სამეფო 1 სასპასპეტოდ და 8 საერისთავოდ იყო დაყოფილი,[1] მათგან ერთ-ერთი კი კლარჯეთი იყო. მის ეპოქაში იგი საკუთრივ კლარჯეთის გარდა შავშეთსა და ამიერ-ტაოსაც მოიცავდა. საერისთავოს დაარსება მოხდა მას შემდეგ რაც ფარნავაზმა მოახერხა აზონის დამარცხება და არიან-ქართლის ინკორპორაცია მოახდინა.[2] „ქართლის ცხოვრება“ მეფის მიერ კლარჯეთის ერისთავის დანიშვნას შემდეგნაირად მოიხსენიებს:

(ფარნავაზმა) ...გაგზავნა კლარჯეთის ერის-თავად, და მისცა არსიანითგან ზღუამდე.

ლეონტი მროველი, ცხოვრება ქართველთა მეფეთა, თავი მესამე

საერისთავოს უძველესი ცენტრი იყო ციხე თუხარისი, რომელიც ქართული საისტორიო ტრადიციის თანახმად, ქართველთა ერთ-ერთ ლეგენდარულ ეთნარქს - ოძრხოსს დაუარსებია.[3]

I საუკუნეში, კლარჯეთის საერისთავოს იმჟამინდელმა ერისთავმა, დაიმსახურა მეფე ადერკის წყრომა. მიზეზი ის იყო, რომ ერისთავი მის სამფლობელოში ჩასულ ანდრია პირველწოდებულს, შემწყნარებლური დამოკიდებულებით შეხვდა.[4]

III საუკუნის შუა ხანებში კლარჯეთის ერისთავი, „ქვემო ივერიის“ ანუ დასავლეთ საქართველოს სხვა ოთხ ერისთავთან ერთად, მეფე ამაზასპის წინააღმდეგ მიმართულ აჯანყებაში მონაწილეობდა.[5]

V საუკუნეში, სავარაუდოდ 456[6] წელს, ვახტანგ გორგასალმა ბიზანტიისაგან დაიბრუნა დაახ. 370 წელს წართმეული კლარჯეთი და მის გამგებლად თავისი ძუძუმტე, არტავაზი დანიშნა. სააღმშენებლო საქმიანობის დაწყებასთან ერთად, მეფემ ადმინისტრაციული ცვლილებაც მოახდინა და ერისთავის რეზიდენციად ახლადაშენებული არტანუჯი დაადგინა.

ერისთავმა არტავაზმა, მეფის ბრძანებით განაახლა ახიზის და ააშენა არტანუჯის ციხეები. მანვე ააშენა ოპიზის მონასტერი, მერეს, შინდობისა და ახიზის ეკლესიები.[7]

კლარჯეთის საერისთავომ არსებობა იბერიის სამეფოს გაუქმების შემდეგ, ქართლის საერისმთავროს არსებობის პერიოდშიც განაგრძო. სტეფანოზ I-დან აშოტამდე მას უშუალოდ ბაგრატიონები განაგებდნენ.[8] აშოტის გარდაცვალების და ბაგრატიონთა ტაოსა და კლარჯეთის შტოებად გაყოფის შემდეგ, კლარჯეთის ერისთავობა ამ უკანასკნელთ ერგოთ, თუმცა ისინი ქართველთა სამეფოს მეფეებს, ანუ ტაოს შტოს ბაგრატიონებს დაემორჩილნენ. დაახლოებით 1011 წელს ბაგრატ მესამემ დააპატიმრა და განდევნა „კლარჯ ხელმწიფეთა“ შტო.[9]

1191 წელს, ზაქარია ასპანისძის თამარ მეფის მიერ, შავშეთის, კლარჯეთისა (არტანუჯის) და ტაოს ერისთავად დამტკიცების შემდგომ, კლარჯეთი დანარჩენ ორთან ერთად, გაერთიანდა ერთ, ფანასკეთის (ანუ ტაოს) მონაპირე საერისთავოში, რომლის ცენტრიც ციხესიმაგრე ფანასკეთში იყო.[10]

ქართლის მთავრები [1]
სახელი მმართველობის წლები ტიტული
ქართლის მთავრები
გუარამ I კურაპალატი 575600 მამა სტეფანოზ I-ისა და დემეტრესი (აშენებდეს ეკლესიასა ჯუარის მცხეთას. [2])
სტეფანოზ I 600619 ქართლის მთავარი
ადარნასე I 619639 ქართლის მთავარი
სტეფანოზ II 639663 ქართლის მთავარი
კლარჯეთ-ჯავახეთის და გარდაბნის მმართველები
გუარამ II კურაპალატი 663678 მფლობელი კლარჯეთ (619 - 678)-ჯავახეთისა (627693). ექვემდებარება არჩილ II–ს († 678). მამა ქალ–ვაჟისა. ქალი — ცოლი არჩილ II-ისა, ვაჟი — ვარაზ-ბაკურ.
ვარაზ-ბაკურ 678705 ანტიპატრიკი ანუ ანტიპატი-პატრიკი კეისრის მიერ. მეფე არჩილ უმკვიდრებს მას გარდაბანს, რომლის მცხოვრებნი მას მოჰყავს ქართველთ სარწმუნოებაზე († 705).
ნერსე 705742 ძენი მისნი ფილიპე და სტეფანოზ და ადარნასე [3], ძე ვასაკ ბაგრატუნისა. იჭერს მამის სამფლობელოს. ექვემდებარება ბერძნებს († 742) [4].
ადარნასე ბაგრატიონი 742779 ერისთავთ ერისთავი. განაგებს სამფლობელოს მამისას; ძმებს უმკვიდრებს ერისთაობას და ექვემდებარება ბერძნებს († 779). დაქორწინდა ნერსეს ქალიშვილზე, რომლისგან ეყოლა: აშოტი I, გურგენი და ლატავრი (ცოლი — ქართლის მთავრის ჯვანშერისა.)
780826 წლებში კლარჯეთი არაბთა სახალიფომ დაიკავა
კლარჯეთის ბაგრატიონთა I შტო
ადარნასე I, აშოტ კურაპალატის უფროსი ძე 826867 კლარჯეთის ხელმწიფე. მამა გურგენ I–სა, აშოტ II კეკელასი და სუმბატ I მამფალი არტანუჯელისა.
გურგენ I, ადარნასე I-ის ძე 867891 კლარჯეთის ერისთავთ ერისთავი 867881 წლებში. კურაპალატი 881 წლიდან. ტაო-კლარჯეთის კურაპალატი 881888 წლებში. შემდგომში, არტაანის და შავშეთის ერისმთავარი 888891 წლებში. მამა ადარნასე II-ისა და აშოტ III კუხისა. † 891
ადარნასე II, გურგენ I-ის ძე 891896 კლარჯეთის ერისთავთ ერისთავი. მამა დავით II ერისთავთ ერისთავისა და გურგენ IV დიდისა.
დავით II ერისთავთ ერისთავი, ადარნასე II-ის ძე 896908 კლარჯეთის ერისთავთ ერისთავი. † 908 უშვილოდ.
აშოტ III კუხი არტაანელი ერისთავთ ერისთავი, გურგენ I-ის ძე 908918 კლარჯეთის ერისთავთ ერისთავი. † 918 უშვილოდ.
გურგენ IV დიდი. ადარნასეს II-ის ძე. 91814 თებერვალი, 941 კლარჯეთის ერისთავთ ერისთავი და მაგისტროსი. კლარჯეთის, ჯავახეთის, აჭარისა და ნიგალის მფლობელი, † 941 წლის 14 თებერვალს, უმემკვიდრეოდ და მისი სამფლობელოები ტაოს ბაგრატიონთა II შტომ დაიკავა.
ტაოს ბაგრატიონთა II შტო
ბაგრატ II ერისთავი, ადარნასე II-ის ძე 14 თებერვალი, 941მარტი, 945 ტაოს მთავარი. მაგისტროსი 937 წლიდან. მამა ადარნასე III–ისა (ასევე, 937 წელს ბაგრატ III გახდა ერისთავთ ერისთავი.)
ადარნასე III ერისთავი, ბაგრატ მაგისტროსის ძე მარტი, 945961 ტაოს მთავარი. მაგისტროსი 945 წლიდან, კურაპალატი 958 წლიდან. ძალდატანებით ფიჩოსანქმნილი შვილთა მიერ. მამა ბაგრატ IV–ისა და დავით III დიდისა.
ბაგრატ IV ერისთავთ ერისთავი, ადარნასე III მაგისტროსის ძე 961966 ტაოს მთავარი. ოშკის ეკლესიის ერთი მაშენებელთაგანი. †966 წელს.
ადარნასე IV, სუმბატ I-ის ძე 961983 ტაოს მთავარი. კურაპალატი. მამა დავით IV მცირესი. †983 წელს.
დავით III დიდი ერისთავთ ერისთავი, ადარნასე III-ის ძე 96631 მარტი, 1001 ტაოს მთავარი. მაგისტროსი 973 წლიდან, კურაპალატი 978 წლიდან. ტაოს მეფე (ქართლის ცხოვრების მიხედვით 983 - 1001 წლებში [5]). ოშკის, ხახულის, პარხლის ეკლესიათა მაშენებელი და განმაახლებელი ოთხთა ეკლესიათა. †1001, უძეოდ. [6]
იმიერ–ტაო (ოლთისის წყლის მარცხენა მხარე) 1001 წლიდანბიზანტიის იმპერიის დაქვემდებარებაშია.
ბაგრატ V ერისთავი 10011014 იგივე ბაგრატ II აფხაზთა მეფე, კურაპალატი 1001 წლიდან. აფხაზთა და ქართლის სამეფოების გამაერთიანებელი, გაერთიანებული საქართველოს სამეფოს პირველი მეფე ბაგრატ III 10081014 წლებში. ქუთაისის, ბედიის და ნიკორწმინდის ტაძრების მაშენებელი († 7 მაისი, 1014; დამარხულია ბედიის მონასტერში.)
არტანუჯელი ერისმთავრები
სახელი მმართველობის წლები ტიტული
კლარჯეთის ბაგრატიონთა II შტო
აშოტ II კეკელა, ადარნასე I კლარჯის ძე VII867 არტანუჯის ერისმთავარი. მამა გურგენ II კურაპალატისა და სუმბატ II არტანუჯელი ანთიპატრიკისა.
სუმბატ I მამფალი არტანუჯელი, ანთიპატოს-პატრიკი. ადარნასე I კლარჯის ძე 867889 არტანუჯის ერისმთავარი. მამა დავით I მამფალისა და ბაგრატ I მამფალი არტანუჯელისა.
ბაგრატ I მამფალი არტანუჯელი, მაგისტროსი, სუმბატის I მამფალის ძე 88920 აპრილი, 909 არტანუჯის ერისმთავარი. მამა ადარნასე III კლარჯისა, მონაზვნობაში ბასილისა († 945), გურგენ III ერისთავისა († 923), აშოტ IV კისკასისა († 939 წლის ივნისში უძეოდ) და დავით III ერისთავისა († 922). † 20 აპრილი, 909, აღვსების დღეს
დავით I მამფალი, სუმბატ I მამფალის უფროსი ძე 88920 თებერვალი, 943 არტანუჯის ერისმთავარი. მამა სუმბატ III არტანუჯელი ერისთავთ ერისთავისა († 988). † 20 თებერვალი, 943, მონაზვნობაში
გურგენ III 900923 არტანუჯის ერისთავი († 923). მამა გურგენ V-ისა († 968)
აშოტ IV კისკასი 923 - 932 არტანუჯის ერისმთავარი. მამა ერთადერთი ქალიშვილისა (შემდგომში ცოლი გურგენ IV დიდისა.) † ივნისი, 939 უძეოდ.
სუმბატ III არტანუჯელი ერისთავთ ერისთავი, დავითის I მამფალის ძე 943988 არტანუჯის ერისმთავარი. მამა ბაგრატ II არტანუჯელისა († 988) და დავით IV-ისა († 993)
დავით IV, სუმბატ III ერისთავთ ერისთავის ძე 988993 არტანუჯის ერისმთავარი
სუმბატ IV კლარჯი, არტანუჯელი. ბაგრატ II არტანუჯელის ძე, დავითის ძმისწული 9931011 არტანუჯის ერისმთავარი. მამა ბაგრატ IV-სა. † 1011, თმოგვის ციხე.
ბაგრატ IV 1011 არტანუჯის ერისმთავარი. (კონსტანტინეპოლს წავიდა).
გურგენ VI კლარჯი 10111012 არტანუჯის ერისმთავარი. მამა დემეტრესი (კონსტანტინეპოლს წავიდა). † 1012, თმოგვის ციხე
ბაგრატ III 10111014 გაერთიანებული საქართველოს მეფე

იხილეთ აგრეთვე

კომენტარები

სქოლიო

  1. გ. მამულია, სტ. „ფარნავაზი“, ქსე, ტ.10, გვ. 232
  2. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 4
  3. დ. მუსხელიშვილი, სტ „თუხარისი“, ქსე, ტ.5, გვ. 30
  4. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 42
  5. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 57
  6. ვ. გოილაძე, ვახტანგ გორგასალი და მისი ისტორიკოსი, თბილისი, 1991, გვ. 141–145
  7. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 178
  8. მ. ვაჩნაძე, ვ. გურული, მ. ბახტაძე, საქართველოს ისტორია – X კლასი, თბილისი, „არტანუჯი“, 2005. ISBN 99940-11-30-8
  9. ჯაბა სამუშია — ბაგრატ III, 2012, გვ. 117
  10. ნ. შოშიაშვილი, სტ. „ზაქარია ფანასკერტელი“, ქსე, ტ.10, გვ. 217