დახმარება:მცირე რედაქტირება: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 35: ხაზი 35:


===საკამათო გვერდი===
===საკამათო გვერდი===
გარკვეული სახის ცვლილებები საკამათო გვერდებზე შეუძლებელია მოინიშნოს, როგორც მცირე. როდესაც გვერდის შესახებ მიმდინარეობს კამათი და განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც რედაქტირების ომია გაჩაღებული, უმჯობესია არცერთი ცვლილება არ მოინიშნოს, როგორც მცირე, თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ყველა დანარჩენი რედაქტორიც მას მცირე შესწორებად ჩათვლის. მაგალითად, გამოტოვებული ასოს ჩასწორება და მისთ.
გარკვეული სახის ცვლილებები საკამათო გვერდებზე შეუძლებელია მოინიშნოს, როგორც მცირე. როდესაც გვერდის შესახებ მიმდინარეობს კამათი და განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც [[ვიკიპედია:რედაქტირების ომი|რედაქტირების ომია]] გაჩაღებული, უმჯობესია '''არცერთი''' ცვლილება '''არ''' მოინიშნოს, როგორც მცირე, თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ყველა დანარჩენი რედაქტორიც მას მცირე შესწორებად ჩათვლის. მაგალითად, გამოტოვებული ასოს ჩასწორება და მისთ.


===შეზღუდვები სისტემაში არმყოფი მომხმარებლებისთვის===
===შეზღუდვები სისტემაში არმყოფი მომხმარებლებისთვის===

23:32, 17 ნოემბერი 2007-ის ვერსია

მცირე შესწორების მონიშვნა მიუთითებს იმაზე, რომ გვერდის მიმდინარე და წინა ვერსიებს შორის მხოლოდ არაარსებითი სხვაობაა, როგორებიცაა, მაგალითად: ბეჭდვისას დაშვებული შეცდომები, ფორმატირების და ვიზუალური მხარის ცვლილებები, ტექსტის მონაკვეთების გადაადგილება შინაარსის შეცვლის გარეშე და ა.შ. მცირე შესწორება არის სტატიის ისეთი ვერსია, რომელსაც რედაქტორის თვალსაზრისით, არავითარი განხილვა და შესწორება აღარ სჭირდება.

მცირე შესწორების ყუთის მონიშვნის გარეშე ტექსტში შეტანილი ცვლილება ითვლება მნიშვნელოვან რედაქტირებად, რაც გულისხმობს, რომ ამა თუ იმ სტატიის ეს ვერსია ჯერ კიდევ განსახილველია ყველა დაინტერესებული რედაქტორის მიერ. ამიტომაც, ნებისმიერ შესწორება, თუნდაც ეს იყოს ერთი სიტყვა, რომელიც ცალკეული წინადადების ან სტატიის აზრს ცვლის, არ არის მცირე.

მცირე და მნიშვნელოვან შესწორებებს შორის სვაობა იმაში მდგომარეობს, რომ ბოლო ცვლილებების დათვალიერებისას, რედაქტორებს მცირე შესწორებების უგულვებელყოფა შეუძლიათ; სისტემაში შემოსულ მომხმარებლებს მცირე შესწორებების ჩვენების ფუნქციის გათიშვაც კი შეუძლიათ თავიანთ კონფიგურაციაში. თუ თვლით, რომ თქვენს მიერ შეტანილმა ცვლილებამ შეიძლება კამათი გამოიწვიოს, გთხოვთ, ნუ მონიშნავთ მას, როგორც მცირე შესწორებას.

მომხმარებლებს, რომლებიც ვიკიპედიის სისტემაში არ შემოსულან, უფლება არ აქვთ მათი ცვლილებების, როგორც მცირე შესწორებების მონიშვნა, რადგანაც არსებობს ვანდალიზმის საფრთხე. ცვლილებების მცირე შესწორებად მონიშვნა არის რეგისტრაციის კიდევ ერთი მიზეზი.

როდის მოვნიშნოთ რედაქტირება, როგორც მცირე შესწორება

  • მართლწერის შესწორება
  • მარტივი ფორმატირება (მთავრული ასოები, პუნქტუაცია, გრამატიკის საფუძვლები და ა.შ.)
  • ფორმატირება, რომელიც არ ცვლის გვერდის მნიშვნელობას (მაგ.: ჰორიზონტალური ხაზების დამატება, ერთი აბზაცის ორად გაყოფა — სადაც ეს აუცილებელია)
  • აშკარა ფაქტობრივი შეცდომები (მაგ.: 1873-ის შეცვლა 1973-ით — იქ, სადაც ცხადია, რომ ესა თუ ის მოვლენა XX საუკუნეში მოხდა)
  • ვიზუალური შეცდომების გასწორება
  • ბმულების დამატება და შესწორება
  • ვანდალიზმის გაუქმება

გასათვალისწინებელი

  • წყაროს (ვიკიტექსტის) ნებისმიერი ცვლილება, თუნდაც ეს გვერდის HTML-ში საბოლოო წარმოდგენაზე გავლენას არ ახდენდეს (თუ, მაგალითად, ხდება ჰაერის ან სიტყვის ქვემოთ, ახალ ხაზზე ჩამოწევა), მონაცემთა ბაზასთან მიმართებაში, მაინც ცვლილებად ითვლება.
  • მნიშვნელოვანი შესწორების მცირე შესწორებით მონიშვნა ეტიკეტის დარღვევად ითვლება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ასეთი ცვლილება ტექსტის ნაწილის წაშლას გულისხმობს.
  • გვერდის აღდგენა, უმრავლეს შემთხვევაში, არ ითვლება მცირე შესწორებად. როდესაც გვერდის სტატუსი განხილვის პროცესშია, განსაკუთრებით მაშინ, თუ "რედაქტირების ომი" მძვინვარებს, უმჯობესია საერთოდ არცერთი სახის ცვლილება არ მოინიშნოს, როგორც მცირე. აშკარა ვანდალიზმის გაუქმება ამ შემთხვევაში გამონაკლისია.
  • თუკი შემთხვევით ცვლილება მცირე შესწორებად მონიშნეთ და სინამდვილეში მნიშვნელოვანი შესწორება განახორციელეთ, საჭიროა მეორე, ანუ ფუჭი რედაქტირება, სადაც რეზიუმეს ველში მიეთითება, რომ წინა რედაქტირება მნიშვნელოვანი იყო. რადგან ამ მიზნის განსახორციელებლად საჭიროა უმნიშვნელო შესწორება, რედაქტირების ფანჯრის გახსნა და მისი ცვლილებების გარეშე დამახსოვრება უსარგებლო იქნება; არც წინადადების ბოლოს დამატებული ცარიელი ადგილი და გვერდის ბოლოს ახალი ხაზი გამოდგება - ასეთ შემთხვევებში ცვლილებები უქმდება და რეზიუმე უგულვებელყოფილია. თუმცა, შესაძლებელია, მაგალითად, ორ სიტყვას შორის დამატებითი ადგილის გამოტოვება ან რომელიმე სიტყვის ახალ ხაზზე ჩამოწევა. ეს ცვლილებები ინახება ვიკიტექსტში და ერთგვარ ცვლილებებად ითვლებიან, თუმცა გვერდის საბოლოო იერსახეზე გავლენას არ ახდენენ.
  • სასურველია ნებისმიერი მოსაზრება იმის შესახებ, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს მცირე შესწორებად, წინასწარ იყოს განხილული სტატიის განხილვის გვერდზე ან სხვა რედაქტორებთან ისე, რომ თავიდან იქნას აცილებული სიტყვიერი ომი ("მგონი თქვენს მიერ შეტანილი ცვლილება მთლად უმნიშვნელო არ ყოფილა - შესაძლოა ზედმეტად მგრძნობიარე ვარ"). There is a grey area, and many contributors will appreciate feedback on whether they've got it right.

გამონაკლისები

ადმინისტრატორს შეუძლია ნახევრად ავტომატურად გააუქმოს გვერდის ბოლო რედაქტორის მიერ შეტანილი ცვლილებები; თითოეული ასეთი "უკუცვლითი" რევიზია ვიკის მიერ აღიქმება, როგორც მცირე შესწორება, რადგანაც შეტანილი ცვლილებები და მათი უკან დაბრუნება ჯამში არაფერს ცვლის. უკან დაბრუნების ფუნქცია გათვლილია ვანდალიზმის შემთხვევებზე, ხოლო ვანდალიზმის აღმოფხვრა უნდა ჩაითვალოს უმნიშვნელო შესწორებად (და ბოლო ცვლილებების გვერდზეც მისი უგულვებელყოფა შესაძლებელი უნდა იყოს). This has the undesirable effect that if preferences have been set to hide minor edits, and an undesirable edit has not been marked minor, one sees that, but not a possible semi-automatic reversion, in Recent Changes and Enhanced Recent Changes.

იხილეთ ასევე

ვიკიპედიასთან დაკავშირებული დახმარება

საკამათო გვერდი

გარკვეული სახის ცვლილებები საკამათო გვერდებზე შეუძლებელია მოინიშნოს, როგორც მცირე. როდესაც გვერდის შესახებ მიმდინარეობს კამათი და განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც რედაქტირების ომია გაჩაღებული, უმჯობესია არცერთი ცვლილება არ მოინიშნოს, როგორც მცირე, თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ყველა დანარჩენი რედაქტორიც მას მცირე შესწორებად ჩათვლის. მაგალითად, გამოტოვებული ასოს ჩასწორება და მისთ.

შეზღუდვები სისტემაში არმყოფი მომხმარებლებისთვის

სისტემაში არმყოფი მომხმარებლებისთვის შეუძლებელია ცვლილებების მცირე შესწორებად მონიშვნა. ამის მიზეზი ის არის, რომ ვანდალიზმი შესაძლოა თავისუფლად მოინიშნოს, როგორც მცირე შესწორება, რაც მის აღმოჩენას გარკვეული დროით გააჭიანურებს. ეს შეზღუდვა სისტემაში შესვლის კიდევ ერთი მიზეზია.

დაკავშირებული გვერდები