შრომა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი): განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
ხაზი 44: | ხაზი 44: | ||
სოფელში იდგა მთავარანგელოზთა სახელობის ქვის ეკლესია. სწორედ ამის გამო დაერქვა სოფელსაც და სასოფლო საზოგადოებასაც მიქელგაბრიელი. ტაძრის აგება, ხალხური გადმოცემის მიხედვით, ბერ იესე ბოლქვაძეს უკავშირდება. მას აურჩევია მცირედ დასახლებული ადგილი და მდინარე სეფისწყლიდან ამოტანილი ქვებით აუშენებია სამლოცველო, შემდეგ კი ტაძრი. მრევლის მომრავლების კვალდაკვალ კი ხის მოზრდილი ტაძარი აუშენებიათ. მიქელგაბრიელის ეკლესიას დასავლეთით, დაახლოებით ერთი კილომეტრის მანძილზე, მაღლობ ადგილებზე უნდა მდგარიყო კიდევ ერთი, სავარაუდოდ მაცხოვრის სახელობის ტაძარი. ამ მაღლობს „მაცხუარის ღელე“ ჩამოუდის, ხოლო ადგილს შემორჩა სახელწოდება „ნასაყდრალი“. |

||
1863 წელს სოფელში თავადმა მიხეილ ნაკაშიძემ დააარსა სკოლა, რომელიც 8-9 წლის შემდეგ დაიხურა. 1883 წელს ნაკაშიძის შვილმა, მიხეილ ნაკაშიძემ კვლავ გახსნა ერთკლასიანი სკოლა, რომელიც 1892 წელს ორკლასიანად გადაკეთდა.<ref>[http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/55414/1/Iveria_1892_N216.pdf გაზეთი „ივერია“ N216 გვ. 3 — 1892 წ.]</ref> 1902 წლისთვის მიქელგაბრიელის საზოგადოება მოიცავდა 5 სოფელს. საზოგადოებაში ცხოვრობდა 3391 ადამიანი.<ref>[http://dlib.rsl.ru/viewer/01003824999#?page=395 «Кавказский календарь» на 1902 год: 57-й год - Тифлис, 1901]</ref> |
1863 წელს სოფელში თავადმა მიხეილ ნაკაშიძემ დააარსა სკოლა, რომელიც 8-9 წლის შემდეგ დაიხურა. 1883 წელს ნაკაშიძის შვილმა, მიხეილ ნაკაშიძემ კვლავ გახსნა ერთკლასიანი სკოლა, რომელიც 1892 წელს ორკლასიანად გადაკეთდა.<ref>[http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/55414/1/Iveria_1892_N216.pdf გაზეთი „ივერია“ N216 გვ. 3 — 1892 წ.]</ref> სკოლის პირველი მასწავლებელი იყო თეოფილე კალანდარიშვილი. 1902 წლისთვის მიქელგაბრიელის საზოგადოება მოიცავდა 5 სოფელს. საზოგადოებაში ცხოვრობდა 3391 ადამიანი.<ref>[http://dlib.rsl.ru/viewer/01003824999#?page=395 «Кавказский календарь» на 1902 год: 57-й год - Тифлис, 1901]</ref> |
||
საბჭოთა პერიოდში შრომაში მოჰყავდათ [[ჩაი]]. 1927-ში ჩაის ფართობი 100 ჰექტარამდე იყო, 1935-ში კი უკვე 1000 ჰექტარზე მეტი იყო. 1933 წელს აშენდა აშენდა შრომის ჩაის ფაბრიკა.<ref>''ნ. ხიდისთავი,''„ფაბრიკა შრომაში“ //„ლენინის დროშა“ N34 გვ 1. — 1935 წ.</ref> 1950-იანებში აშენდა 800 ადამიანზე გათვლილი კულტურის სახლი. შრომის [[სერგო ორჯონიკიძე|ორჯონიკიძის]] სახელობის კოლმეურნეობა რაიონში ყველაზე მდიდარი იყო [[ნატანები (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)|ნატანების]] შემდეგ.<ref>რაიონის სოფლის მეურნეობა აღმასვლობის გზაზე, გაზეთი „ლენინის დროშა“ N14 გვ. 3 — 1955 წ</ref> 1978 წლის 17 ნოემბერს სოფლის ცენტრში გაიხსნა საბრძოლო დიდებისა და მეგობრობის მემორიალი ტანკის სახით. ტანკი შრომელებმა [[დიდი სამამულო ომი]]ს წლებში შეიძინეს ფრონტისთვის. |

11:04, 30 იანვარი 2018-ის ვერსია
სოფელი | |
---|---|
შრომა | |
შრომის თემის ხედი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | შრომა |
კოორდინატები | 41°59′19″ ჩ. გ. 41°50′14″ ა. გ. / 41.98861° ჩ. გ. 41.83722° ა. გ. |
ადრეული სახელები | მიქელგაბრიელი |
ცენტრის სიმაღლე | 80 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 392 კაცი (2014) |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
შრომა — სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (შრომა, ვაკე, ზედუბანი, მოცვნარი, ორმეთი, ხრიალეთი). სოფელში არის საჯარო სკოლა, ბიბლიოთეკა.
გეოგრაფია
მდებარეობს მდინარე სუფსის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 80 მ. ოზურგეთიდან 36 კმ., ურეკის რკინიგზის სადგურიდან 6 კმ. საშუალო წლიური ტემპერატურაა 14,3 °C. სამხრეთიდან ესაზღვრება სოფელი ზემო ნატანები, ხოლო ჩრდილოეთიდან ხრიალეთი.
ისტორია
სოფელში იდგა მთავარანგელოზთა სახელობის ქვის ეკლესია. სწორედ ამის გამო დაერქვა სოფელსაც და სასოფლო საზოგადოებასაც მიქელგაბრიელი. ტაძრის აგება, ხალხური გადმოცემის მიხედვით, ბერ იესე ბოლქვაძეს უკავშირდება. მას აურჩევია მცირედ დასახლებული ადგილი და მდინარე სეფისწყლიდან ამოტანილი ქვებით აუშენებია სამლოცველო, შემდეგ კი ტაძრი. მრევლის მომრავლების კვალდაკვალ კი ხის მოზრდილი ტაძარი აუშენებიათ. მიქელგაბრიელის ეკლესიას დასავლეთით, დაახლოებით ერთი კილომეტრის მანძილზე, მაღლობ ადგილებზე უნდა მდგარიყო კიდევ ერთი, სავარაუდოდ მაცხოვრის სახელობის ტაძარი. ამ მაღლობს „მაცხუარის ღელე“ ჩამოუდის, ხოლო ადგილს შემორჩა სახელწოდება „ნასაყდრალი“.
1863 წელს სოფელში თავადმა მიხეილ ნაკაშიძემ დააარსა სკოლა, რომელიც 8-9 წლის შემდეგ დაიხურა. 1883 წელს ნაკაშიძის შვილმა, მიხეილ ნაკაშიძემ კვლავ გახსნა ერთკლასიანი სკოლა, რომელიც 1892 წელს ორკლასიანად გადაკეთდა.[1] სკოლის პირველი მასწავლებელი იყო თეოფილე კალანდარიშვილი. 1902 წლისთვის მიქელგაბრიელის საზოგადოება მოიცავდა 5 სოფელს. საზოგადოებაში ცხოვრობდა 3391 ადამიანი.[2]
საბჭოთა პერიოდში შრომაში მოჰყავდათ ჩაი. 1927-ში ჩაის ფართობი 100 ჰექტარამდე იყო, 1935-ში კი უკვე 1000 ჰექტარზე მეტი იყო. 1933 წელს აშენდა აშენდა შრომის ჩაის ფაბრიკა.[3] 1950-იანებში აშენდა 800 ადამიანზე გათვლილი კულტურის სახლი. შრომის ორჯონიკიძის სახელობის კოლმეურნეობა რაიონში ყველაზე მდიდარი იყო ნატანების შემდეგ.[4] 1978 წლის 17 ნოემბერს სოფლის ცენტრში გაიხსნა საბრძოლო დიდებისა და მეგობრობის მემორიალი ტანკის სახით. ტანკი შრომელებმა დიდი სამამულო ომის წლებში შეიძინეს ფრონტისთვის.
მოსახლეობა
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002 | 715 | ||
2010 | 598 | ||
2014[5] | 392 | 188 | 204 |
ცნობილი ადამიანები
- ნოე ხომერიკი — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიწათმოქმედების მინისტრი
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 31.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ გაზეთი „ივერია“ N216 გვ. 3 — 1892 წ.
- ↑ «Кавказский календарь» на 1902 год: 57-й год - Тифлис, 1901
- ↑ ნ. ხიდისთავი,„ფაბრიკა შრომაში“ //„ლენინის დროშა“ N34 გვ 1. — 1935 წ.
- ↑ რაიონის სოფლის მეურნეობა აღმასვლობის გზაზე, გაზეთი „ლენინის დროშა“ N14 გვ. 3 — 1955 წ
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
|