ალექსანდრე მეტრეველი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 9: ხაზი 9:
|ქვეყნის წარმომადგენელი = {{USSR}}
|ქვეყნის წარმომადგენელი = {{USSR}}
|დაბადების თარიღი = {{დაბადების თარიღი და ასაკი|1944|11|2}}
|დაბადების თარიღი = {{დაბადების თარიღი და ასაკი|1944|11|2}}
|დაბადების ადგილი = [[თბილისი]], [[საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა|საქართველოს სსრ]]
|დაბადების ადგილი = [[თბილისი]], [[საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა|საქართველოს სსრ]], [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|სსრკ]]
|გარდაცვალების თარიღი =
|გარდაცვალების თარიღი =
|გარდაცვალების ადგილი =
|გარდაცვალების ადგილი =
ხაზი 48: ხაზი 48:
|განახლებული =
|განახლებული =
}}
}}
'''ალექსანდრე მეტრეველი''' (დ. [[2 ნოემბერი]], [[1944]], [[თბილისი]]) — [[ქართველები|ქართველი]] ყოფილი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი მეცხრე ჩოგანი.
'''ალექსანდრე მეტრეველი''' (დ. [[2 ნოემბერი]], [[1944]], [[თბილისი]], [[საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა|საქართველოს სსრ]], [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|სსრკ]]) — [[ქართველები|ქართველი]] ყოფილი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი მეცხრე ჩოგანი.


1973 წელს, მეტრეველი [[უიმბლდონის ტურნირი|უიმბლდონის]] ფინალში გავიდა, სადაც [[ჩეხები|ჩეხ]] [[იან კოდეში|იან კოდეშთან]] დამარცხდა<ref>{{cite web|url=http://msy.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=1283|title=კარიერა ფრაზებში: ალექსანდრე მეტრეველი|publisher=[[საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო]]|date=26 ნოემბერი, 2014|accessdate=4 დეკემბერი, 2017}}</ref>. იგი ასევე ორჯერ გავიდა უიმბლდონის შერეული წყვილების ფინალში [[რუსები|რუს]]
1973 წელს, მეტრეველი [[უიმბლდონის ტურნირი|უიმბლდონის]] ფინალში გავიდა, სადაც [[ჩეხები|ჩეხ]] [[იან კოდეში|იან კოდეშთან]] დამარცხდა<ref>{{cite web|url=http://msy.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=1283|title=კარიერა ფრაზებში: ალექსანდრე მეტრეველი|publisher=[[საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო]]|date=26 ნოემბერი, 2014|accessdate=4 დეკემბერი, 2017}}</ref>. იგი ასევე ორჯერ გავიდა უიმბლდონის შერეული წყვილების ფინალში [[რუსები|რუს]]

15:42, 16 იანვარი 2018-ის ვერსია

ალექსანდრე მეტრეველი
სრული სახელი ალექსანდრე მეტრეველი
ქვეყანა (სპორტი) დროშა: სსრკ სსრკ
საცხოვრებელი ადგილი მოსკოვი, რუსეთი
დაიბადა 2 ნოემბერი, 1944 (1944-11-02) (79 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
პროფესიონალი 1962
კარიერა დაასრულა 1980
თამაში მემარჯვენე
ერთეულები
კარიერის ჩანაწერები 189–97 (66.08%)[1]
ტიტულები კარიერაში 5 ATP-ის რანგის ტურნირი[2]
უმაღლესი რეიტინგი მე-9 (3 ივნისი, 1974)[3]
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა ნახევარფინალი (1972)
საფრანგეთის ღია პირველობა ნახევარფინალი (1972)
უიმბლდონი ფინალი (1973)
აშშ-ის ღია პირველობა მეოთხედფინალი (1974)
წყვილები
კარიერის ჩანაწერები 74–83[4]
ტიტულები კარიერაში 1
დიდი სლემის წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა ნახევარფინალი (1972)
საფრანგეთის ღია პირველობა ნახევარფინალი (1974)
უიმბლდონი მესამე რაუნდი (1965, 1971, 1972, 1973)
დიდი სლემის შერეულ წყვილთა შედეგები
უიმბლდონი ფინალი (1968, 1970)

ალექსანდრე მეტრეველი (დ. 2 ნოემბერი, 1944, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი ყოფილი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი მეცხრე ჩოგანი.

1973 წელს, მეტრეველი უიმბლდონის ფინალში გავიდა, სადაც ჩეხ იან კოდეშთან დამარცხდა[5]. იგი ასევე ორჯერ გავიდა უიმბლდონის შერეული წყვილების ფინალში რუს ოლგა მოროზოვასთან ერთად (1968, 1970), თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია. 1962 წელს 17 წლის ასაკში, მეტრეველი უიმბლდონის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში ინგლისელ სტენლი მეთიუზთან დამარცხდა[6]. უიმბლდონის გარდა, სხვა დიდი სლემის ტურნირებიდან, ალექსანდრე მეტრეველმა ავსტრალიის (1972) და საფრანგეთის (1972) ღია პირველობების ნახევარფინალებამდე, ხოლო აშშ-ის ღია პირველობაზე მეოთხედფინალამდე (1974) მიაღწია. მეტრეველი არის ევროპის 16 გზის და სსრკ-ს 29 გზის ჩემპიონი ერთეულთა, წყვილთა და შერეულ წყვილთა თანრიგში. იგი არის სსრკ-ს ხალხთა სპარტაკიადის აბსოლუტური ჩემპიონი (1975). მეტრეველი იყო ერთადერთი საბჭოთა მამაკაცი ჩოგბურთელი, ვინც დიდი სლემის ტურნირის ფინალში ითამაშა და ვინც მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელთა ათეულში მოხვდა (მსოფლიოს მე-9 ჩოგანი 1974 წელს). მეტრეველი არის სსრკ-ს სპორტის დამსახურებული ოსტატი. იყო სსრკ-ს ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს სპორტკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. 2015 წლის უიმბლდონის ტურნირის მსვლელობისას, ალექსანდრე მეტრეველი დეივისის თასის სპეციალური მედლით (ინგლ. Davis Cup Commitment Award) დაჯილდოვდა. ჯილდო მას ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა, ფრანჩესკო რიკი ბიტმა გადასცა[7].

დღესდღეობით ალექსანდრე მეტრეველი სპორტული კომენტატორია და ცხოვრობს მოსკოვში. იგი არის რუსეთის მოქალაქე და ავსტრალიის საპატიო მოქალაქე.

დიდი სლემის ტურნირებზე ასპარეზობის შედეგები

ჩ – ჩემპიონი ფ – ფინალი ნ – ნახევარფინალი მ – მეოთხედფინალი რ – რაუნდი კ – საკვალიფიკაციო ეტაპი
ტურნირი 1962 1963 1964 1965 1966 1967 1968 1969 1970 1971 1972 1973 1974 1975 1976 მოგება–წაგება
ავსტრალიის ღია პირველობა 8–3
საფრანგეთის ღია პირველობა 2რ 3რ 1რ 1რ 4რ 2რ 2რ 2რ 2რ 18–10
უიმბლდონი 1რ 3რ 3რ 2რ 1რ 4რ 2რ 2რ 4რ 4რ 3რ 32–13
აშშ-ის ღია პირველობა 3რ 3რ 1რ 2რ 9–5
მოგება–წაგება 2–1 0–1 2–0 3–2 5–2 2–2 3–1 1–2 6–3 4–2 11–3 9–3 9–3 7–4 3–2 67–31

ერთეულთა ფინალი: 1 (0–1)

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
მარცხი 1973 უიმბლდონი ბალახი ჩეხოსლოვაკიის დროშა იან კოდეში 1–6, 8–9, 3–6

შერეული წყვილების ფინალები: 2 (0–2)

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეწყვილე მეტოქეები ანგარიში
მარცხი 1968 უიმბლდონი ბალახი საბჭოთა კავშირის დროშა ოლგა მოროზოვა ავსტრალიის დროშა მარგარეტ კორტი
ავსტრალიის დროშა კენ ფლეტჩერი
1–6, 12–14
მარცხი 1970 უიმბლდონი ბალახი საბჭოთა კავშირის დროშა ოლგა მოროზოვა აშშ-ის დროშა როზმარი კაზალსი
რუმინეთის დროშა ილიე ნასტასე
3–6, 6–4, 7–9

ყველა გამარჯვება ATP-ის ტურნირებზე (5)

# წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
1. 1971 ჰობარტი, ავსტრალია (1) ჰარდი ავსტრალიის დროშა ჯონ ალექსანდერი 7–6, 6–3, 4–6, 6–3
2. 1972 სიდნეი, ავსტრალია (1) ჰარდი საფრანგეთის დროშა პატრის დომინგესი 6–4, 6–4, 3–6, 6–1
3. 1972 ჰობარტი, ავსტრალია (2) ბალახი საფრანგეთის დროშა ვანარო ნგოდრელა 6–2, 6–4, 6–3
4. 1972 ადელაიდა, ავსტრალია (1) ბალახი ავსტრალიის დროშა კიმ უორვიკი 6–3, 6–3, 7–6
5. 1974 საუტ-ორანჟი, აშშ (1) ჰარდი აშშ-ის დროშა ჯიმი კონორსი ტექნიკური მოგება

ლიტერატურა

  • ენციკლოპედია „თბილისი“.- თბ., 2002. - გვ.666

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. „Alex Metreveli singles“. atpworldtour.com. ციტირების თარიღი: 7 იანვარი 2018.
  2. „Alex Metreveli titles and finals“. atpworldtour.com. ციტირების თარიღი: 7 იანვარი 2018.
  3. „Alex Metreveli rankings history“. atpworldtour.com. ციტირების თარიღი: 7 იანვარი 2018.
  4. „Alex Metreveli doubles“. atpworldtour.com. ციტირების თარიღი: 7 იანვარი 2018.
  5. კარიერა ფრაზებში: ალექსანდრე მეტრეველი. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო (26 ნოემბერი, 2014). ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი, 2017.
  6. „THE JUNIOR CHAMPIONSHIPS, WIMBLEDON“ (PDF). itftennis.com. ციტირების თარიღი: 7 იანვარი 2018.
  7. სოლოლაკიდან ავსტრალიამდე განვლილი წარმატებული საჩოგბურთო გზა. AdjaraSport (2 დეკემბერი, 2016). ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი, 2017.