მიხაელ შუმახერი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 75: ხაზი 75:
[[კატეგორია:დაბადებული 1969]]
[[კატეგორია:დაბადებული 1969]]
[[კატეგორია:ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონები]]
[[კატეგორია:ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონები]]
[[კატეგორია:დაბადებული 3 იანვარი]]

14:48, 16 იანვარი 2018-ის ვერსია

სებასტიან ფეტელი

მიხაელ შუმახერი
დაიბადა 3 იანვარი, 1969 (1969-01-03) (55 წლის)
ჰიურტი, დასავლეთი გერმანია
ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის კარიერა
ეროვნება გერმანიის დროშა გერმანელი
წლები 1991–2006, 2010–2012
გუნდ(ებ)ი Jordan, Benetton, Ferrari, Mercedes
მანქანის ნომერი 1
რბოლა 308 (306 სტარტი)
ჩემპიონი 7 (1994, 1995, 2000, 2001, 2002, 2003, 2004)
მოგება 91
კვარცხლბეკი 155
ქულები 1,566
პოულ პოზიცია 68
უსწრაფესი წრე 77
პირველი რბოლა ბელგიის გრან-პრი 1991
პირველი მოგება ბელგიის გრან-პრი 1992
ბოლო მოგება ჩინეთის გრან-პრი 2006
ბოლო რბოლა ბრაზილიის გრან-პრი 2012

მიხაელ შუმახერი (გერმ. Michael Schumacher) (დ. 3 იანვარი, 1969, ჰიურთ-ჰერმიულჰაიმი (ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალია), გერმანია) — ფორმულა 1-ის გერმანელი მრბოლელი, შვიდგზის საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონი.

მიხაელ შუმახერს მოგებული აქვს 67 პოულ-პოზიცია და მსოფლიო ჩემპონატის 87 ეტაპი, ორივე მაჩვენებელი აბსოლუტური რეკორდია. იგი ჩემპიონი გახდა 1994 წელს ბენეტონ ფორდის ბოლიდით. მისი თანაგუნდელები იყვნენ :იოს ფერსტაპენი და ჯეი ჯეი ლეჰტო (სრული სახელი:იურკი იუჰანი იარვილეჰტო)

1995 წელს შუმახერმა იგივე გააკეთა ბენეტონ რენოს ბოლიდით. ამჯერად მისი თანაგუნდელი ჯონი ჰერბერტი იყო.

1996 წელს იგი ფერარიში გადავიდა. მას ამ წელს ჩავარდნა ჰქონდა. მისი თანაგუნდელი იყო ედი ირვაინი. ის მიხაელთან 3 წელი იყო თანაგუნდელად. იმ წელს ჩემპიონი გახდა დეიმონ ჰილი უილიამს Fw 18-ით.

1997 შუმახერი ახლოს იყო ტიტულთან, მაგრამ ხერესის აუტოდრომზე კურვა დრაი საქის მოსახვევში იგი ჟაკ ვილნევს დაეჯახა და დისკვალიფიცირებული იქნა რბოლიდან. მეტიც მას ჩემპიონატში ქულები გაუუქმეს.

1998 წელს ყველაფერი კარგად მიდიოდა მაგრამ სუზუკას რბოლაზე 31 წრეზე მას საბურავი დაუზიანდა და პიტ ლეინამდე ვერ მიაღწია. იმ წელს მიკა ჰაკინენი გახდა ჩემპიონი.

1999 წელს სილვესტოუნის ტრასაზე მიხაელს მუხრუჭი დაუზიანდა და კედელს შეასკდა. მას 5 რბოლის გაცდენა მოუწია ფეხის ტრავმის გამო. მისი ბოლიდი დროებით მიკა სალომ დაიკავა.

2000 წელს დიდი ბრძოლა გაიმართა შუმისა და მიკა ჰაკინენს შორის. ყველაფერი 8 ოქტომბერს წყდებოდა სუზუკას ტრასაზე ბოლო წრეზე მიკასა და შუმის შორის 2 წამი იყო შუმახერმა მოახერხა და 130r-ს მოსახვევში შეინარჩუნა პოზიცია (არადა ეს არის ყველაზე სწრაფი მოსახვევი მთელ სუზუკაზე) აქედან დაიწყო შუმახერის და მისი თანაგუნდელის რუბენს ბარიჩელოს დომინირება 2005 წლამდე. ამ წელს კი ტექნიკური მიზეზების გამო ფერარი სუსტ ფორმაში იყო. 2006 შუმახერს კიდევ ჰქონდა ჩემპიონობის შანსი მაგრამ არაფერი გამოვიდა. მისი ბოლო თანაგუნდელი იყო ფელიპე მასა.

2010 წელს შუმი კვლავ დაუბრუნდა ფორმულა ერთს. იგი მერსედესის შემადგენლობაში იყო ახალგაზრდა ნიკო როსბერგთან ერთად (ის ასევე F1-ის

ყოფილი მრბოლელის კეკე როსბერგის შვილია) 2010-2012 წლებში შუმახერმა ერთი პოულ პოზიცია დაისაკუთრა მონაკოში და ერთი პოდიუმი ვალენსიაში.

ბიოგრაფია

ახალგაზრდობა

მრბოლელის კარიერა მიხაელისთვის კარტინგით დაიწყო, რომელიც მამამისის მიერ იყო აწყობილი, რომელიც ადგილობრივი კარტინგის ტრეკის მფლობელი იყო. 12 წლის ასაკში მან მიიღო პირველი, მრბოლელის ლიცენზია და დაიწყო მონაწილეობა ოფიციალურ შეჯიბრებებში. 1984—1987 წლებში მან რამდენიმეჯერ მოიგო გერმანიის და ევროპის ჩემპიონატები კარტინგში. 1990 წელს მიიღო ტიტული გერმანულ ფორმულა-3-ში. 1991 წლიდან განაგრძობდა სვლას უფრო მაღალ საფეხურებზე, იაპონურ ფორმულა-3000-ში მონაწილეობით. 1990 წლის დასაწყისში მონაწილეობდა ჩემპიონატში „German Touring Car“, და გაიმარჯვა მეხიკოსა და ავტოპოლისის რბოლებში.

დებიუტი

1991 წელს, სეზონის მეორე ნახევარში, „ედდ ჯორდანმა“ შუმახერს შესთავაზა გამოსულიყო მისი გუნდის, „ჯორდანის“ სახელით, ბელგიის გრან-პრიზზე, პოლიციასთან ჩხუბის გამო ციხეში მოხვედრილი „ბერტრანა გაშოს“ ნაცვლად. შუმახერის მენეჯერმა „ვილ ვებერმა“ დაარწმუნა „ჯორდანი“ მიხაელის ტალანტში, განცხადებით, რომ მიხაელი კარგად იცნობდა ამ ტრასას (შუმახერი ახლოს ცხოვრობდა ბელგიის ტრასებთან). სინამდვილეში შუმახერი ამ ტრეკზე პირველად გამოდიოდა. მიხაელმა ყველა განაცვიფრა, როდესაც ფორმულა 1-ით პირველ კვალიფიკაციაში მეშვიდე ადგილი დაიკავა. რბოლის დაწყებისას, სტარტზე მან მე-5 ადგილზე გადაინაცვლა, მაგრამ პირველივე წრიდან გამოეთიშა რბოლას, რადგან მისი ბოლიდი დაზიანდა. ასეთი სავალალო დებიუტის შემდეგ, შუმახერი „ბენეტონმა“ მიიწვია თავის გუნდში და მან შემდეგი რბოლა „ბენეტონ-ფორდ“-ში ჩაატარა

რესურსები ინტერნეტში