უეფა-ს თასების მფლობელთა თასი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ჯეო-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Woodmana-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 207: ხაზი 207:
|-
|-
|[[ევროპის თასების მფლობელთა თასი 1980-1981|1980–81]]
|[[ევროპის თასების მფლობელთა თასი 1980-1981|1980–81]]
|{{დროშანიშანი|საქართველო}}
|{{დროშანიშანი|სსრკ}}
|[[დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)|დინამო თბილისი]] (1)
|[[დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)|დინამო თბილისი]] (1)
|2–1
|2–1

13:58, 15 იანვარი 2018-ის ვერსია

უეფა-ს თასების მფლობელთა თასი
დაარსდა 1960
გაუქმდა 1999
რეგიონი ევროპა (უეფა)
გუნდების რაოდენობა 32
ყველაზე ტიტულ. გუნდი ესპანეთის დროშა „ბარსელონა“ (4-ჯერ)
მოქმედი გამარჯვებული იტალიის დროშა „ლაციო“ (1-ელ)

უეფა-ს თასების მფლობელთა თასი (ინგლ. UEFA Cup Winners' Cup) — ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირი ევროპის ქვეყნების კლუბებს შორის, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ეროვნულ სათასო პირველობებში გამარჯვებული კლუბები. პირველი გათამაშება გაიმართა 1960–61 წლებში, ბოლო — 1998–99 წლებში, რის შემდეგაც ტურნირი გაერთიანდა უეფა-ს თასთან (მოგვიანებით ევროპის ლიგა)[1].

გათამაშება 1960 წელს დაარსდა ევროპის შვიდი ქვეყნის − უნგრეთის, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის, ჩეხოსლოვაკიის, იუგოსლავიის, ავსტრიის, იტალიისა და შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციათა ინიციატივით[2]. დასაწყისიდან 1994 წლამდე ტურნირის ოფიციალური სახელწოდება იყო ევროპის თასების მფლობელთა თასი, ხოლო 1994 წლის შემდეგ უეფა-ს თასების მფლობელთა თასი ეწოდა.

1972 წლიდან, თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული ჩემპიონთა თასის (მოგვიანებით ჩემპიონთა ლიგა) გამარჯვებულს ხვდებოდა უეფა-ს სუპერთასის მატჩში.

თასების მფლობელთა თასი ითვლებოდა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირად უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის შემდეგ. ტურნირის ისტორიაში, ყველაზე წარმატებული კლუბია „ბარსელონა“, რომელმაც 4-ჯერ მოიგო ტიტული. სულ, თასების მფლობელთა თასი 32 სხვადასხვა კლუბს აქვს მოგებული. გათამაშების უკანასკნელი გამარჯვებულია რომის „ლაციო“.

ფორმატი

დაარსებიდან გაუქმებამდე, 39 წლის განმავლობაში, ტურნირის ფორმატი არ შეცვლილა: ტარდებოდა ოლიმპიური სისტემით და მთავრდებოდა ერთი ფინალური მატჩით ნეიტრალურ მოედანზე. გამონაკლისი იყო 1960–61 წლების სეზონი, რომელიც ორი ფინალური შეხვედრით დამთავრდა. როგორც წესი, ტურნირი იწყებოდა სექტემბერში და მთავრდებოდა მომდევნო წლის მაისში. მოგვიანებით, 1990-იან წლებში, დაემატა შესარჩევი რაუნდი, რომელიც აგვისტოში ტარდებოდა.

ტურნირში ასოციაციის ერთი წარმომადგენელი ასპარეზობდა. გამონაკლისი იყო თასების მფლობელთა თასის მოქმედი მფლობელი, რომელსაც ავტომატურად ენიჭებოდა მომდევნო გათამაშების საგზური, მიუხედავად მის მიერ ეროვნულ სათასო პირველობაში ნაჩვენები შედეგისა. თუმცა თუ ეს გუნდი ქვეყნის ჩემპიონიც გახდებოდა, ის ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე გადიოდა და არა თასების მფლობელთა თასზე.

იმ შემთხვევაში თუ გუნდი ერთდროულად მოიგებდა ეროვნულ ჩემპიონატსა და თასს, უპირატესობა ჩემპიონობას ენიჭებოდა და ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე გადიოდა, ხოლო თასების მფლობელთა თასზე ქვეყნის თასის ფინალისტი მონაწილეობდა.

ფინალები

1995 წელს „რეალ სარაგოსას“ მოგებული თასების მფლობელთა თასი.
სეზონი ქვეყანა გამარჯვებული ანგარიში დამარცხებული ქვეყანა
1960–61 იტალიის დროშა ფიორენტინა (1) 2–0; 2–1 რეინჯერსი შოტლანდიის დროშა
1961–62 ესპანეთის დროშა ატლეტიკო მადრიდი (1) 1–1; 3–0 ფიორენტინა იტალიის დროშა
1962–63 ინგლისის დროშა ტოტენჰემ ჰოტსპური (1) 5–1 ატლეტიკო მადრიდი ესპანეთის დროშა
1963–64 პორტუგალიის დროშა სპორტინგი ლისაბონი (1) 3–3; 1–0 მტკ ბუდაპეშტი უნგრეთის დროშა
1964–65 ინგლისის დროშა ვესტ ჰემ იუნაიტედი (1) 2–0 მიუნხენ 1860 გერმანიის დროშა
1965–66 გერმანიის დროშა ბორუსია დორტმუნდი (1) 2–1 დ.დ. ლივერპული ინგლისის დროშა
1966–67 გერმანიის დროშა ბაიერნი (1) 1–0 დ.დ. რეინჯერსი შოტლანდიის დროშა
1967–68 იტალიის დროშა მილანი (1) 2–0 ჰამბურგი გერმანიის დროშა
1968–69 ჩეხოსლოვაკიის დროშა სლოვანი ბრატისლავა (1) 3–2 ბარსელონა ესპანეთის დროშა
1969–70 ინგლისის დროშა მანჩესტერ სიტი (1) 2–1 გურნიკი პოლონეთის დროშა
1970–71 ინგლისის დროშა ჩელსი (1) 1–1; 2–1 რეალ მადრიდი ესპანეთის დროშა
1971–72 შოტლანდიის დროშა რეინჯერსი (1) 3–2 დინამო მოსკოვი საბჭოთა კავშირის დროშა
1972–73 იტალიის დროშა მილანი (2) 1–0 ლიდზ იუნაიტედი ინგლისის დროშა
1973–74 გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა მაგდებურგი (1) 2–0 მილანი იტალიის დროშა
1974–75 საბჭოთა კავშირის დროშა დინამო კიევი (1) 3–0 ფერენცვაროში უნგრეთის დროშა
1975–76 ბელგიის დროშა ანდერლეხტი (1) 4–2 ვესტ ჰემ იუნაიტედი ინგლისის დროშა
1976–77 გერმანიის დროშა ჰამბურგი (1) 2–0 ანდერლეხტი ბელგიის დროშა
1977–78 ბელგიის დროშა ანდერლეხტი (2) 4–0 აუსტრია ვენა ავსტრიის დროშა
1978–79 ესპანეთის დროშა ბარსელონა (1) 4–3 დ.დ. ფორტუნა გერმანიის დროშა
1979–80 ესპანეთის დროშა ვალენსია (1) 0–0 დ.დ; პენ.5–4 არსენალი ინგლისის დროშა
1980–81 საბჭოთა კავშირის დროშა დინამო თბილისი (1) 2–1 კარლ ცაისი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა
1981–82 ესპანეთის დროშა ბარსელონა (2) 2–1 სტანდარდი ბელგიის დროშა
1982–83 შოტლანდიის დროშა აბერდინი (1) 2–1 დ.დ. რეალ მადრიდი ესპანეთის დროშა
1983–84 იტალიის დროშა იუვენტუსი (1) 2–1 პორტუ პორტუგალიის დროშა
1984–85 ინგლისის დროშა ევერტონი (1) 3–1 რაპიდი ვენა ავსტრიის დროშა
1985–86 საბჭოთა კავშირის დროშა დინამო კიევი (2) 3–0 ატლეტიკო მადრიდი ესპანეთის დროშა
1986–87 ნიდერლანდების დროშა აიაქსი (1) 1–0 ლოკომოტივი ლაიფციგი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა
1987–88 ბელგიის დროშა მეხელენი (1) 1–0 აიაქსი ნიდერლანდების დროშა
1988–89 ესპანეთის დროშა ბარსელონა (3) 2–0 სამპდორია იტალიის დროშა
1989–90 იტალიის დროშა სამპდორია (1) 2–0 დ.დ. ანდერლეხტი ბელგიის დროშა
1990–91 ინგლისის დროშა მანჩესტერ იუნაიტედი (1) 2–1 ბარსელონა ესპანეთის დროშა
1991–92 გერმანიის დროშა ვერდერი (1) 2–0 მონაკო საფრანგეთის დროშა
1992–93 იტალიის დროშა პარმა (1) 3–1 ანტვერპენი ბელგიის დროშა
1993–94 ინგლისის დროშა არსენალი (1) 1–0 პარმა იტალიის დროშა
1994–95 ესპანეთის დროშა რეალ სარაგოსა (1) 2–1 დ.დ. არსენალი ინგლისის დროშა
1995–96 საფრანგეთის დროშა პარი სენ-ჟერმენი (1) 1–0 რაპიდი ვენა ავსტრიის დროშა
1996–97 ესპანეთის დროშა ბარსელონა (4) 1–0 პარი სენ-ჟერმენი საფრანგეთის დროშა
1997–98 ინგლისის დროშა ჩელსი (2) 1–0 შტუტგარტი გერმანიის დროშა
1998–99 იტალიის დროშა ლაციო (1) 2–1 მალიორკა ესპანეთის დროშა

სტატისტიკა და რეკორდები

კლუბების მიხედვით

კლუბი გამარჯვებული დამარცხებული გამარჯვებული დამარცხებული
ესპანეთის დროშა ბარსელონა 4 2 1979, 1982, 1989, 1997 1969, 1991
ბელგიის დროშა ანდერლეხტი 2 2 1976, 1978 1977, 1990
იტალიის დროშა მილანი 2 1 1968, 1973 1974
ინგლისის დროშა ჩელსი 2 0 1971, 1998
საბჭოთა კავშირის დროშა დინამო კიევი 2 0 1975, 1986
ესპანეთის დროშა ატლეტიკო მადრიდი 1 2 1962 1963, 1986
შოტლანდიის დროშა რეინჯერსი 1 2 1972 1961, 1967
ინგლისის დროშა არსენალი 1 2 1994 1980, 1995
იტალიის დროშა ფიორენტინა 1 1 1961 1962
ინგლისის დროშა ვესტ ჰემ იუნაიტედი 1 1 1965 1976
გერმანიის დროშა ჰამბურგი 1 1 1977 1968
ნიდერლანდების დროშა აიაქსი 1 1 1987 1988
იტალიის დროშა სამპდორია 1 1 1990 1989
იტალიის დროშა პარმა 1 1 1993 1994
საფრანგეთის დროშა პარი სენ-ჟერმენი 1 1 1996 1997
ინგლისის დროშა ტოტენჰემ ჰოტსპური 1 0 1963
პორტუგალიის დროშა სპორტინგი ლისაბონი 1 0 1964
გერმანიის დროშა ბორუსია დორტმუნდი 1 0 1966
გერმანიის დროშა ბაიერნი 1 0 1967
ჩეხოსლოვაკიის დროშა სლოვანი ბრატისლავა 1 0 1969
ინგლისის დროშა მანჩესტერ სიტი 1 0 1970
გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა მაგდებურგი 1 0 1974
ესპანეთის დროშა ვალენსია 1 0 1980
საბჭოთა კავშირის დროშა დინამო თბილისი 1 0 1981
შოტლანდიის დროშა აბერდინი 1 0 1983
იტალიის დროშა იუვენტუსი 1 0 1984
ინგლისის დროშა ევერტონი 1 0 1985
ბელგიის დროშა მეხელენი 1 0 1988
ინგლისის დროშა მანჩესტერ იუნაიტედი 1 0 1991
გერმანიის დროშა ვერდერი 1 0 1992
ესპანეთის დროშა რეალ სარაგოსა 1 0 1995
იტალიის დროშა ლაციო 1 0 1999
ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი 0 2 1971, 1983
ავსტრიის დროშა რაპიდი ვენა 0 2 1985, 1996
უნგრეთის დროშა მტკ ბუდაპეშტი 0 1 1964
გერმანიის დროშა მიუნხენ 1860 0 1 1965
ინგლისის დროშა ლივერპული 0 1 1966
პოლონეთის დროშა გურნიკი 0 1 1970
საბჭოთა კავშირის დროშა დინამო მოსკოვი 0 1 1972
ინგლისის დროშა ლიდზ იუნაიტედი 0 1 1973
უნგრეთის დროშა ფერენცვაროში 0 1 1975
ავსტრიის დროშა აუსტრია ვენა 0 1 1978
გერმანიის დროშა ფორტუნა 0 1 1979
გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა კარლ ცაისი 0 1 1981
ბელგიის დროშა სტანდარდი 0 1 1982
პორტუგალიის დროშა პორტუ 0 1 1984
გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა ლოკომოტივი ლაიფციგი 0 1 1987
საფრანგეთის დროშა მონაკო 0 1 1992
ბელგიის დროშა ანტვერპენი 0 1 1993
გერმანიის დროშა შტუტგარტი 0 1 1998
ესპანეთის დროშა მალიორკა 0 1 1999

ქვეყნების მიხედვით

ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი გამარჯვებული ინგლისს ჰყავს. ინგლისურმა გუნდებმა 8-ჯერ მოახერხეს უეფა-ს თასების მფლობელთა თასის აღება და 5-ჯერ ფინალში გასულები დამარცხდნენ. სულ 15 ქვეყნის გუნდებმა მოახერხეს უეფა-ს თასების მფლობელთა თასის მოპოვება.

ქვეყანა გამარჯვებული ფინალისტი
ინგლისის დროშა ინგლისი 8 5
ესპანეთის დროშა ესპანეთი 7 7
იტალიის დროშა იტალია 7 4
გერმანიის დროშა გერმანია 4 4
ბელგიის დროშა ბელგია 3 4
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ 3 1
შოტლანდიის დროშა შოტლანდია 2 2
გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა 1 2
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 1 2
ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები 1 1
პორტუგალიის დროშა პორტუგალია 1 1
ჩეხოსლოვაკიის დროშა ჩეხოსლოვაკია 1 0
ავსტრიის დროშა ავსტრია 0 3
უნგრეთის დროშა უნგრეთი 0 2
პოლონეთის დროშა პოლონეთი 0 1

გამარჯვებული მწვრთნელები

სეზონი გამარჯვებული[3] კლუბი
1960–61 უნგრეთის დროშა ჰანდორ ჰიდეგკუტი იტალიის დროშა ფიორენტინა
1961–62 ესპანეთის დროშა ხოსე ვილიალონგა ესპანეთის დროშა ატლეტიკო მადრიდი
1962–63 ინგლისის დროშა ბილ ნიკოლსონი ინგლისის დროშა ტოტენჰემ ჰოტსპური
1963–64 პორტუგალიის დროშა ანსელმუ ფერნანდეში პორტუგალიის დროშა სპორტინგი ლისაბონი
1964–65 ინგლისის დროშა რონ გრინვუდი ინგლისის დროშა ვესტ ჰემ იუნაიტედი
1965–66 გერმანიის დროშა ვილი მულტაუპი გერმანიის დროშა ბორუსია დორტმუნდი
1966–67 იუგოსლავიის დროშა ზლატკო ჩაიკოვსკი გერმანიის დროშა ბაიერნი
1967–68 იტალიის დროშა ნერეო როკო იტალიის დროშა მილანი
1968–69 ჩეხოსლოვაკიის დროშა მიხალ ვიჩანი ჩეხოსლოვაკიის დროშა სლოვანი ბრატისლავა
1969–70 ინგლისის დროშა ჯო მერსერი ინგლისის დროშა მანჩესტერ სიტი
1970–71 ინგლისის დროშა დეივ სექსტონი ინგლისის დროშა ჩელსი
1971–72 შოტლანდიის დროშა უილიამ უოდელი შოტლანდიის დროშა რეინჯერსი
1972–73 იტალიის დროშა ნერეო როკო (2) იტალიის დროშა მილანი
1973–74 გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა ჰაინც კრიუგელი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა მაგდებურგი
1974–75 საბჭოთა კავშირის დროშა ვალერი ლობანოვსკი საბჭოთა კავშირის დროშა დინამო კიევი
1975–76 ნიდერლანდების დროშა ჰანს კრონი ბელგიის დროშა ანდერლეხტი
1976–77 გერმანიის დროშა კუნო კლიოტცერი გერმანიის დროშა ჰამბურგი
1977–78 ბელგიის დროშა რაიმონ გუტალსი ბელგიის დროშა ანდერლეხტი
1978–79 ესპანეთის დროშა ხოაკიმ რიფე ესპანეთის დროშა ბარსელონა
1979–80 არგენტინის დროშა ალფრედო დი სტეფანო ესპანეთის დროშა ვალენსია
1980–81 საბჭოთა კავშირის დროშა ნოდარ ახალკაცი საბჭოთა კავშირის დროშა დინამო თბილისი
1981–82 გერმანიის დროშა უდო ლატეკი ესპანეთის დროშა ბარსელონა
1982–83 შოტლანდიის დროშა ალექს ფერგიუსონი შოტლანდიის დროშა აბერდინი
1983–84 იტალიის დროშა ჯოვანი ტრაპატონი იტალიის დროშა იუვენტუსი
1984–85 ინგლისის დროშა ჰოვარდ კენდალი ინგლისის დროშა ევერტონი
1985–86 საბჭოთა კავშირის დროშა ვალერი ლობანოვსკი (2) საბჭოთა კავშირის დროშა დინამო კიევი
1986–87 ნიდერლანდების დროშა იოჰან კრუიფი ნიდერლანდების დროშა აიაქსი
1987–88 ნიდერლანდების დროშა აად დე მოსი ბელგიის დროშა მეხელენი
1988–89 ნიდერლანდების დროშა იოჰან კრუიფი (2) ესპანეთის დროშა ბარსელონა
1989–90 იუგოსლავიის დროშა ვუიადინ ბოშკოვი იტალიის დროშა სამპდორია
1990–91 შოტლანდიის დროშა ალექს ფერგიუსონი (2) ინგლისის დროშა მანჩესტერ იუნაიტედი
1991–92 გერმანიის დროშა ოტო რეჰაგელი გერმანიის დროშა ვერდერი
1992–93 იტალიის დროშა ნევიო სკალა იტალიის დროშა პარმა
1993–94 შოტლანდიის დროშა ჯორჯ გრემი ინგლისის დროშა არსენალი
1994–95 ესპანეთის დროშა ვიქტორ ფერნანდესი ესპანეთის დროშა რეალ სარაგოსა
1995–96 საფრანგეთის დროშა ლუის ფერნანდესი საფრანგეთის დროშა პარი სენ-ჟერმენი
1996–97 ინგლისის დროშა ბობი რობსონი ესპანეთის დროშა ბარსელონა
1997–98 იტალიის დროშა ჯანლუკა ვიალი ინგლისის დროშა ჩელსი
1998–99 შვედეთის დროშა სვენ-იორან ერიქსონი იტალიის დროშა ლაციო

ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელები

მწვრთნელი ჩემპიონი სეზონები
იტალიის დროშა ნერეო როკო 4 1968, 1973
საბჭოთა კავშირის დროშა ვალერი ლობანოვსკი 1975, 1986
შოტლანდიის დროშა ალექს ფერგიუსონი 1983, 1991
ნიდერლანდების დროშა იოჰან კრუიფი 1987, 1989

ეროვნების მიხედვით

მოცემულია მწვრთნელთა ტიტულების რაოდენობა მათი ეროვნების მიხედვით.

მწვრთნელის ეროვნება ტიტულები
ინგლისის დროშა ინგლისი 6
იტალიის დროშა იტალია 5
გერმანიის დროშა გერმანია 4
ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები 4
შოტლანდიის დროშა შოტლანდია 4
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ 3
ესპანეთის დროშა ესპანეთი 3
იუგოსლავიის დროშა იუგოსლავია 2
არგენტინის დროშა არგენტინა 1
ბელგიის დროშა ბელგია 1
ჩეხოსლოვაკიის დროშა ჩეხოსლოვაკია 1
გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა 1
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 1
უნგრეთის დროშა უნგრეთი 1
პორტუგალიის დროშა პორტუგალია 1
შვედეთის დროშა შვედეთი 1

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. uefadirect, Issue 100: August 2010.
  2. დიმიტრი ლოლაძე, „დიუსელდორფის რაინშტადიონზე“, თბილისი, „ხელოვნება“, 1981 - გვ. 5.
  3. UEFA European Cup Winners' Cup Winning Managers. myfootballfacts.com. ციტირების თარიღი: 12 ივნისი 2017.