ჰაიდ-პარკი (ლონდონი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: მინი|300პქ|პარკის ხედი '''ჰაიდ-პარკი''' ({{lang-en|Hyde Par...
(განსხვავება არ არის)

08:51, 11 იანვარი 2018-ის ვერსია

პარკის ხედი

ჰაიდ-პარკი (ინგლ. Hyde Park) — უდიდესი პარკი ცენტრალურ ლონდონში. ერთ-ერთი უდიდესი ოთხი სამეფო პარკიდან, რომლებიც ქმნიან ჯაჭვს კენსინგტონის სასახლიდან მოყოლებული.

პარკი დაარსდა მეფე ჰენრი VIII-ის მიერ 1536 წელს, როდესაც მან ტერიტორიის გამოყენება სანადიროდ დაიწყო. 1637 წელს იგი საჯარო სივრცედ და სხვადასხვა ღონისძიების გასამართ საყვარელ ადგილად იქცა.

გვიანდელ პერიოდში მასში იმართებოდა როგორც დემონსტრაციები, ასევე მუსიკალური ფესტივალები, რომლებზეც გამოდიოდნენ პინკ ფლოიდი, როლინგ სტოუნზი და Queen. ერთ-ერთი ასეთი დიდი ფესტივალი იყო 2005 წლის საქველმოქმედო Live 8.

რესურსები ინტერნეტში