ინგლისის საფეხბურთო სუპერთასი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 728: | ხაზი 728: | ||
{{ფეხბურთი ინგლისში}} |
{{ფეხბურთი ინგლისში}} |
||
{{უეფა-ს წევრი ყველა ქვეყნის ეროვნული სუპერთასი}} |
|||
[[კატეგორია:ინგლისის საფეხბურთო ტურნირები]] |
[[კატეგორია:ინგლისის საფეხბურთო ტურნირები]] |
14:50, 28 დეკემბერი 2017-ის ვერსია
დაარსდა | 1908 |
---|---|
რეგიონი | ინგლისი |
გუნდების რაოდენობა | 2 |
ყველაზე ტიტულ. გუნდი | „მანჩესტერ იუნაიტედი“ (21-ჯერ) |
მოქმედი გამარჯვებული | „არსენალი“ (15-ჯერ) |
ვებ-საიტი | ოფიციალური |
ინგლისის საფეხბურთო სუპერთასი (ინგლ. FA Community Shield ან Charity Shield) — საფეხბურთო გათამაშება ინგლისში, სადაც ინგლისის პრემიერლიგის და ინგლისის თასის გამარჯვებულები ხვდებიან ერთმანეთს. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ჩემპიონატსაც და თასსაც ერთი გუნდი მოიგებს, მაშინ მას სუპერთასზე ჩემპიონატში მეორე ადგილზე გასული გუნდი დაუპირისპირდება.
სუპერთასი თამაშდება 1908 წლიდან. შეხვედრა იმართება ყოველი სეზონის დასაწყისში. 1974 წლიდან სუპერთასი რეგულარულად ტარდება უემბლიზე, გარდა 2001–06 წლებისა, როდესაც უემბლის რეკონსტრუქციის გამო შეხვედრები გაიმართა მილენიუმზე, კარდიფში.
გათამაშების ისტორიაში, ყველაზე წარმატებული კლუბია „მანჩესტერ იუნაიტედი“, რომელმაც 21-ჯერ მოიგო ტიტული. მოქმედი გამარჯვებულია ლონდონის „არსენალი“[1].
მატჩები
მატჩის ფრედ დამთავრების შემდეგ, გუნდებმა გაიზიარეს ტიტული. |
სტატისტიკა კლუბების მიხედვით
კლუბი | გამარჯვებული | დამარცხებული | გამარჯვებული (* გაზიარებული ტიტული) | დამარცხებული |
---|---|---|---|---|
მანჩესტერ იუნაიტედი | 21 | 9 | 1908, 1911, 1952, 1956, 1957, 1965*, 1967*, 1977*, 1983, 1990*, 1993, 1994, 1996, 1997, 2003, 2007, 2008, 2010, 2011, 2013, 2016 | 1948, 1963, 1985, 1998, 1999, 2000, 2001, 2004, 2009 |
არსენალი | 15 | 7 | 1930, 1931, 1933, 1934, 1938, 1948, 1953, 1991*, 1998, 1999, 2002, 2004, 2014, 2015, 2017 | 1935, 1936, 1979, 1989, 1993, 2003, 2005 |
ლივერპული | 15 | 6 | 1964*, 1965*, 1966, 1974, 1976, 1977*, 1979, 1980, 1982, 1986*, 1988, 1989, 1990*, 2001, 2006 | 1922, 1971, 1983, 1984, 1992, 2002 |
ევერტონი | 9 | 2 | 1928, 1932, 1963, 1970, 1984, 1985, 1986*, 1987, 1995 | 1933, 1966 |
ტოტენჰემ ჰოტსპური | 7 | 2 | 1921, 1951, 1961, 1962, 1967*, 1981*, 1991* | 1920, 1982 |
ჩელსი | 4 | 8 | 1955, 2000, 2005, 2009 | 1970, 1997, 2006, 2007, 2010, 2012, 2015, 2017 |
მანჩესტერ სიტი | 4 | 6 | 1937, 1968, 1972, 2012 | 1934, 1956, 1969, 1973, 2011, 2014 |
English Professionals XI | 4 | 2 | 1913, 1923, 1924, 1929 | 1925, 1926 |
ვულვერჰემპტონ უონდერერსი | 4 | 1 | 1949*, 1954*, 1959, 1960* | 1958 |
English Amateurs XI | 2 | 4 | 1925, 1926 | 1913, 1923, 1924, 1929 |
ვესტ ბრომვიჩ ალბიონი | 2 | 2 | 1920, 1954* | 1931, 1968 |
ბარნლი | 2 | 1 | 1960*, 1973 | 1921 |
ლიდზ იუნაიტედი | 2 | 1 | 1969, 1992 | 1974 |
ნიუკასლ იუნაიტედი | 1 | 5 | 1909 | 1932, 1951, 1952, 1955, 1996 |
ბლეკბერნ როვერსი | 1 | 3 | 1912 | 1928, 1994, 1995 |
ასტონ ვილა | 1 | 3 | 1981* | 1910, 1957, 1972 |
ვესტ ჰემ იუნაიტედი | 1 | 2 | 1964* | 1975, 1980 |
შეფილდ უენსდეი | 1 | 1 | 1935 | 1930 |
სანდერლენდი | 1 | 1 | 1936 | 1937 |
პორტსმუთი | 1 | 1 | 1949* | 2008 |
ლესტერ სიტი | 1 | 1 | 1971 | 2016 |
ნოტინგემ ფორესტი | 1 | 1 | 1978 | 1959 |
ბრაიტონ ენდ ჰოუვ ალბიონი | 1 | 0 | 1910 | |
ჰადერზფილდ თაუნი | 1 | 0 | 1922 | |
კარდიფ სიტი | 1 | 0 | 1927 | |
England World Cup XI | 1 | 0 | 1950 | |
ბოლტონ უონდერერსი | 1 | 0 | 1958 | |
დერბი ქაუნთი | 1 | 0 | 1975 | |
ქუინზ პარკ რეინჯერსი | 0 | 2 | 1908, 1912 | |
იფსუიჩ თაუნი | 0 | 2 | 1962, 1978 | |
ნორთჰემპტონ თაუნი | 0 | 1 | 1909 | |
სუინდონ თაუნი | 0 | 1 | 1911 | |
კორინთიანი | 0 | 1 | 1927 | |
პრესტონ ნორთ ენდი | 0 | 1 | 1938 | |
F.A. Canadian Touring Team | 0 | 1 | 1950 | |
ბლეკპული | 0 | 1 | 1953 | |
FA Selected XI | 0 | 1 | 1961 | |
საუთჰემპტონი | 0 | 1 | 1976 | |
ქოვენტრი სიტი | 0 | 1 | 1987 | |
უიმბლდონი | 0 | 1 | 1988 | |
უიგან ათლეტიკი | 0 | 1 | 2013 |
რეკორდები
- სუპერთასის ყველაზე ტიტულოვანი გუნდები არიან: „მანჩესტერ იუნაიტედი“ (17 ერთპიროვნული მოგება, 4 საერთო), „არსენალი“ (14 ერთპიროვნული მოგება, 1 საერთო) და „ლივერპული“ (10 ერთპიროვნული მოგება, 5 საერთო).
- უმაღლესი ანგარიშით სუპერთასში გაიმარჯვა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ — 8–4 „სუინდონ თაუნის“ წინააღმდეგ.
- ყველაზე ხანგრძლივად სუპერთასს ფლობდა „ევერტონი“ – 1984-დან 1987 წლის ჩათვლით, თუმცა 1986 წელს იზიარებდა „ლივერპულთან“. „მანჩესტერ იუნაიტედს“ აქვს სუპერთასის მატჩებში ზედიზედ დამარცხების რეკორდი (4), 1997–2001 წლებში. ამ პერიოდის განმავლობაში, „იუნაიტედმა“ სუპერთასის მატჩში ითამაშა ზედიზედ 6-ჯერ, 1996-დან 2001 წლამდე, საიდანაც 2-ში გაიმარჯვა.
- „ტოტენჰემის“ მეკარე პეტ ჯენინგსმა გაიტანა გოლი „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ საკუთარი საჯარიმოდან 1967 წლის სუპეთასის მატჩში, რომელიც 3–3 დასრულდა.
- „ბრაიტონ ენდ ჰოუვ ალბიონი“ არის ერთადერთი კლუბი, რომელმაც ისე მოიპოვა ინგლისის სუპერთასი, რომ არასოდეს მოუგია ჩემპიონატი, ან ინგლისის თასი.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ „Arsenal lift Community Shield“. thefa.com. ციტირების თარიღი: 9 აგვისტო 2017.
|