ფიცის კაცები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ფიცის კაცები''' - იმერეთის მეფის გვარდია, რ...
(განსხვავება არ არის)

17:16, 22 დეკემბერი 2017-ის ვერსია

ფიცის კაცები - იმერეთის მეფის გვარდია, რომელიც შექმნა მეფე სოლომონ I-მა. 1752 წელს სოლომონმა ტახტზე ასვლისთანავე აკრძალა ტყვეთა ვაჭრობა, რის გამოც მას აუანყდა კათოლიკოს პატრიარქი ბესარიონი, ბიძები მამუკა და გიორგი ბაგრატიონები, ბაბუა ლევან აბაშიძე და დედა თამარ აბაშიძე და სოლომონი ტახტიდან ჩამოაგდეს. ამის შემდეგ სოლომონი ერთგულ მხებლებთან ერთად გაიქცა ახალციხეში და ფაშას შემწეობა სთხოვა. მიღებული რესურსებით სოლომონმა ერთგული აზნაურებისაგან და გლეხებისაგან ჩამოაყალიბა პირადი გვარდია "ფიცის კაცები".

ფიცის კაცებმა მონაწილეობა მიიღეს იმერეთის სამეფოს თითქმი ყველა გარდამტეხ მოვლენაში 1754-1810წწ-ში.

ფიცის კაცების სტრუქტურა და მიზნები

  • მეთაური: ბერი ლორთქიფანიძე
  • წევრები: მესხები, ღოღობერიძეები, ავალიანები, გრიგალაშვილები, ქოქრაშვილები, მიქაბერიძეები, ჭაბუკიანები ,იაშვილები, ყიფიანები, უგრეხელიძეები და იოსელიანები
  • რაოდენობა: 1000 კაცი
  • თავშეყრის ადგილი: სოფელი ლეკერწა
  • ფიცის დადების დღე 15 მაისი 1754
  • ფუნქცია: ბრძოლა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის, ტყვეთა სყიდვის აღკვეთა.
  • უფლებები: შეუზღუდავი
  • სტატუსი: მეფის ძმადნაფიცობა

ლიტერატურა

  • მარიამ ლორთქიფანიძე, ოთარ ჯაფარიძე, დავით მუსხელიშვილი, როინ მეტრეველი, „საქართველოს ისტორია“ ოთხ ტომად. უძველესი დროიდან ახ. წ. XX საუკუნემდე. გამომცემლობა პალიტრა L. თბილისი. 2012 წ.
  • მ. რეხვიაშვილი, იმერეთის სამეფო (1462–1810), თბ., 1989