მხიარულები და უდარდელები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ცოცხალი შესრულება → საკონცერტო შესრულება using AWB
ხაზი 77: ხაზი 77:
[[კატეგორია:უოლტ დისნეის სტუდიების ანიმაციური ფილმები]]
[[კატეგორია:უოლტ დისნეის სტუდიების ანიმაციური ფილმები]]
[[კატეგორია:Walt Disney Pictures-ის ფილმები]]
[[კატეგორია:Walt Disney Pictures-ის ფილმები]]
[[კატეგორია:1947 წლის ანიმაციური ფილმები]]

07:34, 18 დეკემბერი 2017-ის ვერსია

„მხიარულები და უდარდელები“
რეჟისორი
პროდიუსერი უოლტ დისნეი
ისტორია
მთხრობელი
როლებში
მუსიკა
მონტაჟი ჯეკ ბეხომი
სტუდია Walt Disney Productions
დისტრიბუტორი RKO Radio Pictures
პრემიერა
  • 27 სექტემბერი, 1947 (1947-09-27)
ხანგრძლივობა 73 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური, ესპანური
შემოსავალი 2.4 მილიონი აშშ დოლარი (მხოლოდ აშშ)[1]

მხიარულები და უდარდელები1947 წლის სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი. მისი პროდიუსერია უოლტ დისნეი, ხოლო დისტრიბუტორი — RKO Radio Pictures. ფილმში შეტანილია ორი სიუჟეტი - „ბონგო“ და „მიკი და ლობიოს ღერო“. „მხიარულები და უდარდელები“ დისნეის სტუდიების რიგით მეცხრე სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ნამუშევარია და მეოთხე ანთოლოგიურ ფილმებში, რომლებიც სტუდიამ 1940-იანებში გამოუშვა, რათა მეორე მსოფლიო ომის დროს არსებული ხარჯები აენაზღაურებინა. ამ ანთოლოგიური ფილმების გამოშვებით, რომლებიც აგებული იყო სხვადასხვა ეპიზოდზე, დაფინანსდა „კონკიას“ და რამდენიმე შემდგომი ფილმის წარმოებაც.

ფილმის პირველი მონაკვეთის, „ბონგოს“ წარმდგენია კალია ჯიმინი, ხოლო მთხრობელი — დინა შორი. ეს ეპიზოდი ეფუძნება „დათუნია ბონგოს“ (სინკლერ ლუისი) და მაყურებელს მოუთხრობს ცირკის დათვის შესახებ, რომელსაც თავისუფლება სურს. იგი საბოლოოდ, გარბის და ტყეში შეუყვარდება დათვი ლულუბელი, თუმცა აღმოჩნდება, რომ საკუთარი ერთგულება უნდა დაუმტკიცოს. მეორე ეპიზოდს, „მიკი და ლობიოს ღეროს“, წარადგენს ედგარ ბერგენი. იგი არის ზღაპრის „ჯეკი და ლობიოს ღეროს“ გადმოცემა, მიკი მაუსის, დონალდ დაკის და გუფის მონაწილეობით. სიუჟეტით მიხედვით, ეს სამი ცაში აღმოაჩენს გოლიათ უილის სასახლეს, სადაც მიაღწევენ ვეებერთელა ლობიოს ღეროს დახმარებით. იმისათვის, რომ დაიბრუნონ მშობლიური ველი, უნდა შეებრძოლონ გაუმაძღარ, მაგრამ საყვარელ გოლიათს. „მიკი და ლობიოს ღერო“ იყო უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც დისნეიმ თავად გაახმოვანა მიკის პერსონაჟი, ვინაიდან დაკავებული იყო სხვა პროექტებითაც. მოგვიანებით მას ჩაენაცვლა ჯიმი მაკდონალდი, რომელიც ხმოვან ეფექტებზეც მუშაობდა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო