ეტალონი (პროექტი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გალერეა ზედმეტი ხომ არ არის?
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
{{ინფოდაფა ტელევიზია
{{ინფოდაფა ტელევიზია
| გადაცემის_სახელი = ეტალონი
| გადაცემის_სახელი = ეტალონი
| სურათი = [[სურათი:Logo ETALONI.png|250px|გადაცემა ეტალონის ლოგო]]
| სურათი = Logo ETALONI.png
| ტიტრი =
| ტიტრი =
| სხვა სახელწოდება=
| სხვა სახელწოდება=

09:04, 29 ოქტომბერი 2017-ის ვერსია

ეტალონი
ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი
წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ენა ქართული
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი მანანა ღოღობერიძე
პროდიუსერ(ებ)ი არჩილ თავბერიძე
ეთერი
ორიგინალური არხი პირველი არხი
ჩვენების ფორმატი 4:3
პირველად ეთერში 2004 წლის ოქტომბერი


„ეტალონი“ — სატელევიზიო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის მოსწავლე ახალგაზრდობის მასობრივ დაინტერესებას სწავლა-განათლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით (მათ შორის მედია საშუალებებით).

ეტალონი ტელეკომპანია იმედისა და ჟურნალ „რეიტინგის“ ერთობლივი, მოსწავლე ახალგაზრდობაზე გათვლილი ინტელექტუალურ-შემეცნებითი გადაცემაა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ცოდნის პოპულარიზაციას, გამოავლინოს და წაახალისოს ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდები.

„ეტალონის“ იდეის ავტორი და წამყვანია გოჩა ტყეშელაშვილი. ეთერში გასვლის შემდეგ, პროექტმა პოპულარობა მოიპოვა, როგორც მოსწავლე-ახალგაზრდობაში, ისე უფროსი ასაკის ტელემაყურებლებში.

პროექტს, ეთერში გასვლამდე უკვე მხარს უჭერდნენ ცნობილი პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები. „ეტალონი“ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს. იდეა, თამაშის მიმდინარეობა და წესები მთლიანად ქართულია და დაპატენტებულია.

„ევროპის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიამ“ ქალაქ ჰანოვერში (გერმანია) 2006 წლის 26-28 მაისს ფართომასშტაბიან კონფერენციაზე პროექტი „ეტალონი“ პედაგოგიკის სიახლედ აღიარა, დიპლომი და ოქროს მედალი მიანიჭა და სპეციალური ტერმინი — „მედიაპედაგოგიკა“ შეურჩია.

ისტორია

პროექტი 2004 წლის შემოდგომის სატელევიზიო სეზონიდან ტელეკომპანია მზის ეთერში დაიწყო, თუმცა გაზაფხულის სეზონიდან მან ტელეკომპანია იმედზე გადაინაცვლა; აქვე, მას დაემატა მეორე პროექტი სტუდენტებისათვის — ეტალონის პრინციპებზე აგებული გადაცემა „დიდი პერსპექტივა“. 2007 წლის შემოდგომიდან, ეტალონი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაგრძელდა. 2008 წლის შემოდგომიდან, გადაცემა კვლავ ტელეკომპანია მზეს უბრუნდება. 2010 წლის შემოდგომიდან ყოველ კვირას, დილის 10:00-ზე ეტალონი იმედის ეთერში გადიოდა. 2012 წლის შემოდგომიდან ეტალონი საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში გადის ყოველ შაბათს 18:00 საათზე, ხოლო განმეორებით კვირას,დილის 10:00 საათზე. გადაცემას მართვას საპროდიუსერო კომპანია „ეტალონი მედია“.

გადაცემაში მონაწილეობენ საქართველოს სხვადასხვა სოფლებისა თუ ქალაქების სკოლების წარმატებულ მოსწავლეთა გუნდები. თუმცა, არაგეგმიურ გადაცემებში პოლიტიკოსები, მომღერლები, მსახიობები, სპორტსმენები თუ მასწავლებლებიც იღებენ მონაწილეობას.

რესურსები ინტერნეტში