მამია II გურიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 8: ხაზი 8:
|რიგი =
|რიგი =
|რიგი-მეუღლეების =
|რიგი-მეუღლეების =
|სურათი =
|სურათი = Prince Mamia Gurieli.JPG
|წარწერა =
|წარწერა =
|მმართველობის დასაწყისი = [[1600]]
|მმართველობის დასაწყისი = [[1600]]

11:58, 27 ოქტომბერი 2017-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მამია.
მამია II გურიელი
გურიის მთავარი
მმართ. დასაწყისი: 1600
მმართ. დასასრული: 1625
წინამორბედი: გიორგი II გურიელი
მემკვიდრე: სიმონ II გურიელი
გარდ. თარიღი: 1625
მეუღლე: თინათინ ათაბაგი, თეიმურაზ I-ის ასული
შვილები: მანუჩარი, სიმონ II გურიელი, ანა ბატონიშვილი
დინასტია: გურიელები
მამა: გიორგი II გურიელი

მამია II გურიელი (გ. 1625), გურიის მთავარი 1600-1625, გიორგი II გურიელის ძე. ცოლად ჰყავდა ჯერ ათაბაგის ასული, შემდეგ კი - კახთა მეფის თეიმურაზ I-ის ასული. ამ ნათესაურმა კავშირებმა და ოსმალეთის საშინაო კრიზისმა განაპირობა გურიის სამთავროს გაძლიერება. ამ დროს მამია II გურიელი მეფედაც კი იწოდებოდა. 1609 წელს ააშენა ჩეხედანას ეკლესია თავისი მცირეწლოვანი შვილის, მანუჩარის სულის საოხად.

1609 წელს მამია II გურიელმა ოსმალები განდევნა აჭარიდან და იგი გურიის სამთავროს შეუერთა. მას მხარს უჭერდა ოდიშის მთავარი. ამას მოჰყვა ომი ოსმალეთთან. ოსმალეთმა ეკონომიური ბლოკადით აიძულა მამია II გურიელი ზავი დაედო (გურია-ოსმალეთის შეთანხმება 1614). მამია II გურიელმა აჭარა დაკარგა და ოსმალეთის ხარკი იკისრა. აქტიურად მონაწილეობდა ქართველ მეფე-მთავართა ანტიირანულ კოალიციაში. 1618 და 1623 წლებში მამია II გურიელმა რუსეთის მეფეს სთხოვა მფარველობაში მიღება, მაგრამ უშედეგოდ.

იმავე წელს ქალიშვილი თამარი მიათხოვა შემდგომში იმერეთის მეფე ალექსანდრე III-ს. თამარი მრუშობის ბრალდებით მამის კარზე გააბრუნეს შვილ ბაგრატთან ერთად. ამ ამბით შეურაცხყოფილმა გურიელი დაუმოყვრდა ლევან II დადიანს. 1621 წელს მამიამ თავის ძე სიმონს დადიანის და მარიამი შერთო ცოლად.

1625 წელს მოკლა შვილმა სიმონმა.

ლიტერატურა