ლადო ასათიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
94.240.196.179-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Abandoner-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 2: ხაზი 2:
'''ლადო (ვლადიმერ) მელქისედექის ძე ასათიანი''' (დ. [[14 იანვარი]], [[1917]], [[ქუთაისი]] — გ. [[23 ივნისი]], [[1943]], [[თბილისი]]) — [[ქართველები|ქართველი]] პოეტი.
'''ლადო (ვლადიმერ) მელქისედექის ძე ასათიანი''' (დ. [[14 იანვარი]], [[1917]], [[ქუთაისი]] — გ. [[23 ივნისი]], [[1943]], [[თბილისი]]) — [[ქართველები|ქართველი]] პოეტი.


ბოლო დონის გიჟი ვარ
== ბიოგრაფია ==
ლადო ასათიანი დაიბადა [[ქუთაისი|ქუთაისში]], 1917 წლის 14 იანვარს პედაგოგების ოჯახში. საშუალო განათლება მშობლიურ სოფელ ბარდნალაში მიიღო. წარმატებით დაამთავრა ცაგერის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი და გახდა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტი. [[1938]] წელს დაამთავრა [[ქუთაისი]]ს პედაგოგიური ინსტიტუტი [[ქართული ენა|ქართული ენისა]] და ლიტერატურის სპეციალობით. იქ გაიცნო და დაუმეგობრდა პოეტ [[გიორგი ნაფეტვარიძე]]ს. პირველი ლექსი („თებერვლის დილა“) გამოაქვეყნა [[1936]] წელს [[ქუთაისი]]ს გაზეთ „სტალინელში“.

[[ფაილი:Asatiani.jpg|thumb|left|200px|ლადო ასათიანის მშობლები: მელქისედეკ ასათიანი და ლიდა ცქიტიშვილი]]
პოეტის დედა ლიდა ცქიტიშვილი ქართული ენის პედაგოგი იყო. ვიღაცის დაბეზღებით ის დააპატიმრეს, ციმბირში გადაასახლეს და უცხო მხარეში გარდაიცვალა. ლადო ასათიანის პირველი ლექსი რომ დაიბეჭდა, გაზეთი დედას გაუგზავნა. იმ დროს პოეტის დედა უკვე მომაკვდავი იყო. გაზეთს არ აძლევდნენ, მაგრამ ქართველი პატიმრების თხოვნის შემდეგ წაუკითხეს შვილის ლექსი.

1938 წლიდან ლადო საცხოვრებლად და სამუშაოდ თბილისში გადავიდა, სადაც მუშაობა დაიწყო გაზეთ „ნორჩი ლენინელის“ რედაქციაში, რომელიც ოპერის მოპირდაპირედ მდებარეობდა. ამ პერიოდში გაიცნო ლადო ასათიანმა მომავალი მეუღლე ანიკო ვაჩნაძე, რომელიც ეკონომისტად მუშაობდა მწერალთა კავშირში. ლადომ ანიკო პირველად შემთხვევით ქუჩაში ნახა და ანონიმური სიყვარულის წერილი გაუგზავნა, რომლის ავტორის დადგენაც ანიკოს სამსახურში მწერლებმოინდომეს ხელწერით მიხედვით და რევაზ მარგიანმა ამოიცნო. ანიკომ წერილი დახია, რასაც შემდეგ ძალიან ნანობდა.

ანიკო ვაჩნაძე ულამაზესი ქალი იყო. ლადო ასათიანის გაცნობამდე, მას ლექსები [[სიმონ ჩიქოვანი|სიმონ ჩიქოვანმა]], [[პაოლო იაშვილი|პაოლო იაშვილმა]], [[ვალერიან გაფრინდაშვილი|ვალერიან გაფრინდაშვილმა]], [[გიორგი შატბერაშვილი|გიორგი შატბერაშვილმა]], [[კოლაუ ნადირაძე|კოლაუ ნადირაძემ]], [[გიორგი ქუჩიშვილი|გიორგი ქუჩიშვილმა]], [[სერგეი მიხალკოვი|სერგეი მიხალკოვმა]] მიუძღვნეს. მოგვიანებით ყველა ამ ლექსს პოეტმა მინაწერები გაუკეთა

ლადო ასათიანი და ანიკო ვაჩნაძე პირველი შეხვედრიდან რამდენიმე დღეში დაქორწინდნენ. ისინი ერთმანეთს პირადად პოეტის უახლოესმა მეგობარმა [[ნიკა აგიაშვილი|ნიკა აგიაშვილმა]] გააცნო. წყვილი ქორწინების შემდეგ ერთხანს ანიკოს მშობლებთან ცხოვრობდნენ, შემდეგ კი ძერჟინსკის ქუჩაზე გადავიდნენ პატარა უფანჯრო ოთახში, რომლის ფართი სულ 14 კვადრატული მეტრი იყო. ოთახს კარზე ჰქონდა მინა ჩასმული და დღის სინათლე იქიდან შედიოდა შიგნით.

პოეტი საკმაოდ ახალგაზრდა დაავადდა [[ტუბერკულოზი|ტუბერკულოზით]]. ჭლექი იმ დროს განუკურნებელი სენი იყო. როცა თავს ცუდად გრძნობდა, [[აბასთუმანი (დაბა)|აბასთუმანში]] მიდიოდა, ცოტა რომ მოკეთდებდა, მაშინვე თბილისში ბრუნდებოდა. აღმართზე მისი სიარული არ შეიძლებოდა, ამიტომ მეუღლემ ამჟამინდელი პარლამენტის პირდაპირ, სასტუმრო ორიენტში იქირავა ოთახი. მათი ფანჯარა [[ლადო გუდიაშვილი|ლადო გუდიაშვილის]] სახლს უყურებდა. ერთხელ პოეტს უთქვამს, როგორ მინდა, ჩემი წიგნი ლადომ გააფორმოსო. ანიკოს ეს ამბავი ლადო გუდიაშვილის მეუღლისთვის უთქვამს. პოეტის ოცნება ასრულდა, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, როცა ის გარდაიცვალა ლადო გუდიაშვილმა ლადო ასათიანის პორტრეტი სურათიდან დახატა და მის წიგნს წაუმძღვარა, მოგვიანებით კი პოეტის ერთტომეულიც გააფორმა.

1939 წელს ტუბერკულოზით დაავადებული პოეტი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. სამხედრო ექიმებმა აქაური ექიმებისაგან განსხვავებით გულისხმიერება გამოიჩინეს და ავადმყოფი პოეტი უკან დააბრუნეს. მან 1940-1941 წლებში გამომცემლობა „ფედერაციას“ გამოსაცემად ჩააბარა ლექსების პირველი კრებული „წინაპრები“, რომელიც მისმა მეგობარმა ლადოავალიანმა გააფორმა მხატვრულად. წიგნი დაიბეჭდა 1943 წელს, პოეტს გაუგზავნეს 10 საავტორო ეგზემპლარი. ამ ათი ეგზემპლარის გარდა არც ერთი არ გაუვრცელებიათ. იგი გაანადგურეს, როგორც არასაბჭოთა სულისკვეთების წიგნი.

ლადოს და ანიკოს 1941 წელს შეეძინათ ქალიშვილი მანანა. ლადომ შვილს სახელი [[მანანა ორბელიანი|მანანა ორბელიანის]] პატივსაცემად დაარქვა. ლადოს ძალიან უყვარდა თავისი ქალიშვილი, მას ლექსი მიუძღვნა, უნდოდა ის კონსტანტინე გამსახურდიას, სიმონ ჩიქოვანს, ნიკა აგიაშვილს და ლადო გუდიაშვილს მოენათლათ, თუმცა ლადომ თავის სიცოცხლეში ეს ვერ მოახერხა, მისი გარდაცვალების შემდეგ მანანა კონსტანტინე გამსახურდიას, სიმონ ჩიქოვანის და ლადო გუდიაშვილის მეუღლეებმა მონათლეს. სიცოცხლის ბოლო წუთებში ლადო ქალიშვილს ეალერსებოდა, და ლექსის დაწერას ცდილობდა, სიკვდილის წინ მამას უხმობდა, თუმცა მოხუცმა მელქისედეკმა ცოცხალს ვეღარ ჩამოუსწრო.

ლადო ასათიანი 1943 წლის 23 ივნისს, 26 წლის ასაკში გარდაიცვალა, ის ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. [[1968]] წლის [[24 აპრილი|24 აპრილს]] პოეტის ნეშტი [[პანთეონი (დიდუბე)|დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში]] გადმოასვენეს.


==ლიტერატურა==
==ლიტერატურა==

18:24, 22 ოქტომბერი 2017-ის ვერსია

ლადო ასათიანი
დაბადების თარიღი 14 იანვარი, 1917(1917-01-14) ან 1917
დაბადების ადგილი ქუთაისი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 23 ივნისი, 1943(1943-06-23) ან 1943
გარდაცვალების ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა პოეტი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ალმა-მატერი ცაგერის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჟანრი ლირიკა
Magnum opus სალაღობო

ლადო (ვლადიმერ) მელქისედექის ძე ასათიანი (დ. 14 იანვარი, 1917, ქუთაისი — გ. 23 ივნისი, 1943, თბილისი) — ქართველი პოეტი.

ბოლო დონის გიჟი ვარ

ლიტერატურა

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ვიკიწყარო
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია: