სარა აშურბეილი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 25: ხაზი 25:
}}
}}


'''სარა ბალაბეგ კიზი აშურბეილი''' (აზერ.Sara Balabəy qızı Aşurbəyli, 1906 წლის 27 იანვარი, ბაქო - 2001 წლის 17 ივლისი, ბაქო) - აზერბაიჯანელი ისტორიკოსი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის [[უფროსი]] მეცნიერ მუშაკი, [[აზერბაიჯანი9ს]] სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, აზერბაიჯანის მხატვართა კავშირის წევრი).
'''სარა ბალაბეგ კიზი აშურბეილი''' (აზერ.Sara Balabəy qızı Aşurbəyli, 1906 წლის 27 იანვარი, ბაქო - 2001 წლის 17 ივლისი, ბაქო) - აზერბაიჯანელი ისტორიკოსი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, [[აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის]] უფროსი მეცნიერ მუშაკი, [[აზერბაიჯანი9ს]] სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, აზერბაიჯანის მხატვართა კავშირის წევრი).


== ბიოგრაფია ==
== ბიოგრაფია ==

09:59, 21 ოქტომბერი 2017-ის ვერსია

სარა ბალაბეგ კიზი აშურბეილი
აზერ. Sara Aşurbəyli
ფაილი:Сара Ашурбейли.jpg
დაბ. თარიღი 27 იანვარი 1906
დაბ. ადგილი ბაქო, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 2001 წლის 17 ივლისი
გარდ. ადგილი ბაქო, აზერბაიჯანი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
 აზერბაიჯანი
საქმიანობა ისტორიკოსი და ხელოვანი
მუშაობის ადგილი აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ხალხთა მეგობრობის ორდენი, დიდების ორდენი, აზერბაიჯანის სსრ-ის სახელმწიფო პრემია და აზერბაიჯანის სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
ხელმოწერა

სარა ბალაბეგ კიზი აშურბეილი (აზერ.Sara Balabəy qızı Aşurbəyli, 1906 წლის 27 იანვარი, ბაქო - 2001 წლის 17 ივლისი, ბაქო) - აზერბაიჯანელი ისტორიკოსი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის უფროსი მეცნიერ მუშაკი, აზერბაიჯანი9ს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, აზერბაიჯანის მხატვართა კავშირის წევრი).

ბიოგრაფია

სარა აშურბეილი დაიბადა ბაქოში 1906 წლის 27 იანვარს ნავთობმრეწველისა და მეცენატის ბალაბეგ აშურბეკოვისა და მისი მეუღლის ისმეთ-ხანუმის ოჯახში. აშურბეკოვები მიეკუთვნებოდნენ აფშართა დინასტიას. აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ სარის ოჯახი წავიდა ემიგრაციაში თურქეთში. სტამბულში სარი სწავლობდა ჟანა დარკის ფრანგულ კოლეჯში. ნეპის დროს მისი ოჯახი დაბრუნდა საბჭოთა აზერბაიჯანში. აქ მამამისი დააპატიმრეს და გადაასახლეს ყარაგანდაში. 1937 წლის 25 მარტს იგი ყარაგანდას ოლქის ნკვდ-ს მიერ დაპატიმრებულ იქნა . იმავე წლის 13 აგვისტოს სამეულის მიერ

რსფსრ-ს სისხლის სამართლის კოდექსის 58-10 მუხლით მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა.

1941 წელს აშურბეილიმ დაამთავრა ა.აზიმზადეს სახელობის სამხატვრო სასწავლებელი . ომის დროს იგი მუშაობდა აზერბაიჯანის დრამის თეატრში მხატვარ-დეკორატორად.[1].

1942 წლის ოქტომბერში სარა აშურბეილის მეუღლე - ბაჰრამ ჰუსეინზადე დააპატიმრეს. იმასაც, ისგივე მუხლით, რომლითაც იქნა გასამართლებული ბალაბეგ აშურბეკოვი, გამოუტანეს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა, მაგრამ 1943 წელს განაჩენი შეუცვალეს 10 წლის თავისუფლების აღკვეთით.[2].

სარა აშურბეილიმ დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური განყოფილება. დიდი ხნის განმავლობაში, თავისი წარმომავლობის გამო, იგი ვერ ახერხებდა სამსახურის პოვნას თავისი სპეციალობით. ამ ხნის განმავლობაში მან მოასწრო მუშაობა სკოლაში მასწავლებლად, თეატრში მხატვარ-დეკორატორად, აზერბაიჯანის კონსერვატორიაში უცხო ენების მასწავლებლად.

ამ დროს მან დაწერა საკანდიდატო დისერტაცია, რომელიც 1949 წელს წარმატებით დაიცვა ლენინგრადის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში. 1956 წელს სამედ ვურგუნის დახმარების შედეგად, რომელიც იმ დროს იყო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, სარა აშურბეილიმ შესძლო სამსახურში მოწყობა თავისი სპეციალობით. იგი დაინიშნა აზერბაიჯანის ისტორიის მუზეუმიოს შუა საუკუნეების განყოფილების უფროსად, სადაც მუშაობდა 1958 წლამდე. მას მიეცა საშუალება, როგორც ისტორიკოსს, თავი გამოეჩინა.

1964 წელს სარა აშურბეილიმ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტში. ჯერ იგი მოეწყო აზერბაიჯანის ისტორიის მუზეუმში აზერბაიჯანის შუა საუკუნეების ისტორიის განყოფილების უფროსად, შემდეგ იგი მუშაობდა აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ მუშაკად, შემდეგ კი ისტორიის ინსტიტუტის წამყვან სპეციალისტად, 1993 წლედან სიცოცხლის ბოლომდე იგი იყო აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკდემიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის უფროსი მეცნიერ მუშაკი. სარა აშურბეილიმ დაწერა ას თემატიკაზე მეტი ნაშრომი აზერბაიჯანის ენციკლოპედიისათვის.

სქოლიო

ლიტერატურა