გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკური მოწყობა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ასევე ცნობილი როგორც → აგრეთვე ცნობილი, როგორც using AWB
→‎top: clean up, replaced: აგრეთვე ცნობილი, როგორც → აგრეთვე ცნობილი როგორც using AWB
ხაზი 3: ხაზი 3:
კონსტიტუცია შედგება კონსტიტუციური კონვენციების, საკანონმდებლო აქტებისა და სხვა ელემენებისაგან და როგორც ასეთი არის არაკოდიფიცირებული.
კონსტიტუცია შედგება კონსტიტუციური კონვენციების, საკანონმდებლო აქტებისა და სხვა ელემენებისაგან და როგორც ასეთი არის არაკოდიფიცირებული.


ბრიტანეთის პოლიტიკური მართვის სისტემა, აგრეთვე ცნობილი, როგორც უესტმინსტერის სისტემა, გადაღებული იქნა ყოფილი ბრიტანეთის იმპერიის შემადგენლობაში შემავალი ქვეყნების: [[კანადა|კანადის]], [[ავსტრალია|ავსტრალიის]], [[ახალი ზელანდია|ახალი ზელანდიის]], [[სინგაპური|სინგაპურის]], [[მალაიზია|მალაიზიის]] და [[იამაიკა|იამაიკის]] მიერ.
ბრიტანეთის პოლიტიკური მართვის სისტემა, აგრეთვე ცნობილი როგორც უესტმინსტერის სისტემა, გადაღებული იქნა ყოფილი ბრიტანეთის იმპერიის შემადგენლობაში შემავალი ქვეყნების: [[კანადა|კანადის]], [[ავსტრალია|ავსტრალიის]], [[ახალი ზელანდია|ახალი ზელანდიის]], [[სინგაპური|სინგაპურის]], [[მალაიზია|მალაიზიის]] და [[იამაიკა|იამაიკის]] მიერ.


== აღმასრულებელი ძალაუფლება ==
== აღმასრულებელი ძალაუფლება ==

06:49, 18 ოქტომბერი 2017-ის ვერსია

გაერთიანებული სამეფო არის კონსტიტუციური მონარქია, რომელშიც მონარქი არის ქვეყნის მეთაური, პრემიერ-მინისტრი კი მთავრობის მეთაური. აღმასრულებელი ძალაუფლება აქვს დიდი ბრიტანეთის, შოტლანდიის და უელსის მთავრობებს და ჩრდილოეთ ირლანდიის აღმასრულებელ ძალას. საკანონმდებლო ძალაუფლება აქვს მთავრობასაც და ბრიტანეთის პარლამენტის ორივე, ლორდთა და თემთა პალატას ისევე როგორც შოტლანდიის პარლამენტს და უელსის და ჩრდილოეთ ირლანდიის საკრებულოებს. მოსამართლეთა კორპორაცია აღმასრულებელი და საკანონმდებლო სისტემებისაგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს. დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლო არის ქვეყნის ყველაზე უმაღლესი სასამართლო. დიდი ბრიტანეთი არის მულტი-პარტიული სისტემა. 1920-იანი წლებიდან მოყოლებული, ორი უდიდესი პოლიტიკური პარტიაა კონსერვატიული პარტია და ლეიბორისტული პარტია. მიუხედავას იმისა, რომ ბრიტანეთის საპარლამენტო პოლიტიკის ისტორიას კოალიციური და უმცირესობათა მთავრობები უხილავს, first-past-the-post სისტემა, რომელიც დიდი არჩევნებისათვის გამოიყენება, ამ ორ პარტიას ძალაუფლებაში დარჩენაში ხელს უმართავს. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ განვლილი საუკუნის განმავლობაში, ლეიბორისტულ და კონსერვატიულ პარტიებსაც მოუწიათ მესამე პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობა იმისათვის, რომ მათ საპარლამენტო სამუშაო უმრავლესობა მოეპოვებინათ. შოტლანდიაში და უელსში, ნაციონალისტური პარტიების მიმართ ელექტორატის მზარდმა სიმპათიამ, 1970-იან წლებში ამ ქვეყნების ადმინისტრაციული გამოყოფის (devolution) საკითხი წამოჭრა. თუმცა, შოტლანდიისა და უელსის საბოლოო დევოლუცია 1990-იან წლებამდე არ მომხდარა. დღესდღეობით, შოტლანდიას, უელსს და ჩრდილოეთ ირლანდიას ყავთ საკუთარი საკანონმდებლო ინსტიტუციები და მთავრობა, დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან ერთად. ინდივიდუალური მთავრობები პასუხისმგებლები არიან ამ ქვეყნების საშინაო საკითხების მოგვარებაზე.

კონსტიტუცია შედგება კონსტიტუციური კონვენციების, საკანონმდებლო აქტებისა და სხვა ელემენებისაგან და როგორც ასეთი არის არაკოდიფიცირებული.

ბრიტანეთის პოლიტიკური მართვის სისტემა, აგრეთვე ცნობილი როგორც უესტმინსტერის სისტემა, გადაღებული იქნა ყოფილი ბრიტანეთის იმპერიის შემადგენლობაში შემავალი ქვეყნების: კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, სინგაპურის, მალაიზიის და იამაიკის მიერ.

აღმასრულებელი ძალაუფლება

გაერთიანებულ სამეფოში, აღმასრულებელი ძალაუფლება ხორციელდება სოვერინის სახელით, რომელიც ნომინალურად აღმასრულებელ ძალას წარმოადგენს. აღამასრულებელი ძალაუფლება გაერთიანებულ სამეფოში გაერთიანებული სამეფოს მთავრობის, შოტლანდიის მთავრობის, უელსის ასამბლეის და ჩრდილოეთ ირლანდიის აღმასრულებელის მიერ ხორციელდება.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობა

პრემიერ-მინისტრი, დიდ ბრიტანეთში მისი აღმატებულესობა დედოფლის მთავრობის ხელმძღვანლად, მონარქის მიერ ინიშნება. პრემიერ-მინისტრის დანიშვნისას, მონარქი აუცილებლად ითვალიწინებს იმ კონვენციას, რომ პრემიერ-მინისტრი აუცილებლად უნდა იყოს თემთა პალატის ისეთი წევრი, რომელსაც ყველაზე უკეთ ხელეწიფება ამ პალატის მხარდაჭერით მთავრობის ფორმირება. რეალურად, ეს ნიშნავს იმას რომ პრემიერ-მინისტრად ინიშნება იმ პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელსაც თემთა პალატაში ადგილთა აბსოლუტური უმრავლესობა უკავია. ამის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი ირჩევს სხვა მინისტრებს, რომლებიც ერთად გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შეადგენენ და მთავრობის სხვადასხვა დეპარტამენტების, ანუ სამინისტროების, პოლიტიკური ხელმძღვანელები არიან. თუმცა, გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკურ სისტემაში, მთავრობა და კაბინეტი ერთი და იგივე მცნებებს არ წარმოადგენს. კაბინეტის შემადგენლობაში დაახლოებით ოცი ყველაზე მნიშვნელოვანი მინისტრი, მთავრობაში კი დაახლოებით ასამდე მინისტრი შედის. კონსტიტუციური კონვენციის მიხედვით, მთავრობაში შემავალი ნებისმიერი მინისტრი ან თემთა პალატის ან ლორდთა პალატის წევრი უნდა იყოს. როგორც რამონდენიმე სხვა საპარლამენტო მმართველობის სისტემაში, აღმასრულებელი (ან "მთავრობა") არის პარლამენტის წევრი და პასუხისმგებელი პარლამენტთან - პარლამენტის მიერ უნდობლობის ვოტუმის გამოცხადება მთავრობას აიძულებს ან გადადგომას ან პარლამენტის დაშლას და საზოგადო არჩევნების ხელახლა ჩატარებას.

პრემიერ-მინისტრი და კაბინეტი