ისაყ I: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 27: | ხაზი 27: | ||
}} |
}} |
||
'''ისაყ I''' ''ჯაყელი'' |
'''ისაყ I''' ''ჯაყელი'' — [[ახალციხის საფაშო|ახალციხის ფაშა]] ოთხჯერ: [[1701]]-[[1705]], [[1708]]-[[1716]], [[1718]]-[[1737]] და [[1744]]-[[1745]] წლებში, [[იუსუფ II]]-ის ძე. მამა მცირეწლოვანს გარდაეცვალა და საფაშო ტახტი ბიძამ - [[სალიმ-ფაშა|სალიმმა]] - წაართვა. სალიმის გარდაცვალების შემდეგ ([[1701]]) ფაშობაზე პრეტენზია განაცხადა სალიმის შვილმა - [[ასლან II|ასლანმა]]. ბიძაშვილთან ბრძოლაში ისაყ I-მა რამდენიმეჯერ დაკარგა საფაშო ტახტი. დაახლოებით [[1718]]-წლიდან, ძალაუფლების საბოლოოდ განმტკიცების შემდეგ, იგი აქტიურად მონაწილეობდა [[1723]]-[[1724]] წლებში ოსმალთა მიერ ამიერკავკასიის ქვეყნების, კერძოდ, ქართლის სამეფოს დაპრობაში. [[1727]], ქართლის მეფის [[იესე (ალიყული-ხანი)|იესე]]ს გარდაცვალების შემდეგ, სულთანმა ისაყ I ქართლის მმართველად დაადგინა და კახეთის დაპყრობაც დაავალა. XVIII საუკუნის 30-იანი წლების პირველ ნახევარში ისაყ I-ს ემორჩილებოდა საკუთრივ საქართველო, ლორე, ყაზახ-შამშადილი, შაქი. ისაყ I დაპყრობილ მხარეებში ცდილობდა ოსმალური სოციალურ-პოლიტიკური სისტემის შემოღებას და მაჰმადიანობის გავრცელებას. მის დროს გახშირდა ლეკიანობა, ტყვეებით ვაჭრობა, გაუკაცრიელდა სოფლები და მხარეები. [[1735]] წელს, როდესაც [[ოსმალობა]] ყიზილბაშობამ შეცვალა, ისაყ I [[თბილისი]]დან ახალციხეში ჩავიდა და სამემკვიდრო ტახტზე დაჯდა. [[1737]] წელს ტახტი შვილს, [[იუსუფ III|იუსუფ III-ს]] დაუთმო. მისი გარდაცვალების შემდეგ კი [[1744]] წელს,ისაყ I მეოთხედ დაუბრუნდა თანამდებობას. გარდაიცვალა [[1745]] წელს. |
||
== იხილეთ აგრეთვე == |
== იხილეთ აგრეთვე == |
06:45, 18 ოქტომბერი 2017-ის ვერსია
ისაყ I | |
---|---|
ახალციხის ფაშა | |
მმართ. დასაწყისი: | 1701, 1708, 1718, 1744 |
მმართ. დასასრული: | 1705, 1716, 1737, 1745 |
წინამორბედი: |
სალიმ-ფაშა 1701 ასლან II 1708, 1716 იუსუფ III 1744 |
მემკვიდრე: |
ასლან II 1705, 1716 იუსუფ III 1737 აჰმედ-ფაშა 1745 |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | ? |
გარდ. თარიღი: | 1745 |
შვილები: |
იუსუფ III აჰმედ-ფაშა |
დინასტია: | ჯაყელები |
მამა: | იუსუფ II |
რელიგია: | სუნიტური ისლამი |
ისაყ I ჯაყელი — ახალციხის ფაშა ოთხჯერ: 1701-1705, 1708-1716, 1718-1737 და 1744-1745 წლებში, იუსუფ II-ის ძე. მამა მცირეწლოვანს გარდაეცვალა და საფაშო ტახტი ბიძამ - სალიმმა - წაართვა. სალიმის გარდაცვალების შემდეგ (1701) ფაშობაზე პრეტენზია განაცხადა სალიმის შვილმა - ასლანმა. ბიძაშვილთან ბრძოლაში ისაყ I-მა რამდენიმეჯერ დაკარგა საფაშო ტახტი. დაახლოებით 1718-წლიდან, ძალაუფლების საბოლოოდ განმტკიცების შემდეგ, იგი აქტიურად მონაწილეობდა 1723-1724 წლებში ოსმალთა მიერ ამიერკავკასიის ქვეყნების, კერძოდ, ქართლის სამეფოს დაპრობაში. 1727, ქართლის მეფის იესეს გარდაცვალების შემდეგ, სულთანმა ისაყ I ქართლის მმართველად დაადგინა და კახეთის დაპყრობაც დაავალა. XVIII საუკუნის 30-იანი წლების პირველ ნახევარში ისაყ I-ს ემორჩილებოდა საკუთრივ საქართველო, ლორე, ყაზახ-შამშადილი, შაქი. ისაყ I დაპყრობილ მხარეებში ცდილობდა ოსმალური სოციალურ-პოლიტიკური სისტემის შემოღებას და მაჰმადიანობის გავრცელებას. მის დროს გახშირდა ლეკიანობა, ტყვეებით ვაჭრობა, გაუკაცრიელდა სოფლები და მხარეები. 1735 წელს, როდესაც ოსმალობა ყიზილბაშობამ შეცვალა, ისაყ I თბილისიდან ახალციხეში ჩავიდა და სამემკვიდრო ტახტზე დაჯდა. 1737 წელს ტახტი შვილს, იუსუფ III-ს დაუთმო. მისი გარდაცვალების შემდეგ კი 1744 წელს,ისაყ I მეოთხედ დაუბრუნდა თანამდებობას. გარდაიცვალა 1745 წელს.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- ლომსაძე შ., სამცხე-ჯავახეთი (XVIII ს. შუაწლებიდან XIX საუკუნის შუაწლებამდე), თბ., 1975
- ლომსაძე შ.,ქსე, ტ. 5, გვ. 227, თბ. 1980
|