Incredible Expanding Mindfuck: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎რესურსები ინტერნეტში: რესურსები ინტერნეტში - დაბრუნება ძველზე, replaced: ინტერნეტ-რესურ using AWB
→‎top: clean up, replaced: აგრეთვე ცნობილი, როგორც → აგრეთვე ცნობილი როგორც using AWB
ხაზი 27: ხაზი 27:
}}
}}


'''Incredible Expanding Mindfuck''', აგრეთვე ცნობილი, როგორც '''I.E.M.''' — მუსიკოს [[სტივენ უილსონი]]ს მუსიკალური პროექტი. იგი ძირითადად [[კრაუტროკი]]სა და [[ფსიქოდელიური როკი]]ს ჟანრის არის და იყენებს 1960-იანი და 1970-იანი წლების ექსპერიმენტული როკის ელემენტებს.
'''Incredible Expanding Mindfuck''', აგრეთვე ცნობილი როგორც '''I.E.M.''' — მუსიკოს [[სტივენ უილსონი]]ს მუსიკალური პროექტი. იგი ძირითადად [[კრაუტროკი]]სა და [[ფსიქოდელიური როკი]]ს ჟანრის არის და იყენებს 1960-იანი და 1970-იანი წლების ექსპერიმენტული როკის ელემენტებს.


==ისტორია==
==ისტორია==

22:24, 17 ოქტომბერი 2017-ის ვერსია

Incredible Expanding Mindfuck

ბიოგრაფია
წარმოშობა ჰემელ ჰემპსტედი, ჰერტფორდშირი, ინგლისი.
ჟანრ(ებ)ი კრაუტროკი
ფსიქოდელიური როკი
აქტიური 1996–2001
ლეიბლ(ებ)ი Chromatic Records, Delerium, Tone Float, Gates of Dawn, Headphone Dust
წევრები სტივენ უილსონი
საიტი Steven Wilson Headquarters

Incredible Expanding Mindfuck, აგრეთვე ცნობილი როგორც I.E.M. — მუსიკოს სტივენ უილსონის მუსიკალური პროექტი. იგი ძირითადად კრაუტროკისა და ფსიქოდელიური როკის ჟანრის არის და იყენებს 1960-იანი და 1970-იანი წლების ექსპერიმენტული როკის ელემენტებს.

ისტორია

I.E.M.-ს სტივენ უილსონი ინტერვიუებში იშვიათად განიხილავს. ალბომების ბუკლეტებზე ასევე მცირე ინფორმაციაა მითითებული. Incredible Expanding Mindfuck არის ერთგვარი სახუმარო მინიშნება Porcupine Tree-ს ადრეულ პრომო მასალაზე, სადაც აღწერილი იყო Porcupine Tree-ს გამოგონილი ისტორია, ხოლო Incredible Expanding Mindfuck მითითებული იყო, როგორც დაკავშირებული პროექტი.

უილსონის ნამუშევრები I.E.M.-ის ფარგლებში წარმოადგენს Porcupine Tree-ს ადრეული ფსიქოდელიური ჟღერადობის ექსპერიმენტების გაგრძელებას. უილსონის თქმით, პროექტის მუსიკაზე გავლენა იქონია Sun Ra-ს მსგავს შემსრულებელთა კოსმოსურმა ჯაზმა.[1]

I.E.M.-ის ნამუშევრები უფრო ექსპერიმენტულია, ვიდრე Porcupine Tree-ს და თითქმის მთლიანად ინსტრუმენტულია. თითქმის ყველა ინსტრუმენტზე უკრავს უილსონი, თუმცა ჩაწერაში მის გარდა Bark Psychosis-ის ყოფილი დრამერი მარკ სიმნეტიც მონაწილეობდა.

პროექტის პირველი ალბომი იყო I.E.M., გამოცემული 1996 წელს ლეიბლ Delerium Records. მას მოჰყვა შეზღუდული რაოდენობით გამოცემული An Escalator to Christmas. დრო და დრო გამოდიოდა შემდგომი ალბომები, ნაკლებად გამოკვეთილი პრომო კამპანიის თანხლებით.

I.E.M.-ის უკანასკნელი, ახალი მუსიკით დაკომპლექტებული ალბომი გამოიცა 2001 წელს (თუმცა 2005 წლის კომპილაციაში I.E.M. 1996-1999 შეტანილი იყო მანამდე გამოუცემელი მასალაც). I.E.M.-ის აქტიურობამ იკლო და უფრო აქტიური გახდა უილსონის სხვა პროექტები - Porcupine Tree, Blackfield და Bass Communion, ისევე, როგორც No-Man და უილსონი, როგორც სოლო შემსრულებელი.

4 დისკიანი კომპილაცია ალბომებით I.E.M., An Escalator to Christmas, Arcadia Son და I.E.M. Have Come for Your Children ლეიბლ ToneFloat-ზე 2000 წლის ივნისში გამოვიდა, 2000 ასლის ოდენობით. იგი აღწერილია, როგორც „I.E.M.-ისადმი პატივისცემა და ამავე დროს, დამშვიდობება“. ყოველი დისკი შეფუთულია იაპონური სტილის მინი გრამფირფიტის ტიპის შეფუთვაში. კომპილაციას ახლავს კარლ გლოვერის მიერ შექმნილი 60 გვერდიანი ბუკლეტიც.[2]

დისკოგრაფია

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Cited on I.E.M. homepage
  2. Complete I.E.M. boxset available for pre-order (2010-05-10). ციტირების თარიღი: 2010-05-10.