ქართული ოცნება (კოალიცია): განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
{{ინფოდაფა პოლიტიკური პარტია |
{{ინფოდაფა პოლიტიკური პარტია |
||
| პარტიის სახელი = ქართული ოცნება |
| პარტიის სახელი = ქართული ოცნება |
||
| პარტიის ლოგო = |
| პარტიის ლოგო = |
||
|ქვეყანა = საქართველო |
|ქვეყანა = საქართველო |
||
| პარტიის ვიკიფერი = |
| პარტიის ვიკიფერი =#004a99 |
||
| ლიდერი= [[გიორგი კვირიკაშვილი]] |
| ლიდერი= [[გიორგი კვირიკაშვილი]] |
||
| გენერალური მდივანი = |
| გენერალური მდივანი = |
09:17, 16 ოქტომბერი 2017-ის ვერსია
ქართული ოცნება | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ხელმძღვანელობა | |
ლიდერი | გიორგი კვირიკაშვილი |
ისტორია | |
დაფუძნდა | ოქტომბერი, 2011 |
ქართული ოცნება — პოლიტიკურ პარტიათა კოალიცია საქართველოში 2011 წლიდან, საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალა 2012 წლიდან.
ისტორია
კოალიცია ქართული ოცნება ჩამოყალიბდა 2011 წელს. კოალიცია შეიქმნა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკის წინააღმდეგ. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით.
კოალიცია „ქართული ოცნება“ ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ დააფუძნა. ესენი იყვნენ ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“, ირაკლი ალასანიას „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“, დავით უსუფაშვილის „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ და კახა შარტავას „ეროვნული ფორუმი“. მოგვიანებთ კოალიაციას შეუერთდნენ კონსერვატორები (ზვიად ძიძიგური) და მრეწველები (ზურაბ ტყემალაძე).
კოალიცია ერთ სუბიექტად მონაწილეობდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, სადაც დაამარცხა მმართველი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. კოალიციამ მიიღო ხმათა 55% პროპორციული სიით და 41 მანდატი მაჟორიტარულ ოლქებში. სულ 77 მანდატით კოალიციამ მოიპოვა უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში და დააკომპლექტა საქართველოს მთავრობა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კოალიციამ წარადგინა განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი. მარგველაშვილმა ხმათა 62%-ით გაიმარჯვა.
2014 წლის 5 ნოემბერს კოალიცია დატოვეს „თავისუფალმა დემოკრატებმა“[1].
შემადგენლობა
ამჟამად კოალიცია აერთიანებს ხუთ პარტიას:
- ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო - თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი
- საქართველოს რესპუბლიკური პარტია - თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე
- ეროვნული ფორუმი - თავმჯდომარე კახა შარტავა
- საქართველოს კონსერვატიული პარტია - თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური
- მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს - თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე
შედეგები არჩევნებში
წელი | არჩევნები | მიღებული პროცენტი | შედეგი |
---|---|---|---|
2012 | საპარლამენტო | 54,97% | მოიპოვა უმრავლესობა |
2013 | საპრეზიდენტო | 62,17% | გიორგი მარგველაშვილი გახდა პრეზიდენტი |
2014 | ადგილობრივი | 50,8% | საუკეთესო შედეგი |
რესურსები ინტერნეტშიი
სქოლიო
- ↑ ირაკლია ალასანიას „თავისუფალმა დემოკრატებმა“ მმართველი კოალიცია დატოვეს. Civil.ge 5 ნოე.'14