იბშირ მუსტაფა-ფაშა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
No edit summary
მომხმარებელმა Jafara777 გვერდი „იბშირ მუსტაფა ფაშა“ გადაიტანა გვერდზე „იბშირ მუსტაფა-ფაშა“
(განსხვავება არ არის)

22:24, 14 სექტემბერი 2017-ის ვერსია

იბშირ მუსტაფა-ფაშა
İbşir Mustafa Paşa
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 28 ოქტომბერი, 1654
მმართ. დასასრული: 11 მაისი, 1655 (6 თვე)
წინამორბედი: ქოჯა დერვიშ მეჰმედ-ფაშა
მემკვიდრე: ქარა მურად-ფაშა
სულთანი: მეჰმედ IV
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1607
დაბ. ადგილი: აფხაზეთი, საქართველო
გარდ. თარიღი: 11 მაისი, 1655 (48 წლის)
გარდ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
მეუღლე: აიშე სულთანი
რელიგია: ქრისტიანობა, მოგვიანებით მიიღო ისლამი

იბშირ მუსტაფა-ფაშა (თურქ. İbşir Mustafa Paşa დ. 1607, აფხაზეთი – გ. 11 მაისი, 1655, სტამბოლი) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე.

ბიოგრაფია

იბშირ ფაშა დაიბადა 1607 წელს, აფხაზეთში. მისი ბიძა, იყო ერზურუმის, ხოლო შემდეგში ბოსნიის ბეილერბეი, აბაზა მეჰმედ-ფაშა. მოგვიანებით, მუსტაფა სულთნის კარზე მოხვდა. 1635 წელს, იგი მონაწილეობდა ერევნის ლაშქრობაში. ამ ლაშქრობის შემდეგ, იგი დაინიშნა ქემენქეშ ქარა მუსტაფა ფაშას ქეთჰუდად.

იგი ასევე მონაწილეობდა ბაღდადის ბრძოლაში, 1638 წელს. 1639 წელს, სულთანმა მურად IV-მ იგი ბუდინის ბეილერბეიდ დანიშნა. მის შემდეგ მას ეკავა სილისტრის (თანამედროვე ბულგარეთი), რუმელიის, მარაშის, ვანის, მოსულისა და ქარამანის ბეგლარბეგობის თანამდებობები.

1645 წელს, ოსმალეთის იმდროინდელმა სულთანმა იბრაჰიმ Iმა, იგი მეორედ დანიშნა ბუდის გუბერნატორად. ერთი წლის შემდეგ, ის დანიშნეს დამასკოს ბეილერბეიდ.

1651 წელს, მუსტაფა ფაშა გახდა ალეპოს ბეილერბეი. მან იქ რამდენიმე რეფორმა გაატარა. მათ შორის იყო: მოაწესრიგა გადასახადები, ააშენა სკოლა და ა.შ. 1654 წელს, სულთანმა მეჰმედ IV-მა დიდი ვეზირი ქოჯა დერვიშ მეჰმეთ ფაშა გადააყენა და მის ნაცვლად სწორედ იბშირ ფაშა დანიშნა.[1] მისი ვეზირობა სულ რაღაც 6 თვეს გაგრძელდა.

1655 წლის 11 მაისს, აჯანყებული სიფაჰების ჯარისკაცების დაჟინებული თხოვნით, სულთანმა მეჰმედმა იგი სიკვდილით დაასჯევინა.

ოჯახი

1653 წელს მან ცოლად შეირთო სულთან აჰმედ I-ის ქალიშვილი, აიშე სულთანი. ამის შემდეგ ის გახდა ოსმანების დინასტიის სიძე (დამატი).

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

  1. Encyclopaedia of Islam, Brill Publishers, Leiden, s.v. "Ipshir Muṣṭafā Pasha"