გიორგი კეკელიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 17: ხაზი 17:
[[2015]] წელს გიორგი კეკელიძემ ეროვნულ ახალი კომპლექსი გახსნა: დედაენის დარბაზი, ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკა, აფხაზური ბიბლიოთეკა, კარცერ–ლუქსი, ქართული ემიგრაციის დარბაზი-სამკითხველო, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამკითხველო დარბაზი, რეპრესირებული წიგნის მუზეუმი, ვახტანგ მეექვსის სახელობის თანამშრომელთა სამუშაო ლაბორატორია, ჭაბუა ამირეჯიბის სახელობის კაბინეტი–ექსპოზიცია, ელექტრონულ ბიბლიოთეკა "ივერიელის" სამუშაო ლაბორატორია, ეროვნული ბიბლიოთეკისა და "ჯეოსელის" ერთობლივ პროექტ "ციფრულ ფოტომატიანეს" ლაბორატორია, რესტავრაციისა და კონსერვაციის ლაბორატორია, ინტეგრირებულ საბიბლიოთეკო სისტემა SIERRA-ს კაბინეტი <ref>[http://www.nplg.gov.ge/geo/news/erovnul_biblioTekaSi_erovnuli_bibliografiisa_da_Tanamedrove_sabiblioTeko_teqnologiebis_centrebi_gaixsneba ეროვნულ ბიბლიოთეკაში ეროვნული ბიბლიოგრაფიისა და თანამედროვე საბიბლიოთეკო ტექნოლოგიების ცენტრები გაიხსნა]</ref> გიორგი კეკელიძის ინიციატივით ჩოხატაურში გაიხსნა სტიქიის დროს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის სახელობის თანამედროვე მედია-თეკა.<ref>[http://medfm.ge/?p=3016 ივლიტა ჯიბუტის ბიბლიოთეკის გახსნას ბიძინა ივანიშვილი დაესწრო]</ref> 2106 დაიწყო პირველი კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები და კავსასიაში ყველაზე დიდი წიგნის მუზეუმის მშენებლობა<ref>[https://www.youtube.com/watch?v=NaNYO1muuLw წიგნის მუზეუმი]</ref> 2016 წელს გიორგი კეკელძსი ბესტსელერ გურული დღიურების მიხედვით გურიაში დაიწყო ტურისტული ტური - გურული დღიურების გზა.<ref>http://www.gurianews.com/_/left_wide/38598_67_ka/guruli_dRiurebis_gza_gomismTidan_baxmaromde.html</ref> აჭარა-ვიდეოსთან ერთად იწყებს ლიტერატურული გადაცემების სერიალს.<ref>[http://net.adjara.com/Movie/main?id=1002317&serie=1 net.adjara.com]</ref>
[[2015]] წელს გიორგი კეკელიძემ ეროვნულ ახალი კომპლექსი გახსნა: დედაენის დარბაზი, ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკა, აფხაზური ბიბლიოთეკა, კარცერ–ლუქსი, ქართული ემიგრაციის დარბაზი-სამკითხველო, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამკითხველო დარბაზი, რეპრესირებული წიგნის მუზეუმი, ვახტანგ მეექვსის სახელობის თანამშრომელთა სამუშაო ლაბორატორია, ჭაბუა ამირეჯიბის სახელობის კაბინეტი–ექსპოზიცია, ელექტრონულ ბიბლიოთეკა "ივერიელის" სამუშაო ლაბორატორია, ეროვნული ბიბლიოთეკისა და "ჯეოსელის" ერთობლივ პროექტ "ციფრულ ფოტომატიანეს" ლაბორატორია, რესტავრაციისა და კონსერვაციის ლაბორატორია, ინტეგრირებულ საბიბლიოთეკო სისტემა SIERRA-ს კაბინეტი <ref>[http://www.nplg.gov.ge/geo/news/erovnul_biblioTekaSi_erovnuli_bibliografiisa_da_Tanamedrove_sabiblioTeko_teqnologiebis_centrebi_gaixsneba ეროვნულ ბიბლიოთეკაში ეროვნული ბიბლიოგრაფიისა და თანამედროვე საბიბლიოთეკო ტექნოლოგიების ცენტრები გაიხსნა]</ref> გიორგი კეკელიძის ინიციატივით ჩოხატაურში გაიხსნა სტიქიის დროს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის სახელობის თანამედროვე მედია-თეკა.<ref>[http://medfm.ge/?p=3016 ივლიტა ჯიბუტის ბიბლიოთეკის გახსნას ბიძინა ივანიშვილი დაესწრო]</ref> 2106 დაიწყო პირველი კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები და კავსასიაში ყველაზე დიდი წიგნის მუზეუმის მშენებლობა<ref>[https://www.youtube.com/watch?v=NaNYO1muuLw წიგნის მუზეუმი]</ref> 2016 წელს გიორგი კეკელძსი ბესტსელერ გურული დღიურების მიხედვით გურიაში დაიწყო ტურისტული ტური - გურული დღიურების გზა.<ref>http://www.gurianews.com/_/left_wide/38598_67_ka/guruli_dRiurebis_gza_gomismTidan_baxmaromde.html</ref> აჭარა-ვიდეოსთან ერთად იწყებს ლიტერატურული გადაცემების სერიალს.<ref>[http://net.adjara.com/Movie/main?id=1002317&serie=1 net.adjara.com]</ref>


2016 წლიდან გიორგი კეკელიძე მოძრაობა ეკივილბრიუმთან იწყებს სოფლის ბიბლიოთეკების განახლების და აღდგენის პროექტს. პროექტის ფარგლებში 600 მეტი ბიბლიოთეკა აღდგა ან განახლდა. 2017 წელს ეკვილიბრიუმმა ქალაქებსა და სოფლებში სკვერის ბიბლიოთეკების შექმნა დაიწყო [https://on.ge/story/5933-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%94%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9B-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%92%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A1%E1%83%90 https://on.ge/story/5933-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%94%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9B-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%92%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A1%E1%83%90https://on.ge/story/5933-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%94%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9B-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%92%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A1%E1%83%90]
2016 წლიდან გიორგი კეკელიძე მოძრაობა ეკივილბრიუმთან იწყებს სოფლის ბიბლიოთეკების განახლების და აღდგენის პროექტს. პროექტის ფარგლებში 600 მეტი ბიბლიოთეკა აღდგა ან განახლდა. 2017 წელს „ეკვილიბრიუმმა“ ქალაქებსა და სოფლებში სკვერის ბიბლიოთეკების შექმნა დაიწყო <ref>[https://on.ge/story/5933-ეროვნულმა-ბიბლიოთეკამ-საქართველოს-ქალაქებში-წიგნების-ორიგინალური-ბუდეები-განათავსა ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საქართველოს ქალაქებში წიგნების ორიგინალური ბუდეები განათავსა]</ref>.


==შემოქმედება==
==შემოქმედება==

09:44, 24 აგვისტო 2017-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კეკელიძე.
გიორგი კეკელიძე
ფაილი:George kekelidze.jpg
დაბადების თარიღი 10 აპრილი, 1984(1984-04-10) (40 წლის)
დაბადების ადგილი ოზურგეთი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა პოეტი, ბიბლიოთეკარი, მწერალი, პროზაიკოსი, ესეისტი, ლექტორი და ტელეწამყვანი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჟანრი დეტექტივი, პოეზია და ესე
Magnum opus ოდები და გურული დღიურები
ჯილდოები პრემია „საბა“, წლის წარმატებული ახალგაზრდა ლიტერატურის სფეროში, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პრემია, წინანდლის პრემია და გურამ რჩეულიშვილის სახელობის პრემია
საიტი kekelidze.ge

გიორგი კეკელიძე (დ. 10 აპრილი, 1984, ოზურგეთი) — ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, ლექტორი, ტელეწამყვანი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი (2012 წლიდან დღემდე) კეკელიძე არის პრემია „საბას“ პრემიის ლაურეატი, წინანდლის პრემიის ლაურეატი, ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი (2006-2012 წწ.) საგანმანათლებლო მოძრაობა #ეკვილიბრიუმის დამფუძნებელი

ბიოგრაფია

დაიბადა ქალაქ ოზურგეთში 1984 წელს. სწავლობდა ოზურგეთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის N1 საშუალო სკოლაში. ბავშვობაში დიდ დროს ატაებდა წინაპრების სოფლებში, სურებსა და ნატანებში.[1] 2001-2009 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მიღებული აქვს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი.

2006 წელს უნივერსიტეტში მეგობრებთან დაიწყო გამოშვება ჯერ გაზეთის, შემდეგ კი უკვე ჟურნალისა სახელწოდებით „ლილ“. მისი მიზანი იყო სტუდენტებისთვის ყოფილიყო დამოუკიდებელი ლიტერატურული ჟურნალი, რომელიც არ იქნებოდა მიბმული უნივერსიტეტის და სტუდკავშირის დაფინანსებაზე. მისი არქივი ახლა ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება. ამის შემდეგ ჟურნალის გამოშვება გადაიზარდა პორტალში lib.ge.[1] ლიბ.ჯი იყო პირველი ქართული ინტერნეტ-ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს ათიათასზე მეტ ორიგინალურ და ნათარგმნ ტექსტს. 2006—2008 წლებში მუშაობდა რუსთავის №2 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად. 2009-2010 წლებში იყო „რადიო ქალაქის“ ლიტერატურული გადაცემის - „ლიტერატურული ქალაქი“ - ერთ–ერთი წამყვანი დათო ქართველიშვილთან და ნესტან–ნენე კვინიკაძესთან ერთად. მიჰყავდა რუბრიკა „პრო და კონტრა“, რომელიც ითვალისწინებს ცნობილი კირიტიკოსების, თეორიტიკოსების რამდნეიმე განსხვავებული აზრის მოსმენას ერთ ლიტერატურულ მოვლენაზე. 2010 წლიდან მისი ინიციატივით ლიტერატურულმა პორტალმა lib.ge-მ „როკ–კლუბთან“ ერთად დააარსა ყოველკვირეული არტ–საღამოები[2] 2011 წელს აფუძნებს lib.ge-სა და fortline georgia-ს ერთობლივ დისკუსიების ციკლს და არის ამ დისკუსიების მოდერატორი.

2010 წლიდან კითხულობს ლექციებს თავისუფალ უნივერსიტეტში ლექციებს კლასიკურ ლიტერატურაში, ასევე ხელოვნებისა და ლიტერატურის ისტორიას აგრარულ უნივერსიტეტში.[1] 2011 წელს რადიო „მწვანე ტალღა“ და ელექტრონული ბიბლიოთეკა lib.ge-ს რადიო-პროექტის „ლიტერატურა და სხვა“ წამყვანი. 2010-2012 წლებში იყო ჟურნალ „ტაბულას“ ლიტერატურული მიმომხილველი და მესვეტე, სატელევიზიო გადაცემა „წითელი ზონის“ პროდიუსერი, ჟურნალების - „ფოკუსი“ და „თბილისი-აუტ-ის“ ლიტერატურული მიმომხილველი. 2012 წლიდან უძღვებოდა ტელე-გადაცემა „ინტერპრეტაციას“, სადაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად საუბრობენ ლიტერატურაზე, რომელსაც სკოლაში და უნივერსიტეტებში ასწავლიან, ტექსტების ახლებურ ინტერპეტაციაზე. 2012 წელს დააფუძნა საქველმოქმედო ფონდი „ლიბ-ეკვილიბრიუმი“ და „ლიბ-კლუბი“, რომელიც ძირითადად სტუდენტებს აერთიანებს და სოციალური და საგანმანათლებლო ფუნქცია აქვს.[1] 2012 წელს იგი გახდა გადაცემა „ლიტარეას“ ავტორი და წამყვანი [3] ამ გადაცემისთვის მას მიენიჭა წლის ლიტერატურული პრემია „ოქროს ფრთა“. 2012 წელს გახსნა საერთაშორისო აუდიო-პორტალზე Lyrikline.org გაიხსნა ავტორის ორენოვანი გვერდი.

2012 წელს კეკელიძე გახდა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი[4] იგი 27 წლის ასაკში, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ხელმძღვანელი გახდა. ბიბლიოთეკაში მუშაობის შეტავაზება lib.ge-ს წარმატებით ამუშავების გამო მიიღო.[1] დაიწყო რეფორმები რამდენიმე მიმართულებით - დიგიტალიზაცია, მომსახურება, ტელე-გადაცემები, ბიბლიოთეკაში სხვადასხვა თემატური კუთხეების, მათ შორის უცხოური ბიბლიოთეკების, გახსნა. ქართული ბიბლიოთეკები და კუთხეები გაიხსნა სტამბოლის, კიევის, ვენის ბიბლიოთეკებში, შექმნა ელექტორნული განვითარების საბიბლიოთეკო სინდიკატი, რომელმაც გააერთიანა რეგიონული ბიბლიოთეკები[5] 2012 წელს მის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად ეროვნულ ბიბლიოთეკას მიენიჭა წლის ტოლერანტობის ქომაგის სახელი [6] 2013 წელს გიორგი კეკელიძე ვაშინგტონში შეხვდა კონგრესის ბიბლიოთეკის დირექტორს, ჯეიმზ ბილინგტონს. შეთანხმების შედეგად ქართული ციფრული არქივები მსოფლიო დიგიტლაციის არქივისთვის გაიხსნა, ხოლო ამერიკის არქივები საქართველოსთვის. ამავე ვიზიტისას ეროვნულ ბიბლიოთეკას გადმოეცა ზალდასტანიშვილების ბოსტონის არქივი და გრიგოლ დიასამიძის ნიუ–იორკული არქივი. კონგრესის ბიბლიოთეკაში გაიმართა გიორგი კეკელიძის პოეზიის საღამო [7] 2013 წელს მისი ინიცატივით ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა საქართველოში ყველაზე დიდი ელექტრონული დარბაზი - 40 პლანშეტური კომპიუტერი, თავისუფალი ინტერნეტ-ზონა (პუფებით, სავარძლებით, ელექტრონული მკითხველებით), გამომცემლობების კუთხე უახლესი წიგნებით, საპრეზენტაციო და კინო-კუთხე, ასევე ქართველოლოგიის ელექტრონული დარბაზი და განახლებული საბავშვო ოთახი[8]

2013 წელს დააარსა ლიტერატურული პრემია საბავშვო წიგნებისთვის[9] 2013 წლიდან ყოველ პარასკევს, გადაცემა „სხვა შუა დღეში“ გადის კეკელიძის რუბრიკა ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ წიგნთა საცავიდან – ერთი ძველი ან იშვიათი ქართული წიგნის ისტორია.[10] 2013 წლიდან არის ტელეკომპანია მაესტროს დილის გადაცემის წამყვანი და ვიდეო–ბლოგ კვირის აზრების მონაწილე[11] 2014 წელს მისი ინიაციტივით ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა საბავშვო ოთახი, ემგრაციის დარბაზი, ეროვნული ციფრული ფოტომატიანე, წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დარბაზი, ამავე წელს ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა შენობა ქუთაისში, სადაც ეროვნული დეპოზიტარიუმის და უცხოელ სტიპენდიანტთა საცხოვრებლის შექმნა გადაწყდა[12] 2014 ჟურნალ ლიბერალში წერს პუბლიკაციებს ბიბლიოთეკაზე 2014 მისი ინიცატივით ბიბლიოთეკა და ჯეოსელი მთელი საქართველოს მასშტაბით იწყებენ ოჯახ-ოჯახ ფოტოების მოძიებას და გაციფრებას [13] 2015 წელს ეროვნული ბიბლიოთეკა შეურთდა მსოფლიოს განვითარებული ბიბლიოთეკების რიცხვს და დააყენა ამერიკული ინტეგრირებული საბიბლიოთეკო პროგრამა Sierra. 2015 წამყავნი გადაცემის ,,დილა წიგნებისა – რუსთავი 2 [9] 2015 ერთად მერხთან – რადიო შოკოლადი 2015 ვერბალური ანკეტა (funtime.ge)

2015 წელს გიორგი კეკელიძემ ეროვნულ ახალი კომპლექსი გახსნა: დედაენის დარბაზი, ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკა, აფხაზური ბიბლიოთეკა, კარცერ–ლუქსი, ქართული ემიგრაციის დარბაზი-სამკითხველო, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამკითხველო დარბაზი, რეპრესირებული წიგნის მუზეუმი, ვახტანგ მეექვსის სახელობის თანამშრომელთა სამუშაო ლაბორატორია, ჭაბუა ამირეჯიბის სახელობის კაბინეტი–ექსპოზიცია, ელექტრონულ ბიბლიოთეკა "ივერიელის" სამუშაო ლაბორატორია, ეროვნული ბიბლიოთეკისა და "ჯეოსელის" ერთობლივ პროექტ "ციფრულ ფოტომატიანეს" ლაბორატორია, რესტავრაციისა და კონსერვაციის ლაბორატორია, ინტეგრირებულ საბიბლიოთეკო სისტემა SIERRA-ს კაბინეტი [14] გიორგი კეკელიძის ინიციატივით ჩოხატაურში გაიხსნა სტიქიის დროს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის სახელობის თანამედროვე მედია-თეკა.[15] 2106 დაიწყო პირველი კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები და კავსასიაში ყველაზე დიდი წიგნის მუზეუმის მშენებლობა[16] 2016 წელს გიორგი კეკელძსი ბესტსელერ გურული დღიურების მიხედვით გურიაში დაიწყო ტურისტული ტური - გურული დღიურების გზა.[17] აჭარა-ვიდეოსთან ერთად იწყებს ლიტერატურული გადაცემების სერიალს.[18]

2016 წლიდან გიორგი კეკელიძე მოძრაობა ეკივილბრიუმთან იწყებს სოფლის ბიბლიოთეკების განახლების და აღდგენის პროექტს. პროექტის ფარგლებში 600 მეტი ბიბლიოთეკა აღდგა ან განახლდა. 2017 წელს „ეკვილიბრიუმმა“ ქალაქებსა და სოფლებში სკვერის ბიბლიოთეკების შექმნა დაიწყო [19].

შემოქმედება

2008 წელს გამოსცა პოეტური კრებული „ოდები“. წიგნში ლექსებთან ერთად გაბნეულია სხვადასხვა ცნობილი კრიტიკოსის მარგინალია კრებულის შესახებ და გაფორმებულია დავით მესხის ფოტოებით[20]

2010 წელს კეკელიძის რამდენიმე საბავშვო ლექსი შევიდა ამავე გამომცემლობის მიერ გამოცემულ საბავშვო პოეზიის კრებულში[21] 2011 წელს გამოცემლობა „სიესტამ“ სერიით „წიგნი თეფშზე“ გამოსცა გიორგი კეკელიძის პოემა „ყორანი“. სტანდარტული სტამბური პროცედურების ნაცვლად წიგნი მიაქვთ სუპერმარკეტში, სადაც ფურცლებს ათავსებენ და „აფასოებენ“ პლასტიკატის თეფშებზე, ზუსტად ისეთებზე, რომლებიც გაყინული ქათმებისთვის, თევზისთვის, ბოსტნეულისთვის, ხილისთვის თუ ნამცხვრებისთვისაა განკუთვნილი. სერიის იდეა მომდინარეობს ამერიკელი მწერლის, უილიამ ბეროუზის რომანიდან „შიშველი საუზმე“. სათაურის იდეა ჯეკ კერუაკს ეკუთვნის. 2010 წელს კეკელიძის ლექსები წარმოდგენილი ლონდონში, Text/Gallery-ის მიერ მომზადებულ არტ-ინსტალაციაში.[22]

2012 წელს გამოვიდა გიორგი კეკელიძისა და გიგი ხორნაულის მიერ ადაპტირებული ვაჟა-ფშაველას „გველის მჭამელი“ კომიქსად[23] 2012 წლის მიწურულს გამოვიდა კეკელიძის და მაი ლაშაურის ერთობლივი ალბომი „მინიატურები“ 2013 გამოვიდა გიორგი კეკელიძის ლექსებზე აგებული ანა სანაიას მინი ფილმი „Ambiente“[24] 2013 წელს ჩაწერა ექსპერიმენტული დუეტი ქეთათო ჩარკვიანთან, რომელიც კეკელიძის ლექსზეა აგებული [25] 2013 წელს ფრანკფურტში, წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე გიორგი კეკელიძის მინიატურების სამენოვანი (ინგლისური, გერმანული, რუსული) თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. წარმოადგინეს მაია მაჩალაძის და მაი ლაშაურის ვიდეო–ინსტალაცია. მსმენელის წინაშე გიორგი კეკელიძე სპეციალური მაისურით „Russia stop creeping annexation of Georgia“ წარსდგა. 2014 წელს გამოვიდა კეკელიძის ლექსების კრებული „პოეზია 2008–2013“ წინასიტყვაობის ავტორი – ზურაბ კიკნაძე[26] 2014 წელს იწყებს მუშაობას პროზაულ ნაწარმოებზე ,,გურული დღიურები .პარალელურად აკეთებს ვიდეო-სიუჟეტებს - ,,რეპრესირებული გურულების ისტორიები. ,,გურული ქორწინების ისტორიები - რომელიც უშუალოდ გურულების მონათხროებზეა აგებული [27] წიგნი გამოსვლისთანავე ბესტსელერი გახდა [28]. 2015 წელს გურული დღიურები და კეკელიძის დეტექტივების სერია, რომელიც გაზეთ კვირის პალიტრას ებმოდა ყველაზე პოპულარ გამოცემებად იქცნენ, განსაკუთრებით აქტუალური გახდა გოგოების ფოტო-სერიები წიგნებთან ერთად, რაც საზოგადოების არაერთგვაროვან დამოკიდებულას იწვევდა [29] გიორგი კეკელიძის გურული დღიურების პირველი ნაწილის ტირაჟი 20000 გადაცდა, ავტორი შემოსულ ჰონორარს ლეიკემიით დაავადებულთა ფონდში რიცხავს, მამამისის, ზურაბ კეკელიძის იგივე დაავადებით გარდაცვალების გამო

მის პოეზიაში არ არის სოციალური და პატრიოტული თემები. მისთვის უფრო საინტერესო ფოლკლორია.[1]

კეკელიძეს თარგმნილი აქვს რამდენიმე ავსტრიელი პოეტი, მსოფლიოს ლიტერატურული ზღაპრების კრებული „ჯადოსნური კარი“, სერგეი დორენკოს „რომანი 2008“[30]. მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე. შეტანილია ქართველი პოეზიის აზერბაიჯანულ ანთოლოგიაში. ავტორის შემოქმედების ინგლისური თარგმანები და აუდიო-ვერსია განთავსდა საერთაშორისო საიტზე Lyrikline.org.

მის შემოქმედებაზე წერილები და ნაშრომები აქვთ დაწერილი კრიტიკოსებსა და მიმომხილველებს: გაგა ლომიძე, ზაზა შათირიშვილი, ლევან ბერძენიშვილი, რევაზ სირაძე, ლევან ბრეგაძე, ზურაბ კიკნაძე, თენგიზ კიკაჩეიშვილი, გივი ალხაზიშვილი, აგრეთვე დალილა ბედიანიძეს, ცირა ბარბაქაძეს, ლელა კოდალაშვილს, ხათუნა თავდგირიძეს, გიორგი კილაძეს, ნატა ვარადას, ჯემალ ინჯიას, ოქტაი ქაზუმოვს, სონია ქართველიშვილს.

ბიბლიოგრაფია

  • დაიბადა ხარი, ჰოდა... : [კრებული] / გიორგი კეკელიძე ; [რედ. მაია თავაძე]. - ოზურგეთი, 1998. - 40 გვ. ; 13 სმ.
  • ღამე და მთვარე : [ლექსები, პროზაული ესკიზები, აფორიზმები] / გიორგი კეკელიძე ; [რედ. მარინა თოფურია ; მხატვ. დათო ტრაპაიძე]. - ოზურგეთი, 1999. - 40გვ. ; 19სმ.
  • ძებნა სამოთხის კარისა / [რედ.: მიხეილ ქურდიანი]. - თბ. : სახ. პედ. უნ-ტის გამ-ბა, 2004. - 54გვ. ; 14სმ.. - ISBN 99928-0-784-9 :
  • ოდები / კრებულის კონცეფცია და ლექსები გიორგი კეკელიძე ; რედ. და წინასიტყვა გაგა ლომიძე ; მარგინალიები: რევაზ სირაძე და სხვ. ; ფოტომასალა დავით მესხი. - თბ. : [სიესტა : ქეთევან კიღურაძე], 2008. - 160გვ. : ფოტ. ; 20სმ.. - ISBN 978-9941-9052-3-0
  • ყორანი : [პოემა] / გიორგი კეკელიძე ; [4 თავის განმარტება გაგა ლომიძე ; ფოტო გურამ წიბახაშვილი ; ბეჭედი-ყორანი ოლეგ ტიმჩენკო ; ნახატები თამარა კალხიტაშვილი]. - თბ. : [სიესტა], 2011. - 35გვ. : ნახ. ; 10სმ.. - (წიგნი თეფშზე ; 1). - წიგნი მოთავსებულია პლასტიკატის თეფშზე და დევს მუყაოს ყუთში. - წიგნში აგრეთვე: გაგა ლომიძის ესსე ნიკოლოზ ბარათაშვილის შეუსრულებელი მისია, ანუ კოლონიური ქართული ლიტერატურა. - ISBN 978-9941-414-56-5
  • მინიატურები / გიორგი კეკელიძე, მაი ლაშაური ; რედ. ქეთევან კიღურაძე. - თბ. : სიესტა : ქეთევან კიღურაძე, 2012. - 33 გვ. : ილ. ; 15 სმ.. - ISBN 978-9941-443-08-4
  • პოეზია 2008-2013 / გიორგი კეკელიძე; რედ. გაგა ლომიძე. - თბ. : სიესტა, 2014
  • გურული დღიურები . პროზა, ესეისტიკა; რედ. მალხაზ ხარბედია - თბ. სიესტა 2014
  • ცხრათავიანი ფეხბურთის ზღაპარი. ესეისტიკა. რედ. ზვიად კვარაცხელია - თბ. არტანუჯი 2015
  • სიკვდილი პიცერიაში. სხვა დეტექტივი. - თბ. პალიტრა L 2015
  • მურმანის სევდა. სხვა დეტექტივი. - თბ. პალიტრა L 2015
  • ანასტასიას ზარი. სხვა დეტექტივი. - თბ. პალიტრა L 2015
  • საყურე. სხვა დეტექტივი. - თბ. პალიტრა L 2015
  • გოგლი–მოგლი. სხვა დეტექტივი. – თბ. პალიტრა L 2015
  • ორი თავგადასავალი – ელექტრონული წიგნის სახლი ,,საბა (saba.com.ge) 2015
  • ორი თავგადასავალი. რომანი. რედ. მალხაზ ხარბედია - ბეჭდური გამოცემა. ბათ. წიგნები ბათუმში 2015
  • თომთეს ზღაპარი - ჯეოსელი 2015
  • თომას ზღაპრები - საქართველოს უნივერსიტეტის გამომცელობა 2016
  • გურული დღიურები., წიგნი მეორე - სიესტა 2016
  • გურული დღიურები თურქულ ენაზე. ანკარა. გამომცემლობა: Tulpars Yayınları მთარგმნელები ქეთი გორდელაძე და ესრა თოფჩუ 2017
  • გურული დღიურები აზერბაიჯანულ ენაზე. ბაქო. გამომცელობა: adk publishing house . მთარგმნელი: იმირ მამედლი 2017
  • გურული დღიურები უკრაინულ ენაზე. ლვოვი. გამომცმელობა: «Видавництво Анетти Антоненко» . მთარგმნელი რაულ ჩილაჩავა http://www.ipress.ge/new/72405-guruli-dghiurebi-ukrainulad-ukrainis-tsignis-festivalis-ertert-mtavar-movlenad-iqca

ჯილდოები

  • 2009 - ლიტერატურული პრემია „საბა“ — წლის საუკეთესო დებიუტი კრებულისთვის „ოდები" [31]
  • 2010სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ჯილდო წლის წარმატებული ახალგაზრდა ლიტერატურის სფეროში [32]
  • 2010 - წლის ადამიანი ჟურნალ „ცხელი შოკოლადის“ ვერსიით,[33]
  • 2012 - წლის ადამიანი ჟურნალ „ცხელი შოკოლადის“ ვერსიით [34]
  • 2013 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 50 ყველაზე წარმატებული კურსდამთავრებული [35]
  • 2013 – მუშვიგის სახელობის საერთაშორისო ლიტერატურული პრემია[36]
  • 2014 - გიორგი კეკელიძის „გურული დღიურები“ - წლის ეროვნული ბესტსელერი [37]
  • 2015 - წინანდლის პრემიის ლაურეატი ლექსების კრებულით „პოეზია 2008-2013“ [38]
  • 2015 - წლის ავტორი ქართულ ლიტერატურაში - ჟურნალ EGO-ს გამოკითხვა [39]
  • 2015 - გურამ რჩეულიშვილის პრემია ,,გურული დღიურებისთვის [40]
  • 2015 – სახე(ლ)ები 2015 – გურული დღიურებისთვის (ბესტსელერი) და ციფრული ფოტომატიანესთვის (წლის პროექტი) [41]
  • 2015 - საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯილდო - წლის საგანმანათლებო პროექტი - ეკვილიბრიუმი - სოფლის განახლებული ბიბლიოთეკები [42]
  • 2016 - 2016 წლის გამორჩეული ადამიანი ხალხის გამოკითხვის შედეგად (ორგანიზაცია ამაგდარი) [43]
  • 2016 ოზურგეთის საპატიო მოქალაქე [44]
  • 2016 საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯილდო - წლის საგანმანათლებლო პროექტი - რუსთაველი -ელეტქრონული ბიბლიოთეკა [45]
  • 2016 გურული დღიურები. წიგნი მეორე. წლის ეროვნული ბესტსელერი [46]

რესურსები ინტერნეტში

ინტერვიუები

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 ქეთა გაბუნიას პროფილი კეკელიძის პირად და საქმიან ცხოვრებაზე
  2. lib.ge –ს და კლუბ ROCK CLUB –ის ახალი ინიციატივა; netgazeti.ge
  3. ლიტარეა
  4. ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორად გიორგი კეკელიძე დაინიშნა
  5. ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტები
  6. ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღნიშვნა
  7. კეკელიძის ვიზიტი აშშ-ში
  8. საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ელექტრონული დარბაზი გახსნა
  9. ლიტერატურული პრემია - საბავშვო მწერლებისთვის
  10. როვნული ბიბლიოთეკის იშვიათი გამოცემები გადაცემაში „სხვა შუადღე“
  11. კეკელიძე მაესტროს წამყვანი იქნება
  12. კულტურულ ბრენდად ქცეული ეროვნული ბიბლიოთეკა
  13. https://www.youtube.com/watch?v=VAtyKWk3yWU
  14. ეროვნულ ბიბლიოთეკაში ეროვნული ბიბლიოგრაფიისა და თანამედროვე საბიბლიოთეკო ტექნოლოგიების ცენტრები გაიხსნა
  15. ივლიტა ჯიბუტის ბიბლიოთეკის გახსნას ბიძინა ივანიშვილი დაესწრო
  16. წიგნის მუზეუმი
  17. http://www.gurianews.com/_/left_wide/38598_67_ka/guruli_dRiurebis_gza_gomismTidan_baxmaromde.html
  18. net.adjara.com
  19. ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საქართველოს ქალაქებში წიგნების ორიგინალური ბუდეები განათავსა
  20. „ოდები“; გამომცემლობა სიესტა
  21. ანბანი მხიარული ლექსებით და გამოცანებით
  22. WORDS CONVERGE, 02 – 13 SEPT 2009, KINGS PLACE
  23. გველისმჭამელი, გამომცემლობა „სიესტა“
  24. Ambiente
  25. თუ სიყვარული
  26. პოეზია 2008 - 2013
  27. https://www.youtube.com/watch?v=Va3lE8egpUE
  28. https://www.youtube.com/watch?v=nNMGKkjqYOc&list=UUP14jIDRaQgD4oR1DWj4hkA
  29. http://www.ambebi.ge/books/140167-qaltha-sakheebi-giorgi-kekelidzis-tsignebis-popularizaciashi.html
  30. „რომანი 2008“ გამომცემლობა "სიესტა"
  31. "საბას" გამარჯვებულები; გამომცემლობა "სიესტა"
  32. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2010 წლის საუკეთესოები გამოავლინა
  33. ჟურნალი „ცხელი შოკოლადი“
  34. წლის ადამიანი - გიორგი კეკელიძე
  35. გიორგი კეკელიძე ყველაზე წარმატებულ კურსდამთავრებულთა შორის დასახელდა
  36. Giorgiy Kekelidze, Yeni gürcü poeziyasına verdiyi töhfələrə görə (აზერბაიჯანული)
  37. [1]
  38. [2]
  39. [3]
  40. http://artinfo.ge/2015/05/%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%94%E1%83%99%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%90%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%93%E1%83%9D/
  41. http://medfm.ge/?p=1197
  42. [4]
  43. [5]
  44. [6]
  45. [7]
  46. [8]