დავით VIII: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
No edit summary
ხაზი 26: ხაზი 26:
|მამა = [[დემეტრე II, თავდადებული|დემეტრე II თავდადებული]]
|მამა = [[დემეტრე II, თავდადებული|დემეტრე II თავდადებული]]
|დედა =
|დედა =
|რელიგია = [[მართლმადიდებლობა]]
}}
}}



16:58, 15 აგვისტო 2017-ის ვერსია

ტერმინს „დავით“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დავით.
დავით VIII
საქართველოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 1293
მმართ. დასასრული: 1311
წინამორბედი: ვახტანგ II
მემკვიდრე: ვახტანგ III,
(მოგვიანებით გიორგი VI )
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1273
გარდ. თარიღი: 1311
შვილები: 1. გიორგი VI მცირე
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: დემეტრე II თავდადებული
რელიგია: მართლმადიდებლობა

დავით VIII (დ. დაახლოებით 1273/1274 — გ. 1311) — საქართველოს მეფე 1293-1311 წლებში, დემეტრე II თავდადებულის ძე. 1284 წლიდან იზრდებოდა ტარსაიჭ ორბელის სახლში. 1289 წელს დემეტრე II-მ ილხანთა ურდოში წაიყვანა. 1291 წელს ათაბაგი ხუტლუბუღა შეეცადა ვახტანგ II-ის (დავით ნარინის ძე) მაგიერ დავით უფლისწული გაემეფებინა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. 1291 (1292) მონაწილეობდა ქეღათუ-ყაენის მიერ რუმის (მცირე აზია) აჯანყების ჩასაქრობად მოწყობილ ლაშქრობაში. ამის შემდეგ ყაენმა დავით VIII მეფედ დაამტკიცა. დავით VIII ფაქტობრივად აღმოსავლეთ საქართველოს მეფე იყო, დასავლეთ საქართველოსი კი კონსტანტინე I, დავით VI ნარინის ძე განაგებდა. დავით VIII ცდილობდა ილხანსა და ნოინებს შორის ბრძოლა თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა. 1295 წელს მან კავშირი შეკრა ქეღათუ-ყაენის მოწინააღმდეგე თუქალ-ნოინთან. იმავე წელს ბაიდუსა (ილხანი 1295) და ყაზანს (ილხანი 1295-1304) შორის ბრძოლაში თუქალი ბაიდუს მხარეზე იბრძოდა. 1297 წელს დავით VIII ყაზან-ყაენმა ურდოში იხმო. ვაზირთა რჩევის მიუხედავად, მეფე არ ეახლა მას, აჯანყდა და მომხრე ფეოდალებთან ერთად მთიულეთში გამაგრდა. დავით VIII-მ ყაზანის წინააღმდეგ პოლიტიკური კავშირი შესთავაზა ორქოს ურდოს ყაენს - მას თავისი უმცროსი ძმა ვახტანგი გაუგზავნა ელჩად და ირანში შესასევად უმოკლესი, დარიალის გზის მიცემას დაჰპირდა. ამ კავშირის ჩაშლის მიზნით ყაზან-ყაენი შეეცადა დაზავებოდა დავით VIII-ს, მაგრამ უშედეგოდ. მაშინ ყაზანმა ჯარები გამოგზავნა ურჩი ვასალის დასამორჩილებლად. როდესაც ამ გზითაც ვერაფერს გახდა, 1299 წელს მეფედ დაამტკიცა დავით VIII-ის უმცროსი ძმა (შემდეგში გიორგი V ბრწყინვალე).

მონღოლთა განუწყვეტელი შემოსევები ქვეყანას ანადგურებდა. დავით VIII-ის მომხრე მსხვილ ფეოდალთა უმრავლესობა დარწმუნდა, რომ ბრძოლის გაგრძელება უაზრო იყო და ყაენს დამორჩილდა. დავით VIII კვლავ მთიულეთში გამაგრდა და საქართველოს იმ მხარეებს არბევდა, რომლებიც ყაენის ხელისუფლებას ემორჩილებოდნენ. მალე დავით VIII თავის ძმას ვახტანგსაც გადაემტერა, ვახტანგი იძულებული გახდა ყაენს ხლებოდა. 1302 წელს ყაენმა ვახტანგი საქართველოს მეფედ დაამტკიცა. დიდი სამხედრო ძალის მიუხედავად მონღოლებმა ვერ შეძლეს მთიულეთში შესვლა, რამაც მათ ძლევამოსილებას სახელი გაუტეხა. მაგრამ მონღოლთა ლაშქრის ყოველწლიურმა თარეშმა აღმოსავლეთ საქართველო ააოხრა. ბრძოლებს თან შიმშილი მოჰყვა, ქართლის მოსახლეობა სამცხეში გარბოდა.

ლიტერატურა

წინამორბედი:
ვახტანგ II
საქართველოს მეფე
1293 - 1311
შემდეგი:
ვახტანგ III