უჰურუ კენიატა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+ თარგი
- "Uhuru_Kenyatta_10.3.2013.jpg". ფაილი წაიშალა Commons-იდან მომხმარებელ Jcb-ს მიერ. მიზეზი: Copyright violation: cropped image taken from thi...
ხაზი 1: ხაზი 1:
{{ინფოდაფა ლიდერი
{{ინფოდაფა ლიდერი
| სახელი = უჰურუ კენიატა
| სახელი = უჰურუ კენიატა
| სურათი= Uhuru Kenyatta 10.3.2013.jpg
| სურათი=
| სურათის ზომა = 200პქ
| სურათის ზომა = 200პქ
| წარწერა სურათის ქვეშ=
| წარწერა სურათის ქვეშ=

17:35, 9 აგვისტო 2017-ის ვერსია

უჰურუ კენიატა
კენიის არჩეული პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა26 მარტი, 2013
ვიცე-პრეზიდენტი  უილიამ რუტო
წინამორბედიმვაი კიბაკი

კენიის ვიცე-პრემიერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 აპრილი, 2008 – 2013
პრემიერ-მინისტრირაილა ოდინგა

კენიის ფინანსთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 აპრილი, 2008 – 26 იანვარი, 2012
პრემიერ-მინისტრირაილა ოდინგა
წინამორბედიამოს კიმუნია
მემკვიდრერობინსონ ნჯერუ გითი

დაბადებული26 ოქტომბერი, 1961
ნაირობი, კენია
მამაჯომო კენიატა
დედანგინა კენიატა
მეუღლემარგარეტ გაკუ (1991-დან)
შვილებიჯომო, ნგინა, ჯაბა
განათლებაამჰერსტის კოლეჯი

უჰურუ კენიატა (ინგლ. Uhuru Kenyatta, დ. 26 ოქტომბერი 1961, ნაირობი, ბრიტანეთის აღმოსავლეთი აფრიკა) — კენიელი პოლიტიკოსი. 2008 წლიდან ვიცე-პრემიერი. ყოფილი ფინანსთა მინისტრი (2008-2012 წწ.).

2013 წლის 4 მარტს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად[1].

ბიოგრაფია

დაიბადა 1961 წელს კენიის მომავალ დედაქალაქში, რევოლუციონერისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გმირის, კენიის მომავალი პრეზიდენტის, ჯომო კენიატას ოჯახში. სწავლობდა ამერიკულ ამჰერსტის კოლეჯში.

1997 წელს დაიწყო მისი პოლიტიკური კარიერა, როდესაც აირჩიეს პარტია კანუს რეგიონალური განყოფილების ლიდერად. ამავე წელს მან მიიღო მონაწილეობა პარლამენტის არჩევნებში დედაქალაქის ერთ-ერთი საარჩევნო ოლქიდან, მაგრამ დამარცხდა, ჩამოშორდა პოლიტიკას და გადავიდა ბიზნესის სფეროში.

კენიის პრეზიდენტმა დანიელ არაპ მოიმ სთხოვა უჰურუ კენიატას დაბრუნებოდა პოლიტიკას. 1999 წელს იგი დანიშნა კენიის ტურიზმის საბჭოს თავმჯდომარედ, ხოლო 2001 წელს დანიშნა ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრად. აღმასვლას განაგრძობდა პარტიული ხაზითაც, 2001 წელს აირჩიეს კანუს თავმჯდომარის მოადგილედ.

2002 წელს იყო პარტია კანუს კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე, დანიელ არაპ მოის სურდა უსისხლოდ გადაეცა ხელისუფლება უჰურუსთვის, მაგრამ 2002 წლის ოქტომბერში უჰურუ კენიატა დამარცხდა უფრო გამოცდილ პოლიტიკოს მვაი კიბაკისთან, რომელმაც დაიკავა კიდეც კენიის მესამე პრეზიდენტის თანამდბობა.

2005 წელს აირჩიეს კანუს ლიდერად. თუმცა 2007 წელს დატოვა პარტიის რიგები.

2013 წლის 4 მარტის არჩევნებზე დაამარცხა მოქმედი პრემიერ-მინისტრი რაილა ოდინგა და გახდა ქვეყნის მე-4 პრეზიდენტი.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო