მეჰმედ IV: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 54: ხაზი 54:
* კანიე ჰასეკი სულთანი
* კანიე ჰასეკი სულთანი
* სიავუშ ჰასეკი სულთანი
* სიავუშ ჰასეკი სულთანი
* გიულბეიაზ ხათუნი


==== ვაჟები ====
==== ვაჟები ====

17:49, 16 ივლისი 2017-ის ვერსია

მეჰმედ IV
Mehmed-i râbi
ოსმალეთის მე-19 სულთანი
მმართ. დასაწყისი: 1648
მმართ. დასასრული: 1687
წინამორბედი: იბრაჰიმ I
მემკვიდრე: სულეიმან II
რეგენტი: ქიოსემ სულთანი
(16481651)
თურჰან ჰატიჯე სულთანი
(16511656)
ქოფრიულიუ მეჰმედ-ფაშა
(16561661)
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 2 იანვარი 1642
დაბ. ადგილი: კონსტანტინოპოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 6 იანვარი 1693
გარდ. ადგილი: ედირნე, ოსმალეთის იმპერია
შვილები: მუსტაფა II
აჰმედ III
დინასტია: ოსმანები
მამა: იბრაჰიმ I
დედა: თურჰან ჰატიჯე სულთანი
რელიგია: ისლამი
ხელმოწერა:

მეჰმედ IV (ოსმ. محمد رابع [Mehmed-i râbi‘], თურქ. Dördüncü Mehmet, Avcı Sultan Mehmet; დ. 2 იანვარი 1642 — გ. 6 იანვარი 1693) — ოსმალეთის იმპერიის სულთანი 1648 - 1687 წლებში. იბრაჰიმ I-ისა და მისი ცოლის, თურჰან ჰატიჯე სულთნის ვაჟი.

მეჰმედი სულთნის ტახტზე მას შემდეგ ავიდა, რაც მისი მამა იანიჩარებმა დაამხეს. მისი მცირეწლოვნობის პერიოდში ქვეყანაში სრულ ანარქიას თესავდნენ და ინტრიგების ქსელს ხლართავდნენ მისი დედა- თურჰან ჰატიჯე სულთანი და ბებია — ქიოსემ სულთანი. მათი დაპირისპირება დამთავრდა 1651 წელს, ქიოსემის მკვლელობით.

ამ ინტრიგების წყალობით დარდანელის სრუტეში ვენეციელებმა ოსმალეთის ფლოტი დაამარცხეს. ვენეციელები კონსტანტინოპოლსაც უქმნიდნენ საფრთხეს, მაგრამ ვითარება შეიცვალა, როდესაც დიდი ვეზირის სავარძელი, ქოფრიულიუს დიდ ვეზირთა ცნობილი გვარის ფუძემდებელმა, ქოფრიულიუ მეჰმედ-ფაშა დაიკავა. მეჰმედ-ფაშამ აბსოლუტური ძალაუფლება მიიღო იმისათვის, რომ ქვეყანაში წესრიგი და სიმშვიდე აღედგინა. ხშირად სულთნის მაგივრად გადაწყვეტილებებს სწორედ ის იღებდა.

სულთან მეჰმედზე გავლენა შეინარჩუნა მეჰმედ ფაშას-შვილმა, ფაზილ აჰმედ ფაშამაც, რომელიც ქვეყანას მშვიდად განაგებდა. ავსტრიასთან ომი (1663-1664) წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა 1669 წელს ვენეციელებს წაართვა კუნძული კრეტა.

1672 წელს თვით სულთან მეჰმედის სარდლობით პოლონეთთან ომი დაიწყო. ამ ომის შედეგად პოლონეთმა ოსმალეთის იმპერიას დაუთმო პოდოლიე და უკრაინის ნაწილი.

1676 წელს, ფაზილ აჰმედ-ფაშას გარდაცვალების შემდეგ დიდი ვეზირი გახდა ქარა მუსტაფა-ფაშა, რომელმაც ხელი შეუწყო ოსმალეთის იმპერიის დაქვეითებას. რუსეთთან ომი ოსმალებისათვის წარუმატებელი ზავით დასრულდა. ამ ხელშეკრულების მიხედვით ორ დიდ იმპერიას შორის საზღვარი გადიოდა მდინარე დნეპრზე, რაც დიდ საშიშროებას უქმნიდა ყირიმის სახანოს.

ქარა მუსტაფა-ფაშას ოცნება იყო საღვთო რომის იმპერიის დაპყრობა. 1683 წელს ქარა მუსტაფა-ფაშამ ევროპაში ლაშქრობა დაიწყო და ალყა შემოარტყა ვენას (იხილეთ ვენის ალყა). კარლ ლოთარინგიელი და იან სობესკი ქალაქის დასახმარებლად მივიდნენ. ორთვიანი დაპირისპირება ოსმალეთის არმიის სრული მარცხით დასრულდა. სულთნის ბრძანებით 1683 წლის დეკემბერში მუსტაფა-ფაშა ბელგრადში სიკვდილით დასაჯეს. დიდი ვეზირის ბეჭედი კი ბაიბურთლუ იბრაჰიმ-ფაშას უბოძეს, რომელმაც წინამორბედის მსგავსად,ვერ გაამართლა სულთნის იმედები.

1687 წელს მოჰაჩთან სასტიკად დამარცხდა ოსმალეთის არმია ისევ ავსტრიელთა წინააღმდეგ. 1687 წელსვე ქოფრიულიუ მეჰმედ-ფაშას მეორე შვილი, ფაზილ მუსტაფა-ფაშა აჯანყდა მეჰმედ IV-ის წინააღმდეგ. სულთანმა ტახტის პრეტენდენტების მოშორების მიზნით თავისი 2 ძმის, სულეიმანისა და აჰმედის სიკვდილით დასჯა ბრძანა, მაგრამ ბრძანება არ აღსრულდა. 8 ნოემბერს იანიჩრებმა თოფქაფის სასახლე აიღეს და მეჰმედი ტახტიდან ჩამოაგდეს. სულთნის ტიტული კი „კაფესიდან“ გამოყვანილ სულეიმან II-ს უბოძეს. ხუთწლიანი პატიმრობის შემდეგ, მეჰმედ lV გარდაიცვალა ედირნის სასახლის ციხეში.

ოჯახი

ცოლები და ხარჭები

ვაჟები

  • შეჰზადე სელიმი (1659 — 1679) — რაბიე სულთნისგან;
  • შეჰზადე მაჰმუდი (1659 — ?) — კანიე სულთნისგან;
  • მუსტაფა II (6 თებერვალი, 1664 — 29/30 დეკემბერი, 1603) — გიულნუშ სულთნისგან;
  • აჰმედ III (30/31 დეკემბერი, 1673 — 1 ივლისი, 1736) — გიულნუშ სულთნისგან;
  • შეჰზადე იბრაჰიმი (1665 — 1666) — აფიფე სულთნისგან;
  • შეჰზადე ბაიაზიდი (31 დეკემბერი, 1678 — 1 იანვარი, 1679) — რაბიე/კანიე სულთნისგან;
  • შეჰზადე სულეიმანი (13 თებერვალი, 1681 — 1685) — სიავუშ სულთნისგან;

ქალიშვილები

  • ჰატიჯე სულთანი
  • საფიე სულთანი
  • იმიუ გიულსიუმ სულთანი
  • ფატმა სულთანი

რესურსები ინტერნეტში