ჟორჟ ბიზე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ინტერნეტ-რესურსები: რესურსები ინტერნეტში - შეცვლა "ინტერნეტ-რესურსებით", replaced: რესურ using AWB
→‎რესურსები ინტერნეტში: რესურსები ინტერნეტში - დაბრუნება ძველზე, replaced: ინტერნეტ-რესურ using AWB
ხაზი 20: ხაზი 20:
*{{cite book|last= Dean|first= Winton|title= Georges Bizet: His Life and Work|publisher= J.M. Dent & Sons Ltd|location= London|year= 1965 | oclc = 643867230}}
*{{cite book|last= Dean|first= Winton|title= Georges Bizet: His Life and Work|publisher= J.M. Dent & Sons Ltd|location= London|year= 1965 | oclc = 643867230}}


==ინტერნეტ-რესურსები==
==რესურსები ინტერნეტში==
* {{Commons category inline|Georges Bizet}}
* {{Commons category inline|Georges Bizet}}
* {{IMSLP|id=Bizet, Georges|cname=ჟორჟ ბიზეს}}
* {{IMSLP|id=Bizet, Georges|cname=ჟორჟ ბიზეს}}

00:48, 12 ივლისი 2017-ის ვერსია

ჟორჟ ბიზე

ალექსანდრე ცეზარ ლეოპოლდ ბიზე (ფრანგ. Alexandre-César-Léopold Bizet, ნათლობისას მიიღო სახელი ჟორჟ) (დ. 25 ოქტომბერი, 1838 – გ. 3 ივნისი, 1875) — ფრანგი კომპოზიტორი და პიანისტი. განთქმული ოპერით კარმენი.

ბიოგრაფია

ჟორჟ ბიზე დაიბადა 1838 წლის 25 ოქტომბერს პარიზში, მუსიკოსის ოჯახში. მამა სიმღერის მასწავლებელი იყო, დედა კარგად უკრავდა ფორტეპიანოზე და ჟორჟის პირველი მასწავლებელიც დედა იყო. ჟორჟ ბიზეს ნამდვილი სახელი ალექსანდრ ცეზრ ლეოპოლდ ბიზეა, მაგრამ მოგვიანებით მოინათლა როგორც ჟორჟ ბიზე.

ოთხი წლის ასაკში ბიზემ კარგად იცოდა ნოტები, ხოლო ათი წლის ასაკში პარიზის კონსერვატორიაში შევიდა ორ ფაკულტეტზე: ფორტეპიანოსა და კომპოზიციის განხრით, შ.გუნუს ხელმძღვანელობით, სადაც ცხრა წელი დაჰყო. მას იტაცებდა ლიტერატურაც. ბიზე კონსერვატორიაში წარმატებულად მეცადინეობდა, ახალგაზრდა მუსიკოსმა არაერთხელ მიიღო პრემიები კონსერვატორიის შიდა კონკურსებზე: ფორტეპიანოსა და ორგანზე დაკვრით, პოლიფონისა და კომპოზიციაში. მან კონსერვატორია დაამთავრა 1857 წელს მიღებული დიდი რიმსკის პრემიით და საშუალება მიეცა სწავლა გაეგრძელებინა იტალიაში.

რომში ყოფნის დროს ბიზე ქმნის კომიკურ ოპერას „დონ პროკოპიოს და სიმფონია კანტატას „ვასკო და გამას“, სადაც გამოვლინდა კომპოზიტორის სტილისთვის დამახასიათებელი ნიშნები – ინტერესი ფერადოვან, ნათელ, ხალხურ სცენისადმი.

იტალიიდან დაბრუნების შემდეგ იმედი აქვს, რომ წარმატებას მიაღწევს, დარწმუნებულია თავის შესაძლებლობებში, მაგრამ კომპოზიტორის მთელი ხანმოკლე სიცოცხლე მძიმე და გამუდმებული შრომის მაგალითია. ბიზე იძულებულია გააორკესტროს სხვისი ნაწარმოებები, უკეთოს მას კორექტურა, წეროს მსუბუქი მუსიკა, ირბინოს კერძო გაკვეთილებზე.

საკუთარი ნაწარმოების მიმართ ბიზე სიმკაცრით გამოირჩეოდა. მან თეტრიდანაც კი წამოიღო დასრულებული და დადგმისთვის გამზადებული პარტიტურა ოპერა „ივანე მრისხანე“.

ჟორჟ ბიზე უეცრად გარდაიცვალა გულის დამბლით, პარიზის მახლობლად, 1875 წლის 3 ივნისს.

ლიტერატურა

  • Curtiss, Mina (1959). Bizet and his World. London: Secker & Warburg. OCLC 505162968. 
  • Dean, Winton (1965). Georges Bizet: His Life and Work. London: J.M. Dent & Sons Ltd. OCLC 643867230. 

რესურსები ინტერნეტში