სულეიმან II: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
ხაზი 49: ხაზი 49:
'''სულეიმან II''' ({{lang-tr|Süleyman II}}; დ. [[15 აპრილი]], [[1642]], [[სტამბოლი]] — გ. [[23 ივნისი]], [[1691]], [[ედირნე]]) — [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიის]] [[ოსმალეთის სულთნების სია|სულთანი]] [[1687]]-[[1691]] წლებში, [[იბრაჰიმ I (თურქეთი)|იბრაჰიმ I-ისა]] და [[სალიჰა დილაშუბ სულთანი|სალიჰა დილაშუბ სულთნის]] ვაჟი, სულთან [[მეჰმედ IV|მეჰმედ IV-ის]] უმცროსი ძმა.

==ტახტზე ასვლამდე==
== ბიოგრაფია ==
სულეიმან II თითქმის 40 წლის განმავლობაში, [[1648]]-[[1687]] წლებში, თავისი დიდი ბაბუის, [[მეჰმედ III]]-ის მიერ შემოღებული ტრადიციის მიხედვით, იმყოფებოდა იზოლაციაში და გამოკეტილი იყო [[თოფქაფის სასახლე]]ში, სპეციალურ გისოსებში. თუმცა მისი ძმის, [[მეჰმედ IV]]-ის მემკვიდრედ სწორედ ის განიხილებოდა, რადგან [[1617]] წლიდან მოყოლებული [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]] სასულთნო ტახტის მფლობელად დინასტიის ყველაზე უფროსი შეჰზადე ითვლებოდა.
სულეიმან II დაიბადა [[1642]] წელს, [[თოფქაფის სასახლე]]ში, [[სტამბული|სტამბულში]]. ის იყო [[იბრაჰიმ I (ოსმალეთის იმპერია)|სულთან იბრაჰიმის]] მეორე ვაჟი. [[1648]] წელს იბრაჰიმი ტახტიდან ჩამოაგდეს და შეცვალეს მისი 6 წლის ვაჟით, მეჰმედით. ამის შემდეგ სულეიმანი და მისი დანარჩენი ძმები თითქმის 40 წლის განმავლობაში, [[1648]]-[[1687]] წლებში, [[მეჰმედ III]]-ის მიერ შემოღებული ტრადიციის მიხედვით, გამოკეტილნი იყვნენ [[თოფქაფის სასახლე|თოფქაფის სასახლის]} [[კაფესი|კაფესში]], სპეციალურ გისოსებში. მიუხედავად ამისა, სულეიმანი [[მეჰმედ IV]]-ის მემკვიდრედ განიხილებოდა, რადგან [[1617]] წლიდან მოყოლებული [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]] სასულთნო ტახტის მფლობელად დინასტიის ყველაზე უფროსი შეჰზადე ითვლებოდა.

==მმართველობა==
[[ჰაბსბურგთა მონარქია|ჰაბსბურგთა ავსტრიის]] წინააღმდეგ დაწყებული [[დიდი თურქული ომი]]ს წარუმატებლობის გამო, [[1687]] წლის ნოემბერში, სულთან [[მეჰმედ IV]] [[იანიჩარები|იანიჩრებმა]] ტახტიდან ჩამოაგდეს და სულთნობა სწორედ სულეიმანს უბოძეს.

სულეიმან II სახელმწიფო საქმეებით ნაკლებად იყო დაკავებული, მან გაატარა რამდენიმე უმნიშვნელო რეფორმა, რომლებსაც არანაირი კარგი შედეგი არ მოუტანიათ დასუსტებული ოსმალეთის იმპერიისათვის. სულეიმანი იყო ძალიან მორწმუნე ადამიანი და დროის უმეტესობას ლოცვაში ატარებდა, ხოლო სახელმწიფო საქმეებს განაგებდნენ მისი ვეზირები, რომელთა შორისაც ყველაზე ცნობილია [[ქოფრიულიუ ფაზილ მუსტაფა-ფაშა]] ([[1689]]-[[1691]] წწ.).

მისი მმართველობის პერიოდში [[ოსმალეთის იმპერია]] იბრძოდა [[რუსეთის სამეფო]]ს, [[ჰაბსბურგთა მონარქია|ჰაბსბურგთა ავსტრიისა]] და [[პოლონეთი]]ს წინააღმდეგ. [[1688]] წელს [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალები]] დაუპირისპირდნენ [[ავსტრია]]-[[პოლონეთი]]ს გაერთიანებულ არმიას მდინარე [[დუნაი]]ს პირას. ბრძოლამდე 2 თვით ადრე სულეიმანმა დახმარების წერილი გაუგზავნა [[დიდ მოგოლთა იმპერია|დიდ მოგოლთა]] იმპერატორს, [[აურანგზები|აურანგზებს]], მაგრამ უარი მიიღო. თურქები სასტიკად დამარცხდნენ და დაკარგეს [[ბელგრადი]]. [[1690]] წელს [[ქოფრიულიუ ფაზილ მუსტაფა-ფაშა|ფაზილ მუსტაფა-ფაშა]]ს სარდლობით თურქებმა შეძლეს [[ბელგრადი]]ს დაბრუნება, მაგრამ მცირე ხნით.

სულთანი გარდაიცვალა [[1691]] წელს გულის [[წყალმანკი]]თ, თავის საყვარელ ედირნეს სასახლეში. დაკრძალეს [[სულეიმანიეს მეჩეთი|სულეიმანიეს მეჩეთში]]. მის შემდეგ ოსმალეთის სულთანი გახდა მისი უმცროსი ძმა, [[აჰმედ II]].

22:30, 26 ივნისი 2017-ის ვერსია

სულეიმან II
سليمان ثانى
ოსმალეთის მე-20 სულთანი
მმართ. დასაწყისი: 1687
მმართ. დასასრული: 1691
წინამორბედი: მეჰმედ IV
მემკვიდრე: აჰმედ II
რეგენტი: ფაზილ მუსტაფა-ფაშა
(16871691)
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 15 აპრილი 1642
დაბ. ადგილი: კონსტანტინოპოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 22 ივნისი 1691
გარდ. ადგილი: ედირნე, ოსმალეთის იმპერია
მეუღლე: ჰატიჯე ხათუნი
ბეჰზათ ხათუნი
ივაზ ხათუნი
სიულუინ ხათუნი
შეჰსიუვარ ხათუნი
ზეინეფ ხათუნი
დინასტია: ოსმანები
მამა: იბრაჰიმ I
დედა: სალიჰა დილაშუბ სულთანი
რელიგია: ისლამი
ხელმოწერა:

სულეიმან II (თურქ. Süleyman II; დ. 15 აპრილი, 1642, სტამბოლი — გ. 23 ივნისი, 1691, ედირნე) — ოსმალეთის იმპერიის სულთანი 1687-1691 წლებში, იბრაჰიმ I-ისა და სალიჰა დილაშუბ სულთნის ვაჟი, სულთან მეჰმედ IV-ის უმცროსი ძმა.

ტახტზე ასვლამდე

სულეიმან II დაიბადა 1642 წელს, თოფქაფის სასახლეში, სტამბულში. ის იყო სულთან იბრაჰიმის მეორე ვაჟი. 1648 წელს იბრაჰიმი ტახტიდან ჩამოაგდეს და შეცვალეს მისი 6 წლის ვაჟით, მეჰმედით. ამის შემდეგ სულეიმანი და მისი დანარჩენი ძმები თითქმის 40 წლის განმავლობაში, 1648-1687 წლებში, მეჰმედ III-ის მიერ შემოღებული ტრადიციის მიხედვით, გამოკეტილნი იყვნენ [[თოფქაფის სასახლე|თოფქაფის სასახლის]} კაფესში, სპეციალურ გისოსებში. მიუხედავად ამისა, სულეიმანი მეჰმედ IV-ის მემკვიდრედ განიხილებოდა, რადგან 1617 წლიდან მოყოლებული ოსმალეთის სასულთნო ტახტის მფლობელად დინასტიის ყველაზე უფროსი შეჰზადე ითვლებოდა.

მმართველობა

ჰაბსბურგთა ავსტრიის წინააღმდეგ დაწყებული დიდი თურქული ომის წარუმატებლობის გამო, 1687 წლის ნოემბერში, სულთან მეჰმედ IV იანიჩრებმა ტახტიდან ჩამოაგდეს და სულთნობა სწორედ სულეიმანს უბოძეს.

სულეიმან II სახელმწიფო საქმეებით ნაკლებად იყო დაკავებული, მან გაატარა რამდენიმე უმნიშვნელო რეფორმა, რომლებსაც არანაირი კარგი შედეგი არ მოუტანიათ დასუსტებული ოსმალეთის იმპერიისათვის. სულეიმანი იყო ძალიან მორწმუნე ადამიანი და დროის უმეტესობას ლოცვაში ატარებდა, ხოლო სახელმწიფო საქმეებს განაგებდნენ მისი ვეზირები, რომელთა შორისაც ყველაზე ცნობილია ქოფრიულიუ ფაზილ მუსტაფა-ფაშა (1689-1691 წწ.).

მისი მმართველობის პერიოდში ოსმალეთის იმპერია იბრძოდა რუსეთის სამეფოს, ჰაბსბურგთა ავსტრიისა და პოლონეთის წინააღმდეგ. 1688 წელს ოსმალები დაუპირისპირდნენ ავსტრია-პოლონეთის გაერთიანებულ არმიას მდინარე დუნაის პირას. ბრძოლამდე 2 თვით ადრე სულეიმანმა დახმარების წერილი გაუგზავნა დიდ მოგოლთა იმპერატორს, აურანგზებს, მაგრამ უარი მიიღო. თურქები სასტიკად დამარცხდნენ და დაკარგეს ბელგრადი. 1690 წელს ფაზილ მუსტაფა-ფაშას სარდლობით თურქებმა შეძლეს ბელგრადის დაბრუნება, მაგრამ მცირე ხნით.

სულთანი გარდაიცვალა 1691 წელს გულის წყალმანკით, თავის საყვარელ ედირნეს სასახლეში. დაკრძალეს სულეიმანიეს მეჩეთში. მის შემდეგ ოსმალეთის სულთანი გახდა მისი უმცროსი ძმა, აჰმედ II.

ლიტერატურა

  • Ali Kemal Meram, Padişah Anaları: Resimli Belgesel Tarih Romanı, Öz Yayınları, 1977