ალვარო მორატა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 47: ხაზი 47:
|ეროვნული მატჩი3 = 13
|ეროვნული მატჩი3 = 13
|ეროვნული მატჩი4 = 13
|ეროვნული მატჩი4 = 13
|ეროვნული მატჩი5 = 13
|ეროვნული მატჩი5 = 20
|ეროვნული გოლი1 = 2
|ეროვნული გოლი1 = 2
|ეროვნული გოლი2 = 3
|ეროვნული გოლი2 = 3
|ეროვნული გოლი3 = 11
|ეროვნული გოლი3 = 11
|ეროვნული გოლი4 = 13
|ეროვნული გოლი4 = 13
|ეროვნული გოლი5 = 6
|ეროვნული გოლი5 = 9
|მედლის თარგები =
|მედლის თარგები =
|კლუბი-განახლება = 4 ივნისი, 2017
|კლუბი-განახლება = 4 ივნისი, 2017

08:22, 16 ივნისი 2017-ის ვერსია

ალვარო მორატა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ალვარო ბორხა მორატა მარტინი
დაბადების
თარიღი
23 ოქტომბერი, 1992 (1992-10-23) (31 წლის)
დაბადების
ადგილი
მადრიდი, ესპანეთი
სიმაღლე 187 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
რეალ მადრიდი
ნომერი 21
ახალგაზრდული კარიერა
2005-2007 ატლეტიკო მადრიდი
2007-2008 ხეტაფე
2008-2010 რეალ მადრიდი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2010-2013 რეალ მადრიდ კასტილია 83 (45)
2010-2014 რეალ მადრიდი 37 (10)
2014-2016 იუვენტუსი 63 (15)
2016- რეალ მადრიდი 40 (20)
ეროვნული ნაკრები
2009 ესპანეთი 17 წლ. 6 (2)
2010 ესპანეთი 18 წლ. 2 (3)
2010-2012 ესპანეთი 19 წლ. 13 (11)
2013-2014 ესპანეთი 21 წლ. 13 (13)
2014- ესპანეთი 20 (9)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 4 ივნისი, 2017
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 4 ივნისი, 2017

ალვარო ბორხა მორატა მარტინი (ესპ. Álvaro Borja Morata Martín; 23 ოქტომბერი, 1992; მადრიდი, ესპანეთი) — ესპანელი ფეხბურთელი, ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი.

საკლუბო კარიერა

ალვარომ 2008 წელს კონტრაქტი გააფორმა „მადრიდის რეალთან“ და დატოვა „ხეტაფეს“ ახალგაზრდული გუნდის რიგები. მან „სამეფო კლუბში“ „ხუვენილ ც“-დან დაიწყო და 4 წელიწადში მთავარ გუნდშიც მოხვდა. 2009 წლის ნოემბერში მან გაიარა „ხუვენილის“ ყველა გუნდი (А, B და С) და „რეალ მადრიდ ც“-ში მოხვდა. 2010 წლის ივლისში კი მოიგო 2 ახალგაზრდული ტიტული და გაიტანა 34 გოლი. ის გადაყვანილი იქნა „კასტილიაში“.ჟოზე მოურინიუს მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ ის „სამეფო კლუბს“ გაჰყვა ტურნეზე აშშ-ში.

2010 წლის 15 აგვისტოს მორატას ჰქონდა დებიუტი „კასტილიაში“ „ალკორკონთან“ ამხანაგურ შეხვედრაში (1:0). ლიგაში მისი დებიუტი ამავე წლის 29 აგვისტოს შედგა „კორუშოსთან“ (3:2), პირველ გოლი მან 31 ოქტომბერს გაიტანა „ალკალოის“ კარში. (1:1)[1].

2010 წლის 12 დეკემბერს შედგა მისი დებიუტი პირველ გუნდშიც, „სარაგოსასთან“ შეხვედრაში (3:1), 89-ე წუთზე ის დი მარიას ნაცვლად შევიდა მოედანზე. 10 დღეში შედგა მისი დებიუტი სამეფო თასზეც, ის 77-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე „ლევანტესთან“ მატჩში (8:0). 2011 წლის იანვარში გონსალო იგუაინმა ტრავმა მიიღო და იგეგმებოდა ალვაროს ძირითადში დაყენება თუმცა იგუაინის შემცვლელად „რეალმა“ არენდით აიყვანა ემანუელ ადებაიორი და ახალგაზრდა ესპანელმა შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო. ამ პერიოდში მორატამ ახალგაზრდულ გუნდში 4 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და შეიძლებოდა მისი ძირითადში დაყენება,თუმცა მოურინიუმ გუნდში უფრო გამოცდილი ფეხბურთელი მიიყვანა იგუაინის შემცვლელად. 13 თებერვალს მორატამ კარიერაში გაიფორმა პირველი „ჰეთ-თრიკი“ „დეპორტივო ბ“-სთან შეხვედრაში (7:1). 2012 წელს გადავიდა პირველ გუნდში და ჩაატარა 1 შეხვედრა, ის მოედანზე გონსალო იგუაინის ნაცვლად გავიდა.

23 ივნისს „Marca.com“-მა გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ალვარო მორატა „მადრიდის რეალის“ პირველ გუნდში ითამაშებდა[2]. მისი დაწინაურება გამოიწვია მისმა ბრწყინვალე თამაშმა „კასტილიაში“. ბოლო ორი სეზონი ის კლუბის ლიდერი იყო. მას შეუძლია როგორც ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაში, ისე პლეიმეიკერადაც და მარცხენა ნახევარმცველადაც. „კასტილიის“ ბოლო სეზონში მორატამ 17 გოლის გატანა მოახერხა[3].

სეზონი 2012/13 და 13/14

მორატამ ახალ სეზონში პირველად მე-2 ტურში, „ხეტაფეს“ წინააღმდეგ ითამაშა, ის სათადარიგო სკამიდან შევიდა მოედანზე. მე-11 ტურში „ლევანტეს“ წინააღმდეგ მორატა ამჯერადაც სათადარიგოდან გავიდა მოედანზე და 84-ე წუთზე მან გამარჯვების გოლი გაიტანა და გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა (1:2).

2013-14 წლების სეზონში, მადრიდის „რეალში“ კარლო ანჩელოტის მოსვლის შემდეგ, ალვარო პირველი გუნდის სტაბილურ წევრად იქცა. ის ხშირად შემოდიოდა სათადარიგო სკამიდან, ძირითად შემთხვევაში ქარიმ ბენზემას ნაცვლად. მორატამ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზეც მოახერხა თავის გამოჩენა. მან მისი პირველი გოლი 1/8 ფინალურ დაპირისპირებაში, „შალკეს“ წინააღმდეგ გაიტანა. მორატამ დუბლი შეასრულა ლა ლიგის უკანასკნელ ტურში, „ესპანიოლის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, რომელიც სამეფო კლუბმა 3-1 მოიგო. ალვარო ბენზემას ნაცვლად შეცვლაზე შემოვიდა 24 მაისს გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ.

სანაკრებო კარიერა

2009 წელს მორატა ესპანეთის 17 წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს მსოფლიო ჩემპიონატზე სათამაშოდ, ალვარომ 4 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. ასევე ის 19 წლამდელთა ნაკრებს გაყვა იაპონიაში[4] საერთაშორისო ტურნირის გასამართად. მისმა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა, იაპონიის შემდეგ.

საკლუბო სტატისტიკა

სტატისტიკა მოცემულია 2016 წლის 21 მაისის მდგომარეობით.

კლუბი სეზონი ლიგა თასი საერთაშორისო სულ
თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი
კასტილია 2010–11 28 15 28 15
2011–12 37 18 37 18
2012–13 18 12 18 12
სულ 83 45 83 45
მადრიდის რეალი 2010–11 1 0 1 0 0 0 2 0
2011–12 1 0 0 0 0 0 1 0
2012–13 12 2 2 0 1 0 15 2
2013–14 23 8 6 0 5 1 34 9
სულ 37 10 9 0 6 1 52 11
იუვენტუსი 2014–15 29 8 5 2 12 5 46 15
2015–16 34 7 5 3 8 2 47 12
სულ 63 15 10 5 20 7 93 27
სულ კარიერაში 183 70 19 5 26 8 228 83

ტიტულები

საკლუბო

ესპანეთის დროშა რეალ მადრიდ კასტილია
ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი
იტალიის დროშა იუვენტუსი

სანაკრებო

ესპანეთი 19 წლ.
ესპანეთი 21 წლ.

ინდივიდუალური

მონაცემები

მორატა კარგად თამაშობს მეორე სართულზე, აქვს გოლის გატანის ალღო და შესანიშნავი მოძრაობა. „სამეფო კლუბში“ მას მომავალ ფერნანდო მორიენტესად მიიჩნევენ[5].

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო