ქაიხოსრო ბატონიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎შვილები: ეს სულ სხვა სტეფანე გურიელია
ხაზი 36: ხაზი 36:


==შვილები==
==შვილები==
ქაიხოსროს ცოლ-შვილი ქაიხოსროს გარდაცვალების შემდეგ, 1831 წელს, მეფის რუსეთის მთავრობას შეურიგდა, სამშობლოში დაბრუნდა და გავლენიანი ნაცნობების წყალობით 1835 წელს მამულები (მდინარე ბჟუჟის ხეობა სოფელ კვირიკეთიდან სოფელ უჩხუბის ჩათვლით, 160 კომლი.) დაიბრუნა. ქაიხოსრო გურიელის შვილები იყვნენ გენერლები, დიმიტრი და სტეფანე გურიელები. დიმიტრი გურიელი (1822-1882) ცხოვრობდა ოზურგეთში, მონაწილეობდა ყირიმის ომში და რუსეთ-ოსმალეთის 1877-78 წლების ომში. იყო ლეიბ გვარდიის ულანთა პოლკის მეთაური 1871 წლიდან. იმპერატორის ამალის განსაკუთრებული დავალების შემსრულებელი 1876 წლიდან. ააშენა [[დიმიტრი გურიელის სასახლე|სასახლე]] ოზურგეთში, რომელიც დღემდეა შემორჩენილი.
ქაიხოსროს ცოლ-შვილი ქაიხოსროს გარდაცვალების შემდეგ, 1831 წელს, მეფის რუსეთის მთავრობას შეურიგდა, სამშობლოში დაბრუნდა და გავლენიანი ნაცნობების წყალობით 1835 წელს მამულები (მდინარე ბჟუჟის ხეობა სოფელ კვირიკეთიდან სოფელ უჩხუბის ჩათვლით, 160 კომლი.) დაიბრუნა. ქაიხოსრო გურიელის შვილები იყვნენ მალაქია, დიმიტრი, დესპინე და პელაგია გურიელები. დიმიტრი გურიელი (1822-1882) ცხოვრობდა ოზურგეთში, მონაწილეობდა ყირიმის ომში და რუსეთ-ოსმალეთის 1877-78 წლების ომში. იყო ლეიბ გვარდიის ულანთა პოლკის მეთაური 1871 წლიდან. იმპერატორის ამალის განსაკუთრებული დავალების შემსრულებელი 1876 წლიდან. ააშენა [[დიმიტრი გურიელის სასახლე|სასახლე]] ოზურგეთში, რომელიც დღემდეა შემორჩენილი.


==ლიტერატურა==
==ლიტერატურა==

19:14, 25 მაისი 2017-ის ვერსია

ტერმინს „ქაიხოსრო“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ქაიხოსრო.
ქაიხოსრო ბატონიშვილი
გურიის მთავარი
მმართ. დასაწყისი: 1797
მმართ. დასასრული: 1809
წინამორბედი: ვახტანგ III გურიელი
მემკვიდრე: მამია V გურიელი
გარდ. თარიღი: 25 ოქტომბერი, 1829
გარდ. ადგილი: ჩარშამბა, თურქეთი
შვილები: დიმიტრი გურიელი, სტეფანე გურიელი, მალაქია გურიელი
დინასტია: გურიელები
მამა: გიორგი V გურიელი

ქაიხოსრო ბატონიშვილი (გ. 25 ოქტომბერი, 1829, ჩარშამბა, თურქეთი), გიორგი V გურიელის ვაჟი. გურიის სამთავროს რეგენტი 1797-1809 წლებში, ასევე მოიხსენიება, როგორც ქაიხოსრო IV გურიელი.

ბიოგრაფია

განათლება მიიღო გელათში, სადაც ბერად აღკვეცილი შემოქმედის ეპისკოპოსად ემზადებოდა. ცნობილი იყო გონებითა და განათლებით. დედანში კითხულობდა ბერძენ და ლათინ ავტორებს.

1797 წელს ერისკაცობას დაუბრუნდა და გურიაში ჩავიდა. გადააყენა მთავარი ვახტანგ III გურიელი. მამია V გურიელის მცირეწლოვანებაში სამთავროს განაგებდა და ფლობდა საშემოქმედლოს ეკლესიის ყმა-მამულს. ენერგიული საქმიანობით შეკვეცა ფეოდალთა თვითნებობა და გააძლიერება მთავრის ხელისუფლება. მოიწვია საეკლესიო კრება და აკრძალა ტყვეებით ვაჭრობა (ტყვეებით მოვაჭრეებს სიკვდილით სჯიდა). მოაწესრიგა ვაჭრობა. საგარეო ურთიერთობაში ანტითურქულ პოლიტიკას ატარებდა და მხარს უჭერდა გურიის სამთავროს რუსეთთან კავშირს გეორგიევსკის ტრაქტატის პირობების მიხედვით. 1809 წელს სამთავროს საქმეებს ჩამოსცილდა და მმართველობა მისივე აღზრდილ მამია გურიელს გადააბარა. 1820 წელს წინ აღუდგა ეგზარქოს თეოფილაქტეს საეკლესიო რეფორმას და შეიფარა იმერეთის აჯანყების მეთაური ივანე აბაშიძე. აჯანყების დამარცხების შემდეგ თურქეთში გადაიხვეწა.

შვილები

ქაიხოსროს ცოლ-შვილი ქაიხოსროს გარდაცვალების შემდეგ, 1831 წელს, მეფის რუსეთის მთავრობას შეურიგდა, სამშობლოში დაბრუნდა და გავლენიანი ნაცნობების წყალობით 1835 წელს მამულები (მდინარე ბჟუჟის ხეობა სოფელ კვირიკეთიდან სოფელ უჩხუბის ჩათვლით, 160 კომლი.) დაიბრუნა. ქაიხოსრო გურიელის შვილები იყვნენ მალაქია, დიმიტრი, დესპინე და პელაგია გურიელები. დიმიტრი გურიელი (1822-1882) ცხოვრობდა ოზურგეთში, მონაწილეობდა ყირიმის ომში და რუსეთ-ოსმალეთის 1877-78 წლების ომში. იყო ლეიბ გვარდიის ულანთა პოლკის მეთაური 1871 წლიდან. იმპერატორის ამალის განსაკუთრებული დავალების შემსრულებელი 1876 წლიდან. ააშენა სასახლე ოზურგეთში, რომელიც დღემდეა შემორჩენილი.

ლიტერატურა