შაკი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
(განსხვავება არ არის)

11:16, 26 იანვარი 2006-ის ვერსია

შაკი (Pandion haliaetus), ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 60 სმ, მასა 1,3-1,9 კგ აღწევს. სხეული ზურგის მხრიდან მურაა, მუცლის მხარეს - ღია. კარგად აქვთ განვითარებული ზანდაროზის ჯირკვალი. გავრცელებულია ყველგან, არქტიკისა და ანტარქტიკის, აგრეთვე აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ტროპიკების გარდა. მობუდარი ფრინველია. ცხოვრობს თევზით მდიდარი წყალსატევების პირას. დებს 2-3 კვერცხს. ინკუბაცია გრძელდება 35 დღე-ღამე. იკვებება თევზით (იქთიოფაგია), მღრღნელებით და სხვა. საქართველოში მეტად იშვიათია. შეტანილია საქართველოს "წითელ წიგნში".

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=შაკი&oldid=32837“-დან