Windows 10: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 14: ხაზი 14:
| პირველად_გამოვიდა = {{Start date and age|2015|7|15}}
| პირველად_გამოვიდა = {{Start date and age|2015|7|15}}
| პირველად_გამოსვლის_წყარო =
| პირველად_გამოსვლის_წყარო =
| მიმდინარე_ვერსია = 1703 (10.0.15063.138)
| მიმდინარე_ვერსია = 1703 (10.0.15063.296)
| მიმდინარე_ვერსიის_თარიღი = {{start date and age|2017|04|11}}<ref>{{cite web|title=April 11, 2017—KB4015583 (OS Build 15063.138)|url=https://support.microsoft.com/en-us/help/4015583|website=Microsoft Support|publisher=[[Microsoft]]}}</ref>
| მიმდინარე_ვერსიის_თარიღი = {{start date and age|2017|05|09}}<ref>{{cite web|title=May 9, 2017—KB4016871 (OS Build 15063.296 and 15063.297)|url=https://support.microsoft.com/en-us/help/4016871/windows-10-update-kb4016871|website=Microsoft Support|publisher=[[Microsoft]]}}</ref>
| მიმდინარე_ვერსიის_მისამართი =
| მიმდინარე_ვერსიის_მისამართი =
| ნიმუშის_ვერსია = RS3 (10.0.16179.1000)
| ნიმუშის_ვერსია = RS3 (10.0.16188.1000)
| ნიმუშის_თარიღი ={{start date and age|2017|04|19}}<ref name="previewrelease">{{cite web |url=https://blogs.windows.com/windowsexperience/2017/04/19/announcing-windows-10-insider-preview-build-16179-pc-build-15205-mobile/|title=Announcing Windows 10 Insider Preview Build 16179 for PC + Build 15205 for Mobile|work=Windows Blogs |publisher=[[Microsoft]] |date=April 19, 2017 |first=Dona |last=Sarkar}}</ref>
| ნიმუშის_თარიღი = {{start date and age|2017|05|04}}<ref name="previewrelease">{{cite web |url=https://blogs.windows.com/windowsexperience/2017/05/04/announcing-windows-10-insider-preview-build-16188-pc-build-15210-mobile/|title=Announcing Windows 10 Insider Preview Build 16188 for PC + Build 15210 for Mobile|work=Windows Blogs |publisher=[[Microsoft]] |date=May 4, 2017 |first=Dona |last=Sarkar}}</ref>
| ნიმუშის_მისამართი =
| ნიმუშის_მისამართი =
| მხარდაჭერის_სტატუსი = {{Plainlist|
| მხარდაჭერის_სტატუსი = {{Plainlist|

10:21, 11 მაისი 2017-ის ვერსია

უახლესი ნიმუში RS3 (10.0.16188.1000) / 4 მაისი, 2017; 6 წლის წინ (2017-05-04)[1]
ბირთვის ტიპი IA-32, x64, ARMv7
ლიცენზია საცდელი,[2] Microsoft Software Assurance, MSDN-ის გამოწერა, Microsoft Imagine
წინა Windows 8.1 (2013)
ოფიციალური საიტი microsoft.com/windows
მხარდაჭერის სტატუსი
  • 2020 წლის 13 ოქტომბრამდე
  • ვრცელი მხარდაჭერა 2025 წლის 14 ოქტომბრამდე[3]

Windows 10ოპერაციული სისტემა პერსონალური კომპიუტერებისთვის. იგი შემუშავებულია კომპანია Microsoft-ის მიერ, როგორც Windows NT სერიის ოპერაციული სისტემა. მისი, როგორც Windows 8.1-ის გაგრძელების გამოსვლის შესახებ ცნობილი გახდა 2014 წლის 30 სექტემბერს.[4] სისტემის სრული ვერსია გამოვიდა 2015 წლის 29 ივლისს.

Windows 10-ში პირველად არის წარმოდგენილია ე.წ. „უნივერსალური პროგრამები“, Metro-ს სტილის პროგრამების ახალი ვერსიები, რომლებიც Microsoft-ის სხვადასხვა ტიპის პროდუქციაში არის ხელმისაწვდომი - პერსონალურ კომპიუტერებზე, პლანშეტებზე, სმარტფონებზე, ჩასმულ პროგრამებში, Xbox One-ზე, Surface Hub-ში და Mixed Reality-ში. Windows-ის მომხმარებლის ინტერფეის გადამუშავდა ისე, რომ ზოგიერთ მოწყობილობაზე გადართვა მაუსს და სათითურს შორის მარტივად ხდება. ყველა ინტერფეისს ახლავს განახლებული დაწყების მენიუ, რომელშიც შეთავსებულია Windows 7-ის ტრადიციული დაწყების მენიუ და Windows 8-ის მოზაიკა. Windows 10-ის პირველ ვერსიაში აგრეთვე წარმოდგენილია ვირტუალური სამუშაო დაფა, ხელების ანაბეჭდების იდენტიფიცირების მხარდაჭერა და სახის ამოცნობა, კორპორატიული გარემოების უსაფრთხოების ელემენტები და DirectX 12 / WDDM 2.0-ის მხარდაჭერა, რათა შესაძლებელი იყოს ახალი ვიდეო თამაშების მხარდაჭერა.

სიახლეები

  • დაბრუნდა ძველი დაწყების მენიუ, რომელიც ამოღებული იყო წინა ვერსიებში (Windows 8 და 8.1).
  • დაემატა ხმოვანი ასისტენტი Cortana.
  • შეიცვალა სტანდარტული ბრაუზერი. Internet Explorer შეცვალა Microsoft Edge (Project Spartan)-მა, რომელსაც მომხმარებლები საკმაოდ დადებითად აფასებენ.
  • დაემატა ახალი სერვისი Windows Hello, იდენტიფიკაციის ახალი გზა.
  • დაემატა რამდენიმე სამუშაო მაგიდის გამოძახების შესაძლებლობა.
  • ინტეგრირებულია OneDrive როგორც ვირტუალური მყარი დისკი.
  • დამატებულია აპლიკაციებში შესაბამისი კომბინაციით (Win+Alt+G) სურათის გადაღება ე.წ. „ScreenShot“.
  • მნიშვნელოვნად შეიცვალა ინტერფეისი.
  • გაიზარდა ოპერაციული სისტემის, მონაცემებისა და აპლიკაციების ჩატვირთვის სიჩქარე.
  • დამატებულია გვერდითი Notification პანელი (Windows 10 mobile-ს მსგავსად) სადაც შესაძლებელია შეტყობინებების ნახვა და გასუფთავება.
  • დამატებულია Task View მიმდინარე პროცესების მარტივი გადახედვისა და დახურვისთვის.
  • დამატებულია ახალი მუსიკების დამკვრელი Groove Music.
  • როგორც ამერიკული ტექნოლოგიური გამოცემა, The Verge-ის თანახმად, „მაიკროსოფტის“ მიერ გავცელებული ფოტოების მიხედვით, Windows 10-ის ინტერფეისი მინიმალურადაა შეცვლილი და მეტწილად ემთხვევა ინტერნეტში პროექტ „ნეონის“ აქამდე გაჟონილ გამოსახულებს, თუმცა კომპანია დიზაინში ცვლილებების განხორციელებას სხვა კუთხით გეგმავს. კერძოდ, მაიკროსოფტი გეგმავს განახლებულ Windows-ს აპლიკაციის გახსნისას ეფექტები დაამატოს  და ოპერაციული სისტემა მეტად ანიმირებული გახადოს.[5]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Sarkar, Dona. (May 4, 2017) Announcing Windows 10 Insider Preview Build 16188 for PC + Build 15210 for Mobile. Windows Blogs. Microsoft.
  2. Windows 10. Microsoft. ციტირების თარიღი: November 27, 2015.
  3. Windows lifecycle fact sheet - Windows Help. ციტირების თარიღი: July 17, 2015.
  4. Hello World: Windows 10 Available on July 29. windows.com (June 1, 2015). ციტირების თარიღი: June 1, 2015.
  5. მაიკროსოფტი Windows 10-ის დიზაინს ცვლის
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Windows_10&oldid=3281230“-დან