დიმიტრი გულია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 8: ხაზი 8:
1925 წელს გამოსცა „აფხაზეთის ისტორია“, რუსულ ენაზე. გვერდი ავლილია ქართული და უცხოური ისტორიული რეალობისთვის, წიგნი შექმნილია არსებული პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სჭარბობს აფსუურ-ადიღეური კადრების საბჭოთა ხელისუფლებაში მოსვლით შეგულიანებული კაცის შეხედულებები და ჰიპოთეზები. აყალბებს არსებულ რეალობას, აფხაზეთის ისტორიას მიჯნავს ქართულისაგან. XX საუკუნის 20-იანი წლები შესანიშნავი პერიოდი იყო მზაკვრული გეგმების განსახორციელებლად. აფხაზეთი იმ პერიოდში არ იყო შესწავლილი არც არქეოლოგიურად, არც ეთნოგრაფიულად, არ არსებობდა ლინგვისტური და ფოლკლორული მასალა. გულია აფხაზეთის ისტორიას ძველ აღმოსავლეთს უკავშირებს.

1951 წელს, მას შემდეგ რაც [[იოსებ სტალინი]]ს მიერ კრიტიკული შეფასებები გაკეთდა 1920-იანი წლების სხვადასხვა ეთნიკური კვლევების მისამართით, დიმიტრი გულიამ გამოსცა ბროშურა სათაურით „ჩემი წიგნის – „აფხაზეთის ისტორიის“ – თაობაზე“, რომელშიც განმარტავს, რომ 1925 წელს მან რიგი ისტორიული ფაქტები „ვერ გაითვალისწინა“, რის გამოც წიგნი არასრული გამოვიდა და მან სხვა მკვლევარებიც შეაცდინა. ამავე წიგნში გულია ხაზს უსვამს აფხაზების და ქართველების ეთნიკურ ერთობას და ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, აფხაზების როლს არ განარჩევს საქართველოს სხვა კუთხეების წარმომადგენლებისგან. მაშინაც და დღესაც მეცნიერთა ნაწილს ეჭვი შეაქვს, რომ გულია გულწრფელი იყო ამ წიგნის წერისას და მიიჩნევენ, რომ ის მაშინდელი საბჭოთა კავშირის ქართველი მმართველების, სტალინის და [[ლავრენტი ბერია|ბერიას]] შიშით და გავლენით იყო დაწერილი, თუმცა ოფიციალირად გულიას თავისი მოსაზრება მათი სიკვდილის და [[ნიკიტა ხრუშჩოვი|ხრუშჩოვის]] ეპოქის დამყარების შემდეგაც არ შეუცვლია.<ref>[http://www.isari.ge/saerTo_gazeTi_19.11.2014-2.php ვერსია აფხაზთა წარმოშობის შესახებ, ანუ რას ნანობდა დიმიტრი გულია?! ''isari.ge'']</ref>
1951 წელს, მას შემდეგ რაც [[იოსებ სტალინი]]ს მიერ კრიტიკული შეფასებები გაკეთდა 1920-იანი წლების სხვადასხვა ეთნიკური კვლევების მისამართით, დიმიტრი გულიამ გამოსცა ბროშურა სათაურით „ჩემი წიგნის – „აფხაზეთის ისტორიის“ – თაობაზე“, რომელშიც განმარტავს, რომ 1925 წელს მან რიგი ისტორიული ფაქტები „ვერ გაითვალისწინა“, რის გამოც წიგნი არასრული გამოვიდა და მან სხვა მკვლევარებიც შეაცდინა. ამავე წიგნში გულია ხაზს უსვამს აფხაზების და ქართველების ეთნიკურ ერთობას და ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, აფხაზების როლს არ განარჩევს საქართველოს სხვა კუთხეების წარმომადგენლებისგან. მაშინაც და დღესაც მეცნიერთა ნაწილს ეჭვი შეაქვს, რომ გულია გულწრფელი იყო ამ წიგნის წერისას და მიიჩნევენ, რომ ის მაშინდელი საბჭოთა კავშირის ქართველი მმართველების, სტალინის და [[ლავრენტი ბერია|ბერიას]] შიშით და გავლენით იყო დაწერილი, თუმცა ოფიციალურად გულიას თავისი მოსაზრება მათი სიკვდილის და [[ნიკიტა ხრუშჩოვი|ხრუშჩოვის]] ეპოქის დამყარების შემდეგაც არ შეუცვლია.<ref>[http://tb24.ge/sazogadoeba/item/2806-აფხაზები-წარმოშობით-მეგრელები-არიან.html აფხაზები წარმოშობით მეგრელები არიან]</ref>

დიმიტრი გულია გარდაიცვალა 1960 წლის 7 აპრილს [[აგუძერა]]ში, გულრიფშის რაიონში. დასაფლავებულია სოხუმში, მისი სახლ-მუზეუმის ეზოში.
დიმიტრი გულია გარდაიცვალა 1960 წლის 7 აპრილს [[აგუძერა]]ში, გულრიფშის რაიონში. დასაფლავებულია სოხუმში, მისი სახლ-მუზეუმის ეზოში.
ხაზი 20: ხაზი 20:

== რესურსები ინტერნეტში ==
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001729/ ბიოგრაფიულ ლექსიკონში]
* [http://burusi.wordpress.com/literature/dmitry-gulia-2/ დიმიტრი გულია – ბიოგრაფია, burusi.wordpress.com]

==სქოლიო==
==სქოლიო==

14:10, 1 მაისი 2017-ის ვერსია

დიმიტრი გულია
აფხ. Дырмит Иосиф-иԥа Гәлиа
დაბადების თარიღი 21 თებერვალი, 1874(1874-02-21)[1]
დაბადების ადგილი ვარჩა, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 7 აპრილი, 1960(1960-04-07)[2] [1] (86 წლის)
გარდაცვალების ადგილი აგუძერა, საქართველოს სსრ[3]
საქმიანობა მწერალი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
ჯილდოები ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, შრომის წითელი დროშის ორდენი და შრომის წითელი დროშის ორდენი

დიმიტრი იოსების ძე გულია (აფხ. Дырмит Иасыф-иҧа Гәлиа; დ. 21 თებერვალი [ძვ. სტ. 9 თებერვალი], 1874, უარჩა, ახლანდელი გულრიფშის მუნიციპალიტეტი – გ. 7 აპრილი, 1960, აგუძერა, გულრიფშის მუნიციპალიტეტი), აფხაზი მწერალი. აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებელი, აფხაზეთის სახალხო პოეტი (1937). სსრკ IV-V მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

ბიოგრაფია

დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. სწავლობდა გორის საოსტატო სემინარიაში. ერთხანს მასწავლებლობდა. 1924-1926 წლებში აფხაზურ ენას ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გულიამ დიდი ღვაწლი დასდო აფხაზურ კულტურას. მისი კულტურულ-საგანმანათლებლო და სამწერლო მოღვაწეობა ფართო და მრავალმხრივი იყო. 1892 წელს კ. მაჭავარიანთან ერთად რუსული გრაფიკის საფუძველზე შეადგინა აფხაზური ანბანი, მის ლექსთა პირველ კრებულებში (1912-1913) წარმოსახულია აფხაზი ხალხის სწრაფვა თავისუფალი ცხოვრებისაკენ, სიძულვილი მჩაგვრელებისადმი, პოეტის ოცნება უკეთეს მერმისზე. 1919-1920 წლებში გულია პირველი აფხაზური გაზეთის "აფსნის" რედაქტორი იყო. 1921 წელს ჩამოაყალიბა პირველი აფხაზური თეატრალური დასი.

1925 წელს გამოსცა „აფხაზეთის ისტორია“, რუსულ ენაზე. გვერდი ავლილია ქართული და უცხოური ისტორიული რეალობისთვის, წიგნი შექმნილია არსებული პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სჭარბობს აფსუურ-ადიღეური კადრების საბჭოთა ხელისუფლებაში მოსვლით შეგულიანებული კაცის შეხედულებები და ჰიპოთეზები. აყალბებს არსებულ რეალობას, აფხაზეთის ისტორიას მიჯნავს ქართულისაგან. XX საუკუნის 20-იანი წლები შესანიშნავი პერიოდი იყო მზაკვრული გეგმების განსახორციელებლად. აფხაზეთი იმ პერიოდში არ იყო შესწავლილი არც არქეოლოგიურად, არც ეთნოგრაფიულად, არ არსებობდა ლინგვისტური და ფოლკლორული მასალა. გულია აფხაზეთის ისტორიას ძველ აღმოსავლეთს უკავშირებს.

1951 წელს, მას შემდეგ რაც იოსებ სტალინის მიერ კრიტიკული შეფასებები გაკეთდა 1920-იანი წლების სხვადასხვა ეთნიკური კვლევების მისამართით, დიმიტრი გულიამ გამოსცა ბროშურა სათაურით „ჩემი წიგნის – „აფხაზეთის ისტორიის“ – თაობაზე“, რომელშიც განმარტავს, რომ 1925 წელს მან რიგი ისტორიული ფაქტები „ვერ გაითვალისწინა“, რის გამოც წიგნი არასრული გამოვიდა და მან სხვა მკვლევარებიც შეაცდინა. ამავე წიგნში გულია ხაზს უსვამს აფხაზების და ქართველების ეთნიკურ ერთობას და ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, აფხაზების როლს არ განარჩევს საქართველოს სხვა კუთხეების წარმომადგენლებისგან. მაშინაც და დღესაც მეცნიერთა ნაწილს ეჭვი შეაქვს, რომ გულია გულწრფელი იყო ამ წიგნის წერისას და მიიჩნევენ, რომ ის მაშინდელი საბჭოთა კავშირის ქართველი მმართველების, სტალინის და ბერიას შიშით და გავლენით იყო დაწერილი, თუმცა ოფიციალურად გულიას თავისი მოსაზრება მათი სიკვდილის და ხრუშჩოვის ეპოქის დამყარების შემდეგაც არ შეუცვლია.[4]

დიმიტრი გულია გარდაიცვალა 1960 წლის 7 აპრილს აგუძერაში, გულრიფშის რაიონში. დასაფლავებულია სოხუმში, მისი სახლ-მუზეუმის ეზოში.

ლიტერატურა

  • გუბლია გ., დიმიტრი გულია. შემოქმედებითი გზა, თბ., 1974;
  • Бгажба Х. С., Зелинский К. Л., Дмитрий Гулиа, Сух., 1965;
  • Гулиа Г. Д., Дмитрий Гулиа. Повесть о моем отце, 2 изд., М., 1965;
  • ბგაჟბა ხ., ქსე, ტ. 3, გვ. 301, თბ., 1978

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო