ტატრები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 38: ხაზი 38:
== ლიტერატურა ==
== ლიტერატურა ==
{{ქსე|9|665|}}
{{ქსე|9|665|}}
*{{cite book |title=Tatras |edition=2nd |last=Lacika |first=Ján |authorlink= |year=2006 |publisher= |location=Bratislava
| isbn=80-88975-95-6 |page= |pages= |url= |accessdate=}}
*{{cite book |title=Walking in the High Tatras |edition = 2nd |last1=Saunders |first1=Colin |last2=Nárožná |first2=Renáta |authorlink=
| year=2006 |publisher=Cicerone Press (Milnthorpe) |location= |isbn=9781852844820 |page= |pages= |url= |accessdate=}}


== რესურსები ინტერნეტში ==
== რესურსები ინტერნეტში ==

14:03, 28 აპრილი 2017-ის ვერსია

თარგი:ინფოდაფა ქედი ტატრები (სლოვაკ. Tatry; პოლ. Tatry) — მთის მასივები კარპატებში, პოლონეთსა და სლოვაკეთში. მაღალი ტატრების მაქსიმალური სიმაღლეა 2655 მ (გერლახოვსკი-შტიტი), ხოლო დაბალი ტატრებისა — 2043 მ (მთა დიუმბიერი). უმთავრესად აგებულია გრანიტებით, გრანოდიორიტებითა და კირქვებით. რელიეფი ალპურია. არის ძველი გამყინვარების ნიშნები, კარსტული ფორმები. კალთები 1500 მ-მდე შემოსილია ნაძვნარით, შერეულია ფიჭვი, სოჭი, წიფელი.

1900 მ-მდე ტანბრეცილი ტყის სარტყელია, 2250 მ-მდე სუბალპური და ალპური მდელოები. ტატრებში არის მთის კლიმატური კურორტები. განვითარებულია ალპინიზმი, ტურიზმი, სამთო-სათხილამური სპორტი. მაღალი ტატრების თხემზე გადის სამთო-საბაგირო გზა. არის ეროვნული პარკები. ტატრებში განვითარებულია ალპების მსგავსი კლიმატი.

დამახასიათებელია ამინდის პირობების ხშირი ცვლა, ტემპერატურის მნიშვნელოვანი რყევა, საკმაოდ დიდი ღრუბლიანობა და დიდწილად თოვლის სახით არსებული ატმოსფერული ნალექები. ტატრებს ხშირად განიხილავენ როგორც ქედების ერთიან სისტემას, რომელიც შეიცავს საკუთრივ ტატრებს (მაღალი ტატრები) და დაბალ ტატრებს.

მწვერვალები

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში