ცვინგლიანობა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 4: ხაზი 4:
{{ქსე|11|208-209|გ. კუტალია}}
{{ქსე|11|208-209|გ. კუტალია}}
*Чанышев А.Н.,Протестантизм, М., 1969
*Чанышев А.Н.,Протестантизм, М., 1969

[[კატეგორია:პროტესტანტიზმი]]

14:29, 24 აპრილი 2017-ის ვერსია

ცვინგლიანობაპროტესტანტიზმის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც აღმოცენდა შვეიცარიაში XVI საუკუნეში, რეფორმაციის დროს. რელიგიურ-ეთიკური და სოციალურ-პოლიტიკური მოძღვრება, რომელიც შეიმუშავა ულრიხ ცვინგლიმ. ცვინგლიანობას ბევრი საერთო აქვს ლუთერანობასთან. ამ უკანასკნელის მსგავსად ცვინგლიაობა უარყოფდა კათოლიციზმის ძირითად დოგმას, კერძოდ, იმას, რომ ეკლესია და სამღვდელოება აუცილებელი შუამავლები არიან ადამიანსა და ღმერთს შორის, სულის ხსნის ერთადერთ გზად აცხადებდა ჭეშშმარიტ რწმენას, ქრისტიანობის განახლების საფუძვლად მიაჩნდა საღვთო წერილი, უგულვებელყოფდა ინდულგენციებს, ხატებისადმი თაყვანისცემას, მარხვას, მღვდლების უცოლობას და ა.შ. საიდუმლოთაგან დატოვა მხოლოდ ორი მთავარი —ნათლობა და ზიარება. ამასთანავე, ლუთერანობასთან შედარებით ცვინგლიანობა უფრო გაბედულად გამოდიოდა კათოლიკური კულტის წეს-ჩვეულებების წინააღმდეგ. რაციონალურად განმარტავდა ზიარებას, განიხილავდა მას არა როგორც საიდუმლოს, არამედ როგორც ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლის სიმბოლურ გახსენებას. ცვინგლიანობა ეკლესიას საერო ხელისუფლებას უმორჩილებდა.

ლიტერატურა

  • გ. კუტალია, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 208-209.
  • Чанышев А.Н.,Протестантизм, М., 1969