ქარა იულუქ ოსმან-ბეი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა მმართველი |სახელი = ქარა იულუქ ოსმან ბეი |ორ...
 
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 46: ხაზი 46:
ერთი წლის შემდეგ, [[1408]] წელს, იუსუფმა ბრძოლა გამოუცხადა თემურიდ მმართველს მირან-შაჰს. ამ ბრძოლაში დახმარება კვლავ ოსმანს სთხოვა. ოსმანმა თავის ჯარის მთავარსარდლად დანიშნა თავისი შვილი, იბრაჰიმი. ამ ბრძოლაში იბრაჰიმი მოკლეს.
ერთი წლის შემდეგ, [[1408]] წელს, იუსუფმა ბრძოლა გამოუცხადა თემურიდ მმართველს მირან-შაჰს. ამ ბრძოლაში დახმარება კვლავ ოსმანს სთხოვა. ოსმანმა თავის ჯარის მთავარსარდლად დანიშნა თავისი შვილი, იბრაჰიმი. ამ ბრძოლაში იბრაჰიმი მოკლეს.


=ურთიერთობა შირვანის მმართველთან===
===ურთიერთობა შირვანის მმართველთან===


[[1435]] წელს, ხელშეკრულება დაიდო ოსმანს, შაჰრუჰსა და შირვანის მმართველ, [[ხალილულა I]]–ის შორის. ხელშეკრულების პირობით, ერთმანეთს უნდა დახმარებოდნენ ყარა-ყოიუნლუს სულთნის, ისქანდერის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგრამ, ოსმან ბეი იმავე დღესვე გარდაიცვალა.
[[1435]] წელს, ხელშეკრულება დაიდო ოსმანს, შაჰრუჰსა და შირვანის მმართველ, [[ხალილულა I]]–ის შორის. ხელშეკრულების პირობით, ერთმანეთს უნდა დახმარებოდნენ ყარა-ყოიუნლუს სულთნის, ისქანდერის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგრამ, ოსმან ბეი იმავე დღესვე გარდაიცვალა.

12:48, 18 აპრილი 2017-ის ვერსია

ქარა იულუქ ოსმან ბეი
Qaara Yuluq Osman Bəy
აყ-ყოიუნლუს ტომის მე–5 მეთაური
მმართ. დასაწყისი: 1403
მმართ. დასასრული: 1435
წინამორბედი: აჰმედ-ბეი ბაიანდური
მემკვიდრე: ჯელალედინ ალი-ბეი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1350
გარდ. თარიღი: 1435 (85 წლის)
მეუღლე: დესპინა ხათუნი
დინასტია: აყ-ყოიუნლუს დინასტია
მამა: ფაჰრ ედ-დინ ყუთლუ-ბეი
დედა: მარია კომნენოსი
რელიგია: ისლამი

ქარა იულუქ ოსმან-ბეი (აზერ. Qara Yuluq Osman Bəy, თურქ. Kara Yuluk Osman Bey; დ. 1350 – გ. 1435) – აყ-ყოიუნლუს ტომის ხელმძღვანელი.

ბიოგრაფია

ოსმან ბეი დაიბადა 1350 წელს. იგი იყო ფაჰრ ედ-დინ ყუთლუ-ბეისა და მარია კომნენოსის მეორე ვაჟი. ოსმანის დაბადების დროს, აყ-ყოიუნლუს ტომის მეთაური იყო ალაედინ თურალი-ბეი.

მმართველობა

1386 წელს, ბრძოლაში დაიღუპნენ ოსმანის ძმები და ბიძა, გაზი ბურჰანედინ ბეი, ამიტომ დინასტიის მეთაური გახდა მისი ერთ–ერთი გადარჩენილი ძმა, აჰმედ-ბეი ბაიანდური. ოსმანი ბაიანდურს ბევრჯერ აუჯანყდა, მაგრამ აჰმედმა ოსმანი შეიწყალა.

1403 წელს, აჰმედ ბეი გარდაიცვალა და მისი ადგილი სწორედ ოსმანმა დაიკავა.

ურთიერთობა ყარა-ყოიუნლუს მმართველთან

1407 წელს, მოსულთან ახლოს გამართულ ბრძოლაში, ოსმანი ჯარით დაეხმარა ყარა-იუსუფს. ამ ბრძოლაში იუსუფმა გაიმარჯვა.

ერთი წლის შემდეგ, 1408 წელს, იუსუფმა ბრძოლა გამოუცხადა თემურიდ მმართველს მირან-შაჰს. ამ ბრძოლაში დახმარება კვლავ ოსმანს სთხოვა. ოსმანმა თავის ჯარის მთავარსარდლად დანიშნა თავისი შვილი, იბრაჰიმი. ამ ბრძოლაში იბრაჰიმი მოკლეს.

ურთიერთობა შირვანის მმართველთან

1435 წელს, ხელშეკრულება დაიდო ოსმანს, შაჰრუჰსა და შირვანის მმართველ, ხალილულა I–ის შორის. ხელშეკრულების პირობით, ერთმანეთს უნდა დახმარებოდნენ ყარა-ყოიუნლუს სულთნის, ისქანდერის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგრამ, ოსმან ბეი იმავე დღესვე გარდაიცვალა.

ოჯახი

ოსმან ბეიმ ცოლად შეირთო ტრაპიზონის იმპერიის იმპერატორის ქალიშვილი დესპინა, რომლისგანაც ეყოლა 7 შვილი:

  • იბრაჰიმ ბეი (გარდაიცვალა 1408)
  • ჰაბილ ბეი (მოკლეს მამლუქებმა 1429 წელს).
  • ჰასან ბეი.
  • უვეის ბეი.
  • იაქუბ ბეი.

ლიტერატურა

  • İslam Ansiklopedisi, Ak-Koyunlular Mad., Cilt I, s. 254.
  • Roemer, “Das turkmenische Intermezzo,” p. 271, n. 26
  • J. Woods, The Aqqoyunlu, Clan and Confederatüon NewYork, 1978, s. 54.
  • İbn Tannverdi, Ən-Nücum-əz Zahirə, Qahirə, 1942, C. VI , s. 184