ქარა იულუქ ოსმან-ბეი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა მმართველი |სახელი = ქარა იულუქ ოსმან ბეი |ორ...
(განსხვავება არ არის)

11:59, 18 აპრილი 2017-ის ვერსია

ქარა იულუქ ოსმან ბეი
Qaara Yuluq Osman Bəy
აყ-ყოიუნლუს ტომის მე–5 მეთაური
მმართ. დასაწყისი: 1403
მმართ. დასასრული: 1435
წინამორბედი: აჰმედ-ბეი ბაიანდური
მემკვიდრე: ჯელალედინ ალი-ბეი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1350
გარდ. თარიღი: 1435 (85 წლის)
მეუღლე: დესპინა ხათუნი
დინასტია: აყ-ყოიუნლუს დინასტია
მამა: ფაჰრ ედ-დინ ყუთლუ-ბეი
დედა: მარია კომნენოსი
რელიგია: ისლამი

ქარა იულუქ ოსმან-ბეი (აზერ. Qara Yuluq Osman Bəy, თურქ. Kara Yuluk Osman Bey; დ. 1350 – გ. 1435) – აყ-ყოიუნლუს ტომის ხელმძღვანელი.

ბიოგრაფია

ოსმან ბეი დაიბადა 1350 წელს. იგი იყო ფაჰრ ედ-დინ ყუთლუ-ბეისა და მარია კომნენოსის მეორე ვაჟი. ოსმანის დაბადების დროს, აყ-ყოიუნლუს ტომის მეთაური იყო ალაედინ თურალი-ბეი.

მმართველობა

1386 წელს, ბრძოლაში დაიღუპნენ ოსმანის ძმები და ბიძა, გაზი ბურჰანედინ ბეი, ამიტომ დინასტიის მეთაური გახდა მისი ერთ–ერთი გადარჩენილი ძმა, აჰმედ-ბეი ბაიანდური. ოსმანი ბაიანდურს ბევრჯერ აუჯანყდა, მაგრამ აჰმედმა ოსმანი შეიწყალა.

1403 წელს, აჰმედ ბეი გარდაიცვალა და მისი ადგილი სწორედ ოსმანმა დაიკავა.

ურთიერთობა ყარა-ყოიუნლუს მმართველთან

1407 წელს, მოსულთან ახლოს გამართულ ბრძოლაში, ოსმანი ჯარით დაეხმარა ყარა-იუსუფს. ამ ბრძოლაში იუსუფმა გაიმარჯვა.

ერთი წლის შემდეგ, 1408 წელს, იუსუფმა ბრძოლა გამოუცხადა თემურიდ მმართველს მირან-შაჰს. ამ ბრძოლაში დახმარება კვლავ ოსმანს სთხოვა. ოსმანმა თავის ჯარის მთავარსარდლად დანიშნა თავისი შვილი, იბრაჰიმი. ამ ბრძოლაში იბრაჰიმი მოკლეს.

ურთიერთობა შირვანის მმართველთან==

1435 წელს, ხელშეკრულება დაიდო ოსმანს, შაჰრუჰსა და შირვანის მმართველ, ხალილულა I–ის შორის. ხელშეკრულების პირობით, ერთმანეთს უნდა დახმარებოდნენ ყარა-ყოიუნლუს სულთნის, ისქანდერის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგრამ, ოსმან ბეი იმავე დღესვე გარდაიცვალა.

ოჯახი

ოსმან ბეიმ ცოლად შეირთო ტრაპიზონის იმპერიის იმპერატორის ქალიშვილი დესპინა, რომლისგანაც ეყოლა 7 შვილი:

  • იბრაჰიმ ბეი (გარდაიცვალა 1408)
  • ჰაბილ ბეი (მოკლეს მამლუქებმა 1429 წელს).
  • ჰასან ბეი.
  • უვეის ბეი.
  • იაქუბ ბეი.

ლიტერატურა

  • İslam Ansiklopedisi, Ak-Koyunlular Mad., Cilt I, s. 254.
  • Roemer, “Das turkmenische Intermezzo,” p. 271, n. 26
  • J. Woods, The Aqqoyunlu, Clan and Confederatüon NewYork, 1978, s. 54.
  • İbn Tannverdi, Ən-Nücum-əz Zahirə, Qahirə, 1942, C. VI , s. 184