ტერნტეიბლიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
დაემატა კატეგორია:ჰიპ-ჰოპი გაჯეტ HotCat-ით
ხაზი 6: ხაზი 6:


[[კატეგორია:ელექტრონული მუსიკა]]
[[კატეგორია:ელექტრონული მუსიკა]]
[[კატეგორია:ჰიპ-ჰოპი]]

17:01, 15 აპრილი 2017-ის ვერსია

ტერნტეიბლიზმი (ინგ. Turntablism) — ჰიპ-ჰოპის სუბჟანრი, რომელიც ყურადღებას ამახვილებს გრამფირფიტის მანილუპირებაზე. ადამიანი, რომელიც ტერნტეიბლიზმით არის დაკავებული,ტერნტეიბლისტია. ტერმინი 1994 წელს მოიგონა DJ Supreme-მა, განსასხვავებლად იმ კატეგორიის დიჯეებისა, რომლებიც მხოლოდ ჩანაწერს აჟღერებენ თავდაპირველი ფორმით, მათგან, ვინც სინამდვილეში ჩანაწერის ხმის მანიპულაციას ახდენს. ტერმინს შემდგომში პოპულარიზაცია გაუკეთა DJ Babu-მ, რომელიც საკუთარ მიქსებს ხელს ამგვარად აწერდა „მიქსირებულია ბაბუ - ტერნტეიბლისტის მიერ“ (mixed by Babu the Turntablist).

ტერნტეიბლისტი დიჯეები იყენებენ ტერნტეიბლ (ინგლ. გადააბრუნე მაგიდა) ტექნიკას, როგორიცაა „ფხაჭვნა“ ან რიტმის არევა ორიგინალური მუსიკალური ნამუშევრების კომპოზიციაში. ტერნტეიბლიზმი ფოკუსს ახდენს უფრო ტერნტეიბლ ტექნიკაზე, ვიდრე თავად მიქსირებაზე, რეპსა თუ ვოკალურ შედეგზე. ზოგიერთი ტერნტეიბლისტი ცდილობს თავი დაიმკვიდროს, როგორც ნამდვილი მუსიკოსი, რომელსაც შეუძლია სხვა შემსრულებლებთან იმპროვიზებული ინტერაქცია.